RealClearEnergy: „ფრონტერას“ მხრიდან საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა სამართლის ექსპერტების მოსაზრებებს ეწინააღმდეგება

RealClearEnergy: „ფრონტერას“ მხრიდან საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა სამართლის ექსპერტების მოსაზრებებს ეწინააღმდეგება

access_time2020-07-14 12:00:17

„უჩვეულო დავა მიმდინარეობს ტეხასის ენერგეტიკულ ფირმასა და საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ნავთობკომპანიას შორის, ბრძოლა, რომელიც აერთიანებს კორპორატიული ინტრიგების, საერთაშორისო სამართლისა და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ელემენტებს. ერთ მხარეს არის საქართველო, აშშ-ის მოკავშირე და ნატოს პარტნიორი, რომელმაც ხელი მოაწერა ნავთობის მოძიების ხელშეკრულებას ტეხასის კომპანიასთან 1990-იანი წლების შუა პერიოდში, საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალევე. მოწინააღმდეგე მხარეა Frontera Resources-ი, ნავთობისა და გაზის კომპანია, რომელიც დააარსა ჰიუსტონის ყოფილმა მერმა და აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის მოადგილემ, ბილ უაითმა. „ფრონტერას“ ფინანსური პრობლემები შეექმნა და გასულ წელს ლონდონის საფონდო ბირჟიდან მოიხსნა, ხოლო საქართველოში მისი საქმიანობა წინააღმდეგობებით ხასიათდება“, - ნათქვამია სარედაქციო სტატიაში.

 

სტატიის თანახმად, საქართველოს ოფიციალური პირები „ფრონტერას“ საერთაშორისო არტბიტრაჟის განჩინების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ ​„ფრონტერამ“ კონტრაქტი არსებითად დაარღვია. ამასთანავე, სასამართლომ „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს“ და ფრონტერა აშშ-ს მოსარჩელეებისთვის ხარჯებისა და ზარალის ანაზღაურება დააკისრა, რაც ჯამში $6 მილიონს შეადგენს.

 

„ფრონტერა“ საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ უპრეცედენტო თავდასხმაში ჩაერთო. როგორც ჩანს, „ფრონტერა“ განწყობილია აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობები დააზიანოს”, - განაცხადა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბახტაძემ.

 

2010 წლისთვის „ფრონტერა“ ცნობილი იყო, როგორც არშემდგარი კომპანია. „ფრონტერას“ მომავალი შემოსავლები დამოკიდებულია საქართველოში მისი ოპერაციების შედეგებზე“, - განაცხადა „ფრონტერამ“ 2015-16 წლების ფინანსურ ანგარიშგებაში.


 

2018 წლისთვის, „ფრონტერამ“ თავის ბევრ ქართველ დასაქმებულს ანაზღაურება ვერ გადაუხადა, რომლებმაც მომდევნო წელს თბილისში ორი საპროტესტო აქცია გამართეს.

 

„ფრონტერას“ ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთანაც გაუფუჭდა და 2018 წელს, საქართველოს ნავთობისა და გაზის ორმა სახელმწიფო ორგანიზაციამ სარჩელი შეიტანა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში. მათ კომპანია კონტრაქტის დარღვევაში დაადანაშაულეს.

 

მას შემდეგ, რაც „ფრონტერამ“ კონტრსარჩელით უპასუხა, აპრილში სასამართლომ ერთხმად გამოიტანა გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ და გამოაცხადა, რომ „ფრონტერამ“ არსებითად დაარღვია კონტრაქტი.

 

საერთაშორისო არბიტრაჟი უფრო და უფრო მიმზიდველი ვარიანტია სამართლებრივი დავების გადაწყვეტის მიზნით და „ფრონტერას“ მხრიდან უარის თქმა საქართველოს სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების შესრულებაზე ეწინააღმდეგება სამართლის ექსპერტების მოსაზრებებს, რომლებიც ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა შესრულდეს, რადგან ნეიტრალური და სავალდებულოა“, - წერია სტატიაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up