საქართველოსთვის ეკონომიკის 11%-იანი ვარდნა კატასტროფის მოლოდინს აჩენს, რაც ეკონომიკურ დეგრადაციას გამოიწვევს - სანდრო რატიშვილი

საქართველოსთვის ეკონომიკის 11%-იანი ვარდნა კატასტროფის მოლოდინს აჩენს, რაც ეკონომიკურ დეგრადაციას გამოიწვევს - სანდრო რატიშვილი

access_time2021-03-02 11:00:51

„იანვრის თვეში საქართველოს ეკონომიკის 11%-იანი კლება, ნებისმიერი ადამიანისთვის ცხადყოფს, რომ ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია. ამას ის ადამიანები ვინც ბიზნესში ვართ ჩართულები და ეკონომიკურ პროცესებს მივყვებით, ოფიციალური გამოქვეყნების გარეშეც ვგრძნობდით“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტმა სანდრო რატიშვილმა განუცხადა.


მისივე განცხადებით, სტატისტიკის მიერ დადასტურებული ეს მონაცემები სერიოზული განგაშის ატეხვის საფუძველს იძლევა.


„განგაშის ატეხვის დროა, რომელიც ერთი შეხედვით ქვეყანაში დაწყებულია, მთავრობას თითქოს ესმის რა მდგომარეობაა და გარკვეული ღონისძიებების გატარების დაპირებებს იძლევიან, მაგრამ რეალობა რაც 11 %-იანი ვარდნის სახით გვაქვს, არის უაღრესად საგანგაშო და ძალინ ცუდი მონაცემი, რასაც რა თქმა უნდა ჩვეულებრივი ღონისძიებებით და ლოდინით, რომ რაღაცა თავისით გამოსწორდება არ ეშველება. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საჭიროა რადიკალური, ფუნდამენტური და ძალიან ღრმა სისტემური გარდაქმნები, თორემ ქვეყანა უფსკრულისკენ მიდის“, -  აღნიშნა სანდრო რატიშვილმა.


რატიშვილის განმარტებით მოლოდინები იმისა, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლება რა თქმა უნდა თუნდაც გამოცხადებული შემსუბუქებების ფონზე არსებობს, მაგრამ ეს შემსუბუქებებიც ერთი ნაბიჯით წინ როცა მიდის, მეორეთი უკან რჩება, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის წამგებიანია.



„სამწუხაროდ იმ მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას, რაც საქართველოში გვაქვს ასე ვერ ეშველება. ამიტომ ახლა ჩვენ ძალიან ფუნდამენტური გადაწყვეტილებებისთვის უნდა ვიყოთ მზად და თუ ეს გაკეთდება, მხოლოდ მაშინ გვექნება უკეთესი შედეგი, თუ არადა 11%-იანი კლება გვიჩვენებს, რომ 2021 წლისთვის ეს პროცესები დადებითისკენ ვერ გადაიხრება და ვერც 2022 წელი იქნება განვითარების წელი.


ნახევრად შემსუბუქებებით წინ ვერანაირად წავალთ. საქართველოსთვის ეკონომიკის ორნიშნა ვარდნა კატასტროფის მოლოდინს აჩენს, რაც ეკონომიკურ დეგრადაციას გამოიწვევს“, -  განმარტა სანდრო რატიშვილმა.


რატიშვილმა განმარტა, რომ ეს ვარდნა თავისთავად ბიზნესის ვარდნით არის გამოწვეული. მისივე თქმით, თუკი ქვეყანაში რამე ზრდა არის, ამას კერძო ბიზნესი ქმნის და ეს ვარდნა სწორედ კერძო ბიზნესის ვარდნით, დახურვით, შეზღუდვებით და ეკონომიკური აქტივობის ვარდნით არის გამოწვეული, ამ ყველაფრის ერთობლიობა კი იმ ეკონომიკურ კრიზისს ქმნის რაც დღეს სახეზე გვაქვს.   


„დღეს სწორედ ბიზნესია კოლაფსში, ზოგი ბიზნესი გაკოტრების პირას არის, ბევრი გაკოტრდა, ბევრი ვეღარ ფუნქციონირებს და არ იქმნება ის დოვლათი და შემოსავალი, რაც ეკონომიკის ზრდას განაპირობებს. შესაბამისად ბიზნესისთვისაც ძალიან ცუდი მოლოდინები ყალიბდება, იმიტომ რომ თუ არ იქნება მოთხოვნა,  არ იქნება მიწოდება. თუ არ იქნება მიწოდება ნიშნავს იმას, რომ კომპანიები დაიხურებიან და გაჩერდებიან“, -  აღნიშნა სანდრო რატიშვილმა.

 

თაკო კვაჭანტირაძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up