რძის და რძის პროდუქტების ფასმა 13%-ით მოიმატა და კიდევ გაძვირდება

რძის და რძის პროდუქტების ფასმა 13%-ით მოიმატა და კიდევ გაძვირდება

access_time2022-01-24 15:00:50

საქართველოში რძისა და რძის პროდუქტების ბაზარზე წარმოებასთან დაკავშირებით დიდი პრობლემაა. ბოლო რამდენიმე თვეა, ფასები მატულობს და 1 ლ რძის ფასი უკვე 5 ლარია, მეტნაკლებად შენარჩუნდა ინდუსტრიული რძის ღირებულება, თუმცა ისიც იმის ხარჯზე, რომ წარმოება თითქმის მასობრივად რძის ფხვნილს იყენებს. როგორც აგროექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჭიჭაყუა ,,კომერსანტთან“ ამბობს, ფასების ზრდა ძირითადად სეზონურ ცვლილებას უკავშირდება, თუმცა ნედლეული ძვირდება გლობალურ ბაზრებზე. ორივე ფაქტორი ერთად საქართველოში რძისა და რძის პროდუქტების ბაზარზე მკვეთრად ნეგატიურ გავლენას ახდენს.



,,იანვრიდან რძის წარმოებასთან დაკავშირებით პრობლემა მუდმივად იჩენს თავს, ამ დროს რძის წარმოება დაბალია და ფასიც შესაბამისად მატულობს. გარდა ამისა, რძე ძვირდება გლობალურ ბაზრებზეც, ჩინეთი ევროპიდან რძისა და რძის პროდუქტების დიდი შემსყიდველია, განსაკუთრებით იანვრიდან სადღესასწაულო პერიოდთან დაკავშირებით. როგორც ვიცით, ჩინური ახალი წელი 15 თებერვლამდე გრძელდება და ესეც ახდენს გავლენას მოთხოვნის ზრდაზე. პრობლემას აქვს მეორე მხარეც, ჩვენ გვაქვს ძირითადად მოსახლეობისგან შესყიდული რძე და ინდუსტრიული, რომელიც მთელი წარმოების 5%-ის დონეზეც არ არის. ზამთრობით კი პირუტყვის კვება ძვირდება და მცირდება წველადობა, რაც ასევე დიდი პრობლემაა. თამამად შეიძლება თქმა, რომ საქართველოში არის რძის პროდუქტების დეფიციტი. მართალია, ინდუსტრიული რძის ფასი მეტნაკლებად შენარჩუნებულია, მაგრამ მხოლოდ იმის გამო, რომ რძის შემცველი პროდუქტები, უმეტესად, ფხვნილი  გამოიყენება“, - ამბობს მიხეილ ჭიჭაყუა.



მისი თქმით, სეზონური ცვლილების დროს, წესით, გაზაფხულიდან პროდუქტი უნდა გაიაფდეს, მაგრამ ამ ეტაპზე ის მოცემულობაა, როცა ფასების შემცირების არანაირი წინაპირობა  არ არის, პირიქით, არ არის გამორიცხული, რძე კიდევ გაძვირდეს.

 

 

,,ნატურალურ ნაწარმთან ერთად, მატულობს რძის ფხვნილის ფასიც, მსოფლიოში ამ პროდუქტებზე მოთხოვნა დიდია, თვითონ მომავალი რძის ბაზარზე მაღალი ფასებით იქნება გამორჩეული. 10-13%-ით უკვე მოიმატა ფასმა, მთავარია კატასტროფულად არ გაძვირდეს. თუმცა ტენდენცია მზარდია, მით უმეტეს, ტურისტული სეზონი თუ იმუშავებს და მოთხოვნა გაიზრდება, ფასზეც ადეკვატურ გავლენას მოახდენს“, - დასძენს მიხეილ ჭიჭაყუა ,,კომერსანტთან“.




მისი შეფასებით, საქართველოში რძის პროდუქტების ბაზრის პრობლემა დიდწილად გამოწვეულია იმით, რომ საძოვრების არასწორი მართვა ხდება. შესაბამისად, პოტენციალს ვერ ვიყენებთ, ამიტომ გამოსავალიც ანალოგიურია - სწორი მართვა და ისეთი აგროპოლიტიკის შემუშავება, რაც მცირე ფერმერების და ზოგადად, საოჯახო მეურნეობის როლს გაააქტიურებს.



მიხეილ ჭიჭაყუას ინფორმაციით, საქართველოში წლიურად 600-700 მილიონი ლიტრი რძე იწარმოება, თუმცა მოთხოვნა 1,1 მილიარდი ლიტრია.



შეგახსენებთ, რომ სოფლის რძის ფასმა 5 ლარს მიაღწია, რძის შემცველი ქარხნული ნაწარმის ფასი 3,50-4 ლარის ფარგლებშია.



რძესთან ერთად, გაძვირდა ყველა დასახელების ყველი, მათ შორის, იმერულის ფასმა 17 ლარს მიაღწია, ხოლო სულგუნი 25 ლარზე იაფად უკვე არ იყიდება.



მარი ჩიტაია






Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა

Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა
access_time2023-03-26 09:00:57
2023 წლის თებერვალში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,421 ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიდთან შედარებით 5% -...

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება
access_time2023-03-25 23:55:13
საქართველოში მარწყვის იმპორტი იზრდება - ამის შესახებ ინფორმაციას East Fruit ავრცელებს. მათივე ცნობით 2023 წლის იანვარსა და თებერვალში ქვეყანაში 420 ტონა ახალ მარწყვი შემოვიდა, რაც  გასული წლის ანალოგიურ პერიოდს...

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი
access_time2023-03-25 23:00:47
რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა...

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა
access_time2023-03-26 13:30:46
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში ექსპორტის მიმართულების ორგანიზებითა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა ლონდონში, საკვებისა და სასმელის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე International Food & Drink Expo (IFE 2023) მიიღეს მონაწილეობა. სააგენტოს დაფინანსებით, საკვები და სასმელი პროდუქციის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა გამოფენაში  მეორედ  მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ყოველწლიურად 25 000-მდე...

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე
access_time2023-03-25 22:08:54
...


მსგავსი სიახლეები

up