საქსტატმა ინფლაციის მაჩვენებელი განაახლა, რომლის მიხედვით, 2020 წლის დეკემბერში რძე და ყველი 11.3%-ითაა გაძვირებული 2019 წლის დეკემბერთან შედარებთ.
რძის პროდუქტები გაძვირებულია 30-დღიან ჭრილშიც. ანუ 2020 წლის დეკემბერში რძესა და ყველზე ფასები 4.2%-ითაა მომატებული 2020 წლის ნოემბერთან შედარებით.
საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის 9 თვეში საქართველომ $9.1 მლნ-ის 2 416 ტონა ყველი და ხაჭო შეიძინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე ($9,7 მლნ -2566 ტონა) 5.8 %-ით ნაკლებია.
მიმდინარე წლის 9 თვეში 72-დან 70 ტონამდე შემცირდა საქართველოდან განხორციელებული ექსპორტი. საქართელო ამ პროდუქტს აშშ-ში ( 35 ტ), სომხეთსა (29 ტ) და აზერბაიჯანში (5 ტ ) ყიდის.
2020 წლის 9 თვეში საქართველომ $6.6 მლნ-ის 5 834 ტონა რძე (რძე და ნაღები შესქელებული შაქრის გარეშე) შეიძინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტირებულია $6.1 მლნ-ის 5 789 ტ.
Gbc.ge