რძის წარმოებიდან ტურიზმამდე – რატომ შეიცვალა პრიორიტეტები ახალ ზელანდიაში

რძის წარმოებიდან ტურიზმამდე – რატომ შეიცვალა პრიორიტეტები ახალ ზელანდიაში

person access_time2016-02-09 16:49:01

თუკი ადრე ახალი ზელანდიელი ფერმერის, იან დიპროუზის შემოსავლები რძის წარმოებაზე იყო იყო დამოკიდებული, ახლა მას მხოლოდ ტურიზმის იმედი აქვს.


რძეზე ფასების მკვეთრმა კლებამ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას დიდი ზიანი მიაყენა. დიპროუზი და მისი მეუღლე, ჯოი, დღეს ფულს ტურიზმის წყალობით შოულობენ. ისინი ვაიკატოში ცხოვრობენ, რომელიც ჰობიტონისგან 16 კილომეტრით არის დაშორებული: ადგილი, რომელიც რეჟისორმა პიტერ ჯეკსონმა ტრილოგიისთვის, „ბეჭდების მბრძანებელი“ შექმნა და სადაც ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟი ჰობიტი ბილბო ბეგინსი ცხოვრობდა. 

„ხალხი, რომელიც აქ მოდის, ჰობიტონზე გიჟდება! ჩვენს პატარა ქალაქში დაახლოებით 30 კაფეა გახსნილი, რადგან ტურისტების ნაკადები არასოდეს წყდება,“ ამბობს დიპროუზი, რომელიც ტურისტებს 175 ახალზელანდიურ დოლარად (იგივე 120 აშშ დოლარი) ღამის გასათევს, საუზმესა და სახლში მომზადებულ ხორცეულს სთავაზობს.

დიპროუზებმა ტურისტებისათვის ღამის გათენების შეთავაზება 5 წლის წინ დაიწყეს და დღეს ეს მათი შემოსავლის მთავარ წყაროს წარმოადგენს. თუმცა, ამის პარალელურად, რძეზე ფასების ვარდნა ქვეყანაში სერიოზულ პრობლემებს ქმნის. ცენტრალური ბანკის ვარაუდით, წელს 5-დან 4 ფერმერი მოგებას ვერ ნახავს. ფასების კლების პარალელურად, ვეტერინარულ სერვისებსა და სასუქზე მოთხოვნამ იკლო. 

ახალი ზელანდია ერთ დროს ცნობილი იყო, როგორც ქვეყანა, სადაც ადამიანებზე 10-ჯერ მეტი ცხვარი შეგხვდებოდათ. გასულ ათწლეულში მესაქონლეობაში საკმაოდ დიდი ინვესტიცია განხორციელდა. დღეს ზელანდიაში არის 5 მილიონი ძროხა (უფრო მეტი, ვიდრე 4.5 მილიონი ახალზელანდიელი მოსახლე), ხოლო ცხვრების რაოდენობა 2006 წლიდან 26%-ით შემცირდა და მათი რაოდენობა 29.5 მილიონს შეადგენს. 

ფერმერები რძეზე ფასების კლებას საქონლის რაოდენობის შემცირებით პასუხობენ. განადგურებული ძროხების რაოდენობა 26%-ით გაიზარდა. ფერმერები ხარჯავენ და აწარმოებენ ნაკლებს, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე თავისთავად აისახება. სარძეო მეურნეობის ექსპორტი, რომელიც ქვეყნის გაყიდვების მეოთხედს შეადგენს, გასულ წელს 21%-ით შემცირდა.


ჰობიტონის გენერალური მენეჯერის, რასელ ალექსანდერის განცხადებით მსურველების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ყოველდღიურად ჰობიტონში  2,000 მნახველი მიდის, ეს სიამოვნება კი მსურველებს 79 ახალზელანდიური დოლარი უჯდებათ.

 



ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება
access_time2020-05-26 16:00:59
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის...

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ სტუმრებს 8 ივნისიდან მიიღებს

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“  სტუმრებს  8 ივნისიდან მიიღებს
access_time2020-05-26 17:15:05
სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერია” 8 ივნისიდან სტუმრებთან შესახვედრად ემზადება.სასტუმროს გუნდი მოხარულია კვლავ უმასპინძლოს სტუმრებს და აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე – 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმროს გარე სივრცეები: “ივერია ტერასა” და “ივერია კაფე”. მეორე ეტაპზე -15 ივნისიდან სასტუმრო სრული დატვირთვით ამუშავდება, გაიხსნება ღია და დახურული აუზები.მესამე ეტაპზე – 22 ივნისს გაიხსნება იტალიური და აზიური რესტორნები – “ფილინი” და “უმამი” რადისონის ჯგუფისთვის...

„საქართველოს ხელისუფლებამ „გაზპრომთან“ მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -"ნაცმოძრაობას” გიორგი გახარიასთან კითხვები აქვს

„საქართველოს ხელისუფლებამ  „გაზპრომთან“  მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -
access_time2020-05-26 15:00:12
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით,როდესაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში კითხვებზე საპასუხოდ მივა, "ნაციონალური მოძრაობა” აპირებს „გაზპრომთან“ დაკავშირებით დაუსვას კითხვა. "რა თქმა უნდა, ჩვენ დავუდებთ პრემიერს გათვლებს, ამ სამი წლის განმავლობაში, როდესაც კონტრაქტი შეცვალა საქართველოს მთავრობამ რუსეთთან, რა რაოდენობის ზარალი განიცადა ქვეყანამ, რატომ აზარალეს ქართული სახელმწიფო, რატომ არაფერს ვიღებთ ჩვენ გაზის...

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას
access_time2020-05-26 12:00:56
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოც წერილს უგზავნის. აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის მეთაურისთვის გამოგზავნილ მილოცვაში ხაზს უსვამს ათწლეულების განმავლობაში აშშ-სა და საქართველოს შორის მტკიცე პარტნიორობას, რომელიც საერთო ღირებულებებს და ინტერესებს ეფუძნება. „ძვირფასო პრემიერ-მინისტრო! ამერიკელი ხალხის სახელით, გულწრფელად მოგესალმებით და გილოცავთ...

როგორც შეძლებს მომხმარებელი ელექტროენერგიის ღირებულების შემცირებას

როგორც შეძლებს მომხმარებელი ელექტროენერგიის ღირებულების შემცირებას
access_time2020-05-26 18:30:36
საათობრივი ვაჭრობის ამოქმედების შემდეგ, მივიღებთ აქტიურ მომხმარებელს, რომელსაც მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების შემცირება შეეძლება – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელმა ირინა მილორავამ გადაცემა “ბიზნესპარტნიორის ოთხეულში” განახადა. როგორც მილორავამ განმარატა, ახალი ბაზრის წესებით, საათობრივი ვაჭრობა ინერგება საბითუმო დონეზე და შემდეგ გავრცელდება...


მსგავსი სიახლეები

up