„რძის ფხვნილის სუბსიდირებით ერთეულები ითბობენ ხელს, ქართველი ფერმერები კი წარმოებას აჩერებენ“ -ცეზარ კახაძე სუბსიდირებულ პროდუქტებზე საუბრობს

„რძის ფხვნილის სუბსიდირებით ერთეულები ითბობენ ხელს, ქართველი ფერმერები კი წარმოებას აჩერებენ“ -ცეზარ კახაძე სუბსიდირებულ პროდუქტებზე საუბრობს

access_time2020-03-31 15:00:14

რძის ფხვნილი იმ 9 პროდუქტიდან ერთ-ერთია, რომელზეც ფასის შენარჩუნების მიზნით, მთავრობამ სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. პროგრამის დაფინანსებისთვის კი ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოყო. რატომ მოხვდა ჩამონათვალში რძის ფხვნილი, მაშინ როდესაც ქართველი ფერმერები მუშაობას აჩერებენ და საწარმოებს ხურავენ , რადგან ნატურალური რძისა და მისგან დამზადებული პროდუქტის რეალიზაციას ვერ ახერხებენ პასუხის გაცემა უჭირს ქართული რძისპროდუქტების კომპანია „ცეზარის“ ხელმძღვანელ ცეზარ კახაძეს.


მისი თქმით, რძის ფხვნილის სუბსიდირება არასწორად მიმართული თანხაა, რომელიც ქვეყნიდან გაედინება და ადგილობრივი პროდუქტის რეალიზაციასაც უშლის ხელს.


“ჩამონათვალში სურსათის სუბსიდირების დროს მოხვედრილია რძის ფხვნილი, რომელიც მოიაზრება ნატურალური რძის პროდუქტის კონკურენტად. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ნატურალური რძისა და მისგან დამზადებული პროდუქტის ფასს, მკვეთრად გადაუსწრო რძის ფხვნილისგან დამზადებულმა პროდუქტმა. მთავრობა კი ამას ასუბსიდირებს. არადა, შესაძლებელია, რომ ნატურალურ რძეზე გააკეთოს იგივე და ამით მეწარმესაც დაეხმარონ.რძის ფხვნილის სუბსიდირება წყალში გადაყრილი ფულია და ფერმერს აზარალებს.


ახლა სჯობს, რომ ამ პერიოდში ქართველ ფერმერს დაეხმარონ. ამ ნაბიჯით მხოლოდ ერთი და ორი ადამიანი არ მოითბობს ხელს და ქვეყნიდანაც არ გავა ის ფული, რაც რძის ფხვნილში დაიხარჯება.” -ამბობს ცეზარ კახაძე.



მთავრობის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება „ყველის მწარმოებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ანა მიქაძე-ჩიკვაიძე და ამბობს, რომ ნატურალურ რძეს, რომლის მარაგიც ქვეყანაში არსებობს, საგრძნობლად გადაუსწრო რძის ფხვნილით დამზადებულმა პროდუქტმა, რომელსაც მთავრობა ასუბსიდირებს.


„რატომ მოხვდა იმ 9 პროდუქტის ჩამონათვალში რძის ფხვნილი არ ვიცი, ძალიან გამიკვირდა, როდესაც ქართველი ფერმერი საწარმოს ხურავს იმიტომ, რომ პროდუქტის რეალიზაციას ვერ ახერხებს, ამ დროს ჩვენ ვასუბსიდირებთ პროდუქტს, რომელიც ნატურალური არ არის და ამით ხელს ვუშლით მეწარმის მუშაობას . არადა ახლა სჭირდებათ დახმარება და ხელშეწყობა ქართველ ფერმერებს, მოსახლეობასაც ურჩევნია ნატურალური პროდუქტი მიიღოს, ვიდრე მის შემცვლელში ორმაგი თანხა გადაიხადოს.”-ამბობს ანა მიქაძე.


შეგახსენებთ, რომ პროგრამის მიზანია 9 პროდუქტზე ( რძის ფხვნილი, ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი და ლობიო) სავალუტო კურსის ცვალებადობით გამოწვეული ფასის ზრდის შეჩერება სუბსიდირების გზით და, ასევე, ქვეყანაში ამ პროდუქტების საჭირო მარაგების შექმნის სტიმულირება.


 კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით რესტორნების, სასტუმროებისა და პატარა საცხობების დახურვამ ყველზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შეამცირა. შემცირებული მოთხოვნის ფონზე ყველის პატარა საწარმოები დახურვის საფრთხის წინაშე დგანან. ქვეყანაში კი რძის მარაგი, რომლის რეალიზაციასაც ფერმერი ვერ ახერხებს, შესაძლოა უვარგისი გახდეს.


ნათია ლომიძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up