რძის კომპანია „ნებიერას" ხელმძღვანელი: საქართველოში დამწყები ბიზნესისთვის არახელსაყრელი გარემოა

რძის კომპანია „ნებიერას" ხელმძღვანელი: საქართველოში დამწყები ბიზნესისთვის არახელსაყრელი გარემოა

person access_time2016-04-22 09:44:06

საქართველოში დამწყები ბიზნესისთვის არახელსაყრელი გარემოა – ამ განცხადებას „კომერსანტთან“ ახლადდაფუძნებული რძის კომპანია „ნებიერას" ხელმძღვანელი აკეთებს. 

 

კახა ცქიფურიშვილი განმარტავს, რომ ბანკებში „სტარტაპებზე" კრედიტებს არ იძლევიან, რაც ძალიან ცუდია.


მისი თქმით, სესხის მიღების მოთხოვნით კომპანიამ თითქმის ყველა კომერციულ ბანკს მიმართა, თუმცა, უშედეგოდ. „მინიმუმ 6 თვიან გამოცდილებას ითხოვენ და ბრუნვებს. ბრუნვები მაქვს, მაგრამ ჩემი ბიზნესი ახალია, შესაბამისად, უარს მეუბნებიან. ახალგაზრდა, დამწყები ბიზნესმენი დღეს ქვეყანაში ვერაფერს ვერ გააკეთებს. ან საკუთარი ფინანსები უნდა ჰქონდეს, ან დამფინანსებელი ჰყავდეს. მე აწყობილი საწარმო დამხვდა, რომელიც 5–წლიანი იჯარით ავიღე და ამაში გამიმართლა"-აცხადებს ცქიფურიშვილი.


ცქიფურიშვილი განმარტავს, რომ კომპანია „ნებიერა" 2009 წელს გაეროს ერთ-ერთ პროგრამის დაფინანსებით აშენდა და ერთი წლის შემდეგ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადაეცა, 2 წლის მუშაობის შემდეგ გაჩერდა, 2016 წლის იანვარში კი გორის უნივერსტიტეტმა 5–წლიანი იჯარით მას გადასცა.


კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ იმისთვის, რომ „ნებიერას" წარმოება თავიდან დაეწყო, კომაპნიამ 50 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა. ამჟამად მიდის რძის გადამამუშავებელი საწარმოებისთის საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP - Hazard Analysis and Critical Control Point) დანერგვა, რომელიც სავარაუდოდ, თვენახევარში დასრულდება.



ამჟამად კომპანია 3 სახეობის ყველს აწარმოებს. მათ შორისაა პასტერიზებული იმერული, პასტერიზებული ქართული და დაწნული სულგუნი ყველი. რაც შეეხება ფასებს, 1 კგ დაწნული ყველის ფასი 12 ლარია, იმერული -9 ლარი, ქართული - 10 ლარი. კომპანია ასევე აწარმოებს არაჟანს,მაწონს, რძეს, ხაჭოს, ნადუღს.


ცქიფურიშვილი აცხადებს, რომ ამ დროისთვის პროდუქციის რეალიზება მხოლოდ გორის რაიონში ხდება, თუმცა, დაახლოებოთ 1 თვეში ქსელი გაფართოვდება და რეალიზებას თბილისში ,საბურთალოზე საკუთარ ბრენდულ მაღაზიაშიც მოახდენს. მისი თქმით, მაღაზია ე.წ. „შანხაის" უბანში გაიხსნება. მიმდინარე წლის სექტემბრამდე კი თბილისში დამატებით 4-5 მაღაზიას გახსნის.


„ამ დროისთვის მოგებული გვაქვს გორის რაიონში საჯარო ბაღების მომარაგების ტენდერი, ასევე საფირმო მაღაზია გვაქვს გორში"-აცხადებს ცქიფურიშვილი.


დამწყები ბიზნესების დაფინანსების პრობლემას „კომერსანტი“ რამდენიმე დღის წინ, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან ბადრი ჯაფარიძესთან ინტერვიუში შეეხო. 


„სესხის გაცემისას ბანკისთვის რამდენიმე კრიტერიუმია მთავარი: პირველი – შემოსავლები, რამდენად მოწესრიგებული და გამჭვირვალე აქვს ფინანსები, რამდენად სწორია ფასწარმოქმნა და რამდენად მომგებიანია ეს კომპანია. შესაძლოა, ბიზნესგეგმა ნაწილობრივ მომავალ შემოსავლებზე იყოს დაფუძნებული, მაგრამ 100%–ით ამაზე დაფუძნებული ვერ იქნება... ბანკის ძირითადი ამოცანაა ისეთ კომპანიაზე გასცეს სესხი,  რომელიც ამას თავისი ბიზნესიდან დააბრუნებს. პირველ რიგში, აანალიზებს კომპანიის არსებულ შემოსავლებს და იმას თუ არსებული და სესხის აღების შედეგად გაზრდილი შემოსავლები  რამდენად უზრუნველყოფს სესხის მომსახურებას. თუ ასეთი პირობა არსებობს, მხოლოდ მას შემდეგ ხდება გირავნობაზე საუბარი,“ – განაცხადა ჯაფარიძემ.

 

სტარტაპების დაფინანსების პროგრამის ამოქმედება პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით იგეგმება. არსებული ინფორმაციით,სტარტაპების დაფინანსების მექანიზმზე მუშაობა დასრულებულია. საპარტნიორო ფონდის დირექტორის დავით საგანელიძის განცხადებით, პირველი პროექტის დაფინანსება სავარაუდოდ სექტემბერში მოხდება. თუმცა ამ შემთხვევაში აქცენტი კეთდება ახალგაზრდების მიერ ინიცირებულ პროექტებზე და პროგრამა ტექნო პარკთან ერთად განხორციელდება.


"ჩვენ ხელს შევუწყობთ ახალგაზრდების ინიცირებულ პროექტებს, რათა მაქსიმალურად ჩავრთოთ ახალგზარდობა ბიზნეს საქმიანობაში. მათ არ აქვთ სამწუხაროდ საშუალება გირავნობის ბანკთან, არ აქვთ საშუალება ბიზნეს გეგმების კვალიფიციური დონეზე შექმნის და დამზადების, მაგრამ აქვთ იდეები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სექტემბრიდან უკვე პირველი თანხაც გაიცემა და პირველი კომპანიაც დაიწყებს მუშაობას" - განუცდადა დავით საგანელიძემ „ბიზნესკონტაქტს.“


შეგახსენებთ, რომ სტარტაპების დაფინანსების მექანიზმზე საპარტნიორო ფონდი და ეკონომიკის სამინისტრო მუშაობენ. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ფონდი დაახლოებით 30-35 მილიონი ლარის მოცულობის იქნება. პროექტის მიხედვით, დამწყები ბიზნესები სესხის აღებას კომერციული ბანკების უზრუნველყოფის გარეშე შეძლებენ.




„სამუშაო ადგილების შენარჩუნება, საკმაოდ რთული იქნება - ასე თუ გაგრძელდა, ბევრი კომპანია დატოვებს ბაზარს და სავაჭრო ობიექტებიც დაიკეტება“

„სამუშაო ადგილების შენარჩუნება, საკმაოდ რთული იქნება - ასე თუ გაგრძელდა, ბევრი კომპანია დატოვებს ბაზარს და სავაჭრო ობიექტებიც დაიკეტება“
access_time2020-09-26 20:00:53
„სავაჭრო კომპანიების 90%, დღეის მდგომარეობით, ზარალში იმყოფება,“- ამის შესახებ „აი სი არ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ხაზარაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია,...

პანდემია და სეზონური გრიპი - ევროპა საფრთხის წინაშეა

პანდემია და სეზონური გრიპი - ევროპა საფრთხის წინაშეა
access_time2020-09-26 18:00:13
ზაფხულის დასრულების შემდეგ, ევროპა მნიშვნელოვანი პრობლემისა და საფრთხის წინაშეა. აგვისტოს ბოლოდან კოვიდ19-ის შემთხვევებმა სხვადასხვა ქვეყანაში მნიშვნელოვნად იმატა. პანდემიას სეზონური გრიპიც ერთვის თან, რაც ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების თქმით, რეალური საფრთხეა და საჭიროა...

პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს და საარჩევნო შტაბის უფროსს წარმოდგენა არა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე

 პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს და საარჩევნო შტაბის უფროსს წარმოდგენა არა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე
access_time2020-09-26 11:28:24
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ილაპარაკა კორონავირუსის პანდემიამდე საქართველოში მშპ-ს ზრდის შესახებ. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი არასწორად, მიმდინარე ფასებში დათვალა და თქვა, რომ...

სექტემბერში საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა

სექტემბერში საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა
access_time2020-09-26 16:00:42
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი სექტემბრისათვის 30.93 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 392.65 მლნ ლარით, ანუ 1.29%-ით მეტია პირველი აგვისტოსთვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.28%-ით მეტი). აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 563.69 მლნ ლარით, ანუ 4.04%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 4.05%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 171.04 მლნ ლარით, ანუ...

„ქართული ოცნების“ პროგრამა ცარიელი რვეულია, რომელსაც სარჩევიც არ აქვს“ - ლევან კობერიძე

„ქართული ოცნების“ პროგრამა ცარიელი რვეულია, რომელსაც სარჩევიც არ აქვს“ - ლევან კობერიძე
access_time2020-09-25 19:30:42
„ლელოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობერიძე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებას „კომერსანტთან“ საუბრისას პასუხობს, რომლის თქმით, „ლელო საქართველოსთვის ლიდერის მამუკა ხაზარაძის ინიციატივა, რომელიც მევახშეობის აკრძალვას მოიცავს, „მომავალში დასაწერი წიგნის სარჩევს ჰგავს, რომლის შინაარსიც დაწერილი არ არის და თანაც, განძის კუნძულია ალბათ, სადღაც აღმოჩენილი“. „იმის ნაცვლად რომ ქვეყნის...


მსგავსი სიახლეები

up