RDFG და ევროკავშირის მხარდაჭერილი თეთრიწყაროს ლაგის მიერ აკუმულირებული თანხა მოწყვლადი ოჯახების საჭიროებებს მოხმარდება

RDFG და ევროკავშირის მხარდაჭერილი თეთრიწყაროს ლაგის მიერ აკუმულირებული თანხა მოწყვლადი ოჯახების საჭიროებებს მოხმარდება

access_time2020-04-22 09:29:12

RDFG და ევროკავშირის მხარდაჭერილი თეთრიწყაროს ლაგი აგროვებენ თანხას საკვების გარეშე დარჩენილი ბავშვებისა და სკოლის მოსწავლეებისათვის, რომელთაც არ აქვთ საშუალება გაკვეთილებს ელექტრონულად დაესწრონ.


შემოწირული თანხა სრულად (100%-ით) მოხმარდება მოწყვლადი ოჯახების საჭიროებებს.

 

ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შედეგად გამოწვეული კრიზისის დასაძლევად, 2020 წლის 16 აპრილს, ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG), ევროკავშირის მხარდაჭერილი თეთიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან (LAG) და ადგილობრივ მთავრობასთან ერთად, დაიწყო თანხის შეგროვება თეთიწყაროში მაცხოვრებელი ყველაზე მოწყვლადი ოჯახებისათვის. შემოწირული თანხით ისინი დაეხმარებიან იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სიტუაციაში ელემენტარული შემოსავლისა და საკვების გარეშე აღმოჩნდნენ; ასევე, იმ ბავშვებს, რომლებსაც შესაბამისი ტექნიკის უქონლობის გამო, არ აქვთ წვდომა ელექტრონულ სასწავლო მასალაზე და შედეგად ჩამორჩებიან სკოლის კურიკულუმით გაწერილ სასწავლო აქტივობებს:


„საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შედეგად, უამრავმა ადამიანმა დროებით ან სამუდამოდ დაკარგა არსებული სამუშაო ადგილი, შესაბამისად, დარჩა შემოსავლის წყაროს გარეშე. მათი უმეტესობა ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო. მათ შორის არიან მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც აღარ აქვთ თავის გატანისა და შვილების გამოკვების საშუალება. ისინი გაურკვეველი ვადით უცდიან ხვალინდელ დღეს, რათა შეძლონ ელემენტარული სახსრების მოძიება და ოჯახში ცოტაოდენი საკვებისა და სხვა პირველადი საჭიროების პროდუქტის მიტანა მაინც.


ამასთან, გარე სამყაროსგან მოწყვეტილი აღმოჩნდა უამრავი სკოლის მოსწავლე, რომლებსაც არ აქვთ კომპიუტერები ან სმარტ-ფონები იმისთვის, რომ შეძლონ დისტანციურად დაესწრონ სკოლის გაკვეთილებს. შესაბამისად, ისინი გაურკვეველი ვადით ჩამორჩებიან თანაკლასელებს და სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ, დიდი დრო დასჭირდებათ დაეწიონ თანატოლებს.



თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, რომელიც კარანტინში მოქცეული მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებთან ძალიან ახლოსაა, ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი თემი აღმოჩნდა ამ სიტუაციაში. RDFG-იმ, თეთრიწყაროს ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან (LAG) და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, განსაზღვრა ის სამიზნე ჯგუფები, რომელთაც ზემოხსენებული საჭიროებების დაკმაყოფილება ყველაზე მეტად სჭირდებათ და აგროვებს თანხას მათ დასახმარებლად:


  • 35 სოციალურად დაუცველი ოჯახი, რომელთაც ყავთ 3 ან მეტი შვილი მიიღებენ სასურსათო დახმარებას.
  • დავეხმარებით მინიმუმ 22 სკოლის მოსწავლეს ელექტრონული სწავლებისთვის საჭირო კომპიუტერითა და ყოველთვიური ინტერნეტ პაკეტით.

ამ ადამიანებს დაუყოვნებლივ სჭირდებათ თითოეული ჩვენგანის დახმარება! მხოლოდ ერთობლივი  ძალებითა და სწრაფი ნაბიჯებით შევძლებთ პანდემიით გამოწვეული კრიზისის გადალახვას მტკივნეული დანაკარგების გარეშე და უკეთესი მომავლის შექმნას ჩვენი ქვეყნის მოქალაქებისთვის.


ასევე, თუ ფლობთ რაიმე სახის ნივთებს, განსაკუთრებით კომპიუტერებს, სმარტფონებსა და ტაბლეტებს სკოლის მოსწავლეებისათვის, და გსურთ მათი გადაცემა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოწყვლადი ოჯახებისათვის, ჩვენ შეგვიძლია შუამავლის როლი ვითამაშოთ და დაგეხმაროთ ამ პროცესში“.

 

 

თუ გსურთ მიიღოთ ინფორმაცია, როგორ ეხმარება RDFG და თეთრიწყაროს ლაგი შემოწირული თანხით თითოეულ ბენეფიციარს, გთხოვთ, მოგვწეროთ მელზე: info@rdfg.ge

მუდმივად განახლებული ინფორმაცია იმ ოჯახების შესახებ, რომელთაც თქვენ მიერ გაღებული თანხით ვეხმარებით, შეგიძლიათ იხილოთ აქ: www.rdfg.ge www.tetritskarolag.ge

 


(R)

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up