რჩევა დამწყებ ბიზნესმენებს - ისწავლონ შეცდომების ანალიზი

რჩევა დამწყებ ბიზნესმენებს - ისწავლონ შეცდომების ანალიზი

access_time2016-04-02 16:01:40

ინტერვიუ  „თეგეტა მოტორსის“  ერთერთ დამფუძნებელ გიორგი მშვილდაძესთან  


სპეციალობით ინჟინერ-მშენებელი ვარ.დავამთავრე საქართველოს  პოლიტექნიკური უნივერსიტეტის საავტომობილო-საგზაო ფაკულტეტი. 


პირველი სამსახური იყო თბილქალაქპროექტში, გზებს ვაპროექტებდი. ჩემს დროს განაწილება იყო. კარგად ვსწავლობდი და უნივერსიტეტი როგორც კი წითელ დიპლომზე დავამთავრე, პირველი მე გამანაწილეს. 


პირველი ხელფასი 120 მანეთი იყო. მაშინდელი დროისთვის კარგი ანაზღაურება იყო, თან ახალგაზრდისთვის. 


საავტომობილო ბიზნესი სპეციალობიდან გამომდინარე დავიწყე. 1996 წლიდან შევუერთდი „თეგეტა მოტორსის“  გუნდს და იმ დროიდან მოყოლებული აქ ვმუშაობ. 


ძალიან მომწონს „პორშეს“  მანქანა. ხშირადაც ვსარგებლობ. პირადად მე ავტომობილი არ მყავს, სამსახურის ავტომანქანით ვსარგებლობ. 


ჯიპი თუ სედანი? ასე ვერ გამოვყოფ. ორივეთი ვსარგებლობ, გააჩნია სიტუაციას. ბიზნეს შეხვედრებზე რა თქმა უნდა სედანით მივდივართ, სხვა შემთხვევებში ჯიპით. 



სამსახურში მივდივარ ყოველდღე, დილის ათის ნახევარზე. ჩემთან სამსახური  ამ დროს იწყება. 


სამსახურში მისვლისას ყველაზე პირველს  დღის საკითხებს ვიხილავ, კვირის განმავლობაში  მონიშნული მაქვს რომელ დღეს რა უნდა გავაკეთო. ამ გეგმას მივყვები ხოლმე. 


ისეთ სფეროში, რომელშიც ვერ ვერკვევი ან არ ვიცი, ვერ ვიმუშავებ. მე საერთოდ ტექნიკური განახლება მაქვს, ეს მიზიდავს. შესაბამისად, არ ვარ ჰუმანიტარი და არც მესმის ეს სფერო. არ ვისურვებდი იმ სფეროში მუშაობას, სადაც ნაკლები განათლება მექნება.  ახალგაზრდებსაც  ამას  ვურჩევ -  რისკენაც მიდრეკილნი არიან და რაშიც უნარებს გამოიჩენენ, ის აირჩიონ სპეციალობად. 


დამწყებ ბიზნესმენებს შეცდომების ანალიზს ვურჩევდი.  ყველა ადამიანი ვუშვებთ შეცდომას, თუმცა მნიშვნელოვანია  ამის ანალიზი, რადგან შემდეგ მისი გამოსწორება შეძლო. ასე  განვითარდება ბიზნესი. ჩემი რჩევაა დამწყებ ბიზნესმენებს - ისწავლონ შეცდომების ანალიზი. 


ადამიანი მიზანდასახული უნდა იყოს, თუმცა, კარიერისთვის ყველაფერზე არ უნდა წავიდეს. 


ყველაზე მთავარი  ცხოვრებაში არის ის, რომ ადამიანმა თავი ბედნიერად იგრძნოს, მეორე დღის გათენების უხაროდეს. თუ ადამიანი იტყვის, რატომ გაჩნდა ქვეყანაზე, ეს ყველაზე დიდი უბედურებაა.


საქმიდან გამომდინარე მოგზაურობა მიწევს. ხშირად დავდივარ ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქმიან შეხვედრებზე. თუმცა, საქართველოს გარდა მუდმივად ვერსად ვერ ვიცხოვრებდი. 1-2 წელი სამშობლოს გარეშე ყველგან იქნები ადამიანი, თუმცა, მუდმივად ვერა. აქ იმდენი ახლობელი მყავს, რომ ვერ შეველევი.

 

ქართული სამზარეულოდან  ყველაფერი მიყვარს, გარდა ხაშისა. ამ საჭმელს  ვერ ვჭამ. 


სპორტის საყვარელი სახეობაა  ფეხბურთი. ეს  სპორტი ბავშობიდან მიყვარს.


საყვარელი გუნდი - ვინც ლამაზ ფეხბურთს აჩვენებს, ყველას  ვგულშემატკივრობ. გამორჩეული გუნდი არ მყავს.

 

CBW.ge




მესიმ ბარსელონა დატოვა!

მესიმ ბარსელონა დატოვა!
access_time2021-08-05 23:32:50
ოფიციალურად! ეპოქა დასრულდა დიდი! მესი ბარსელონაში აღარ ითამაშებს!..მიუხედავად იმისა, რომ 1 ივლისს ლიონელ მესი თავისუფალი აგენტი გახდა და იმ წუთიდან "ბარსელონას" აღარ ეკუთვნოდა, არსებობდა იმედი, რომ კატალონიური გრანდი და მისი სიმბოლო მაინც მივიდოდნენ შეთანხმებადმდე.. მივიდნენ, მაგრამ... თავიდა "მარკამ" გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" მესისთან კონტრაქტის გაფორმებას ვერ ახერხებდა. დეტალები არ აფიშირდება. არადა, თითქოს ყველაფერი მზად იყო იმისთვის, რომ...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-05 23:55:43
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა თბილისში გარე რეკლამის განთავსებაზე ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 15 წლით 34 825 631 ლარად მოიპოვა. ორ ლოტად გამოცხადებული აუქციონის საწყისი ღირებულება 32 მილიონ ლარს...

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა
access_time2021-08-05 18:00:35
5 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.95 თეთრით 3.0927-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს 3.0850-იანი კურსი დაფიქსირდა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა, მათ შორის ევროსთან 1.56 თეთრით 3.6624-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 1.48 თეთრით 4.3066-მდე, თურქულ ლირასთან 0.52 თეთრით 0.3620-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.62 თეთრით 1.8188-მდე, 100 რუსულ რუბლთან 2.68 თეთრით 4.2282-მდე, 1000 სომხურ...

თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა

თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა
access_time2021-08-05 16:00:39
თბილისში გარე რეკლამის განთავსებაზე ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 15 წლით 34 825 631 ლარად მოიპოვა. ორ ლოტად გამოცხადებული აუქციონის საწყისი ღირებულება 32 მილიონ ლარს შეადგენდა.   მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოპოვებას „ალმასთან“ ერთად კიდევ ერთი სარეკლამო კომპანია ცდილობდა. ბიზნეს სუბიექტებს შორის კონკურენცია 4 ბიჯით ალმას სასრგებლოდ დასრულდა. სადაც ერთი ბიჯის ღირებულება 553 910 ლარი იყო. ნებართვის თავდაპირველი საპრივატიზებო საფასური 11 078...

Le Figaro: ბიტკოინი პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფაა

Le Figaro: ბიტკოინი პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფაა
access_time2021-08-05 20:00:15
ბიტკოინი, რომლის კურსიც 30-დან $60 ათასამდე მერყეობს, სწრაფი მოგების საშუალებას იძლევა, მაგრამ მისი გამომუშავების შედეგად დარჩენილი ნახშირბადის კვალი ყოველწლიურად იზრდება. ვირტუალური ვალუტისადმი ინტერესს ისეთი ცნობილი ადამიანები გამოხატავენ, როგორც ამერიკული ფეხბურთის ვარსკლავი ტომ ბრედი და ბრაზილიელი სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჰენი, თუმცა, ძნელი სათქმელია, რამდენად შეძლებენ ისინი ბიტკოინის კატასტროფული რეპუტაციის გადარჩენას. იმის გათვალისწინებით,...


მსგავსი სიახლეები

up