რძესა და რძის პროდუქტებზე ფასების კიდევ უფრო ზრდა მოსალოდნელი არ არის. ყოველ შემთხვევაში ასე ვარაუდობენ, რძისა და რძის პროდუქტების ასოციაციაში.
ბიზნესგაერთიანებაში მიიჩნევენ, რომ წარმოების გაზრდილი ხარჯები საფასო პოლიტიკაში უკვე ასახულია და გაძვირების წინაპირობა აღარ არსებობს. თუმცა, არსებობს მოლოდინი, რომ რძის მწარმოებელი კომპანიების რიცხვი გაიზრდება, რადგან ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო არარეგისტრირებულ მეწარმეეებს გასაღების ბაზარი შეეზღუდათ და იძულებულნი ხდებიან საქმიანობა კანონის ჩარჩოებში მოაქციონ.
ასოციაციაში იმასაც ვარაუდობენ, რომ ამისი დამატებითი ბიძგი ანტიკრიზისული გეგმით გაწერილი დახმარების პაკეტები იქნება.
„ბიზნესპარტნიორი“