„რძის პროდუქტის ღვინის ეტიკეტიან შეფუთვაში ჩამოსხმა ბაღებიდან მიღებულმა გადაჭარბებულმა შეკვეთამ გამოიწვია“

„რძის პროდუქტის ღვინის ეტიკეტიან შეფუთვაში ჩამოსხმა ბაღებიდან მიღებულმა გადაჭარბებულმა შეკვეთამ გამოიწვია“

access_time2018-01-17 18:17:08

დედაქალაქის რამდენიმე ბაღში შეტანილი არასწორად ეტიკეტირებული რძის პროდუქტი აბსოლუტურად უსაფრთხოა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „მილკოფუდში“ განუცხადეს.


კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო ხაჩიძის თქმით, რძის პროდუქტის ღვინის ეტიკეტიან შეფუთვაში ჩამოსხმა ბაღებიდან მიღებულმა გადაჭარბებულმა შეკვეთამ გამოიწვია.


„რძის პროდუქტი ჩამოსხმული იყო ტეტრაპარკის შეფუთვაში, რომელიც არის უმაღლესი ხარისხის და საკმაოდ ძვირადღირებული მთელს მსოფლიოში. ყუთი არის აბსოლუტურად გამოუყენებელი, ახალი, უმაღლესი ხარისხის; აქვს 6 დამცავი შრე და ულტრაპასტერიზებულ პროდუქტს ინახავს 6 თვის განმავლობაში, ისე, რომ ყველა თვისებას ინარჩუნებს პაკეტში. ჩვენ ვახორციელებთ შეფუთვის იმპორტს იტალიიდან. ამ ეტაპზე ბაღებიდან მოსულმა შეკვეთამ ძალიან გადააჭარბა გეგმას, იმ შეთანხმებას, რაც ჩვენს შორის იყო, ამიტომ იძულებულები გავხდით ამ სახით შეგვეტანა პროდუქტი. ღვინის ეტიკეტირებით იყო პარკი, თუმცა, ამავე შეფუთვაზე გადაკრული გვქონდა რძის სპეციალური ეტიკეტიანი ქაღალდი, რომელზეც დატანილი იყო რძის ყველა მონაცემი. ყუთზე დატანილ მონაცემებს პროდუქტი მთლიანად აკმაყოფილებს“, - განაცხადა ხაჩიძემ.


მისივე თქმით, მსგავსი შეფუთვით პროდუქტი თბილისის მასშტაბით რამდენიმე ათეულ ბაღში შევიდა.



„ჩვენი პროდუქტი არის ნატურალური, ნაღებზე დამზადებული და აკმაყოფილებს ISO-ს სტანდარტებს და სურსათის უვნებლობის ყველა სტანდარტს. თვეში ორჯერ მოწმდება კომპანიის პროდუქცია როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო კომპანიების მიერ. ორ დღეში ველოდებით ახალ შეფუთვებს იტალიური კომპანია „იპისგან“, იმ რაოდენობას, რაც გაზრდილი მოთხოვნისთვის იქნება საკმარისი. მსგავსი შემთხვევა არასდროს გვქონია“, - განაცხადა ხაჩიძემ.


შეგახსენებთ, რომ ბაგა-ბაღებში რძის პროდუქტის ღვინის ეტიკეტიანი შეფუთვით შეტანის საკითხზე მერიაში დღეს ბრიფინგი გაიმართა. თავის მხრივ, სურსათის უვნებლობის სააგენტო რძის ხარისხს სწავლობს.








კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up