რძის ქართული წარმოება მოძველებული ტექნიკითა და ჰიგიენის დაბალი სტანდარტებით გამოირჩევა

რძის ქართული წარმოება მოძველებული ტექნიკითა და ჰიგიენის დაბალი სტანდარტებით გამოირჩევა

person access_time2016-03-10 14:04:51

საქართველოში რძის ბაზარი ორიგანიზებული არ არის. ამის შესახებ გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პროექტის წარმომადგენლმა კატერინა პობერეჟნამ, თბილისში, რძის პირველი კონგრესზე განაცხადა. მისი თქმით, ქართულ ბაზარზე რძეზე არსებული მოთხოვნა ვერ კმაყოფილდება, გარდა ამისა, პრობლემაა ისიც, რომ დეფიციტია ნედლი რძე.


როგორც პობერეჟნა აცხადებს, იქიდან გამომდინარე, რომ ნედლი რძე დეფიტურია, შესაბამისად მისი ფასი ძვირია. მისი განმარტებით, აქედან გამოსავლი რამდენიმე მიმართულებითაა მოსაძებნი. მათ შორის, ფერმერების განათლების ამაღლება, წველადობის გაზრდა და ასე შემდეგ. „საქართველოში ჯერ იმაზე უნდა ვიმუშაოთ, რომ ეფექტიანობა გავაუმჯობესოთ. ჩვენთან წველადობის საშუალო მაჩვენებელი 1 300 ლიტრია წელიწადში (ერთ სულზე), იგივე მაჩვენებელი მაგალითად უკრაინაში 4 400 ლიტრია"-აცხადებს პობერეჟნა.


დღეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ ორგანზიებულ რძის პირველ ეროვნულ კონგრესს 150-ზე მეტი მონაწილე დაესწრო. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, FAO-მ და EBRD-მა საქართველოს რძის სექტორის დეტალური ტექნიკური და საბაზრო კვლევა ჩაატარეს. შედეგად, დადგინდა, რომ საქართველოს რძის პროდუქტების წარმოებაში დომინირებენ მცირე ზომის მწარმოებლები, მოძველებული საწარმოო ტექნიკითა და ჰიგიენის დაბალი სტანდარტებით. კვლევის შედეგების მიხედვით, ქართულ რძის მწარმოებელ ფერმებს შეუძლიათ 35%-ით გაზარდონ პროდუქტიულობა და გააუმჯობესონ რძის ხარისხი.



„საქართველოს შესაშური საინვესტიციო გარემო და იდეალური აგროკლიმატური პირობები გააჩნია რძის პროდუქტების საწარმოებლად. მოთხოვნაც მაღალია რძეზე, ყველსა და სხვა რძის პროდუქტებზე"-განაცხადა EBRD-ის აგრობიზნესის მრჩეველთა განყოფილების უფროსმა ვიქტორია ზინჩუკმა.


როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტის ფარგლებში უახლოეს დღეებში რძის პროდუქტების მწარმოებლებისთვის სპეცილაური ტრეინინგები დაიწყება.




დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-07 21:00:06
დღის Top 10 საინტერესო ამბავი 1.ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან „საქართველოს ბანკმა“ „თიბისისთან“ შედარებით 17 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, მათ სასესხო პორტფელში უდიდესი წილით ფიზიკურ...

„ლიდერფუდის“ უსაფრთხოების უფროსი მერაბ ბაღათურია ადვოკატ ავთანდილ თეთრაშვილს პასუხობს

„ლიდერფუდის“ უსაფრთხოების უფროსი მერაბ ბაღათურია ადვოკატ ავთანდილ თეთრაშვილს პასუხობს
access_time2020-08-07 13:00:18
„ლიდერფუდის“ გარშემო მიმდინარე დავის კონტექსტში ირაკლი დუმბაძის ადვოკატის ავთანდილ თეთრაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გაიჟღერა კომპანიის უსაფრთხოების უფროსის მერაბ ბაღათურიას სახელმა. კერძოდ, თეთრაშვილი წერს, რომ დავით ზეიკიძე და არჩილ კბილაშვილი მერაბ ბაღათურიას სასამართლოში სხდომის მიმდინარეობის დღესვე დაკითხვის კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ და ეს უარი კი იმით აიხსნება, რომ ბაღათურია იმავე დღეს არ იყო მზად სარჩელის მიუღებლობის ვერსიის დასადასტურებლად და მის მოსამზადებლად ზეიკიძეს...

როგორი იყო ქართული ტურიზმი 61 წლის წინ

როგორი იყო ქართული ტურიზმი 61 წლის წინ
access_time2020-08-07 19:15:27
61 წლის წინათ საქართველოს კურორტების პოპულარიზაციისათვის რეჟისორ შალვა ჩაგუნავას გადაღებულ ფერად ფილმს ფერები, ფაქტობრივად, დაკარგული ჰქონდა. საქართველოს ეროვნული არქივის 4K გარჩევადობის სკანერზე ფილმის მაღალი ხარისხის ციფრული ასლი შეიქმნა. ამან ფილმის რესტავრატორებს საშუალება მისცა მოეხდინათ ფერისა და სინათლის კორექცია, დაზიანებების ციფრული გაწმენდა, ასევე, ხმის გასუფთავება და სინქრონიზაცია. რესტავრაციის პროცესი 6 თვეს გრძელდებოდა. 20-წუთიან ფილმში...

სვანეთში „გრაპა მესტია“ მაღალი კლასის სასტუმროს 2023 წელს გახსნის

სვანეთში „გრაპა მესტია“ მაღალი კლასის სასტუმროს 2023 წელს გახსნის
access_time2020-08-07 18:10:39
სვანეთში მაღალი კლასის ბრენდული სასტუმრო 2023 წელს გაიხსნება. პროექტის განმახორციელებელი კომპანია „გრაპა მესტიას“ დამფუძნებელი მინდია გურგენიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სასტუმრო 4 ვარსკვლავიანი იქნება. კითხვაზე, იგეგმება თუ არა პროექტში საერთაშორისო ბრენდის შემოყვანა, გურგენიძე ამაზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ მსგავსი საკითხები მას შემდეგ გადაწყდება, რაც პროექტის განხორციელება დაიწყება. თუმცა, დიდი ალბათობით სასტუმროს ოპერირებას ქართული...

საქართველოში დაბრუნებულ ქართველ ბიზნესვიზიტორებს კარანტინის გავლა მოუწევთ

საქართველოში დაბრუნებულ ქართველ ბიზნესვიზიტორებს კარანტინის გავლა მოუწევთ
access_time2020-08-07 17:00:56
რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ბიზნესვიზიტორების პლატფორმაზე საუბრობდა, მისი განცხადებით პლატფორმა წარმატებით მუშაობს და უკვე 2700-მდე ვიზიტორია დარეგისტრირებული, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოსულ ბიზნესვიზიტორებს სავალდებულო კარანტინის გავლა არ მოუწევთ და გარკვეული პერიოდულობით PCR ტესტს ჩაიტარებენ. „წარმატებით ამოქმედდა ბიზნესვიზიტორების პლატფორმა, ერთი თვე გაიტესტა და სრულფასოვნად ამოქმედდა. გვაქვს შთამბეჭდავი ...


მსგავსი სიახლეები

up