რბოლა ნიღბებისთვის და წერილი იმაზე, რას აკეთებენ რუსები იტალიაში

რბოლა ნიღბებისთვის და წერილი იმაზე, რას აკეთებენ რუსები იტალიაში

access_time2020-04-05 20:00:13

პანდემიის პირობებში ყოველი სწორი ინფორმაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეიძლება, იყოს. ამიტომ გადავწყვიტეთ, Coda-ს ქართულენოვანი წერილი დროებით აღვადგინოთ. რეგულარულად მოგაწოდებთ ინფორმაციას ყველაზე სანდო, ოფიციალური წყაროებიდან ვირუსზე, რომელიც მსოფლიოს ყოველდღიურად ცვლის. 

ავტორი: სოფიკო ვასაძე

ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები ვირუსზე, რომელიც მსოფლიოს ცვლის

ბოლო მონაცემები. და რაც მნიშვნელოვანია:

  • COVID19-ით დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობა 1 მილიონს გასცდა. საქართველოში 156 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. მარნეულის შემდეგ, მდგომარეობა რთულდება რუსთავში სადაც, მას შემდეგ რაც საკრებულოს დეპუტატს ვირუსი დაუდასტურდა, კარანტინში 50-მდე ადამიანია, მათ შორის 20 დეპუტატი. 
  • კატასტროფული შეიძლება აღმოჩნდეს მდგომარეობა ინდოეთში, სადაც ვირუსი მუმბაის ღარიბ უბნებში გავრცელდა. ერთმილიონიან უბანში, რომელიც ნიუ-იორკზე 30-ჯერ უფრო მჭიდროდაა დასახლებული, სიკვდილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
  • სიღარიბის პირობებში, კიდევ ერთი შემაშფოთებელი მაგალითი ეკვადორია, სადაც ადამიანებს გარდაცვლილი ოჯახის წევრების გვამების დალაგება პირდაპირ ქუჩებში უწევთ. 
  • იტალიაში, სადაც თითქმის 15 ათასი ადამიანი დაიღუპა, არის პირველი ნიშნები ვირუსის გავრცელების შეჩერების, მაგრამ ქვეყანა უზარმაზარი ეკონომიკური გამოწვევის წინაშე დგას. უარესდება სიტუაცია ქვეყნის სამხრეთში, სადაც ვირუსთან ერთად ორგანიზებული დანაშაულის შემთხვევები მატულობს. იტალიის მთავრობა რეგიონებს 4.5 მილიარდი დოლარის დახმარებას ჰპირდება, რეგიონალური მთავრობის თქმით, ეს თანხა საკმარისი არ არის.
  • საქართველოში მთავრობა აპირებს 2 მილიარდი გამოყოს ეკონომიკის დასახმარებლად, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, სად და როგორ გადანაწილდება ეს თანხა. სახლში მარტო დარჩენილთათვის, მთავრობა სურსათს არიგებს, მაგრამ ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთჯერადი ხასიათი აქვს. კვლავ ველოდებით ანტიკრიზისულ გეგმას. უფრო ვრცლად იმაზე თუ რას აკეთებს (და არ აკეთებს) ქვეყანა ხალხის დასახმარებლად წაიკითხეთ, ნასტასია არაბულის სტატიაში.
  • გერმანიის ყველაზე დიდი საფეხბურთო სტადიონი ვესტფალენი, COVID19-ით დაინფიცირებულთა სამკურნალო ცენტრად გადაკეთდება. ხოლო, ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდები შეთანხმდნენ, რომ 20 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადარიცხავენ, ვირუსით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად. 
  • ამერიკის შეერთებულ შტატებში, კორონავირუსი დაამარცხა 104 წლის, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა.

რბოლა ნიღბებისთვის

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ქვეყანაში სამედიცინო პერსონალის ეკიპირება ჯერჯერობით საკმარისია და 1-2 კვირა გვეყოფა, მაგრამ მსოფლიოში ნიღებებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს. 

საფრანგეთის ერთერთი ადმინისტრაციული რეგიონის პრეზიდენტმა (საფრანეთში სულ 18-ია) რენუ მუსელიერმა, Russia Today-ის ეთერში, ამერიკის შეერთებული შტატები დაადანაშაულა, ნიღბებით დატვირთული თვითმფრინავების “გატაცებაში.”

მისი თქმით, ამერიკელებმა სამჯერ უფრო მეტი თანხა შესთავაზეს ჩინელებს ნიღბებში, რომელიც საფრანგეთისთვის იყო განკუთვნილი. 

ერთი დღის შემდეგ, მუსელიერმა ტვიტერზე დაწერა, რომ ეს საპირველაპრილო ხუმრობა იყო. 

მაგრამ Libération-ი მტკიცებით, “გატაცება” მართლაც მოხდა. 

“ამერიკელები მართლაც სამჯერ და ოთხჯერ მეტ თანხას იხდიან იმ შეკვეთაზე, რომელიც ფრანგებმა გავაკეთეთ. ასე რომ, ჩვენ ნამდვილად გვიწევს ბრძოლა”,-  უთხრა Liberacion-ს ერთ-ერთმა რეგიონალურმა პოლიტიკოსმა.

ნიღბებისთვის ომში სხვა ქვეყნებიც არიან ჩართულნი

მარტის დასაწყისში, შვედეთი აღშფოთებული იყო საფრანგეთით, რომელმაც თავის ტერიტორიაზე შვედური კომპანიის მიერ იტალიაში მიმავალი ნიღბების ნახევრის კონფისკაცია მოახდინა. 

იტალიამ კი ჩეხეთი დაადანაშაულა, როცა მათ ჩინელებს უფრო მეტი ფული შესთავაზეს 700.000 ნიღაბზე. 

კანადის აღმოსავლეთ პროვიცნია კვებეკში, სამედიცინო პერსონალისთვის განკუთვნილი 10 ათასი ნიღაბი ოჰაიოს შტატში გააგზავნეს ახსნა-განმარტების გარეშე. 


რუსეთი პოზიციებს იმყარებს

ბოლო კვირაა Coda Story იტალიურ გაზეთ La Stampa-თან ერთად იძიებდა, თუ რითი არიან დაკავებულნი რუსი სამხედროები იტალიაში. სრული სტატია (ინგლისურ ენაზე) იხილეთ აქ. 

გთავაზობთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილებს ქართულად:

რამდენიმე დღის წინ რუსეთმა, სამხედრო დახმარება და სამედიცნიო აღჭურვილობა გააგზავნა იტალიაში. 

სამხედროები მიეკუთვნებიან რუსეთის ჯარის ერთ-ერთ ყველაზე გასაიდუმლოებულ, ატომურ და ბიო-ქიმიურ დანაყოფს.

ამჟამად ბერგამოში, იტალიის ეპიდემიის ეპიცენტრში, 122 რუსი ოფიცერია განლაგებული. დიპლომატები და სამხედრო წყაროები, ვისაც ჩვენ ვესაუბრეთ, ვარაუდობენ, რომ მათ შორის რუსული სამხედრო დაზვერვის თანამშრობლებიც არიან.

“მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ შორის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს  თანამშრომლები არიან,” - გვითხრა ნატოს ქიმიური და ბიო-ქიმიური იარაღის სწრაფი რეაგირების ბატალიონის ყოფილმა მთავარსარდალმა, ჰეიმიშ დე ბრეტონ-გროდონმა. 

რუსულ “ასეულს” ბერგამოში, უკვე ნაცნობი სახელი და გვარი სერგეი კიკოტი ხელმძღვანელობს. 

სამხედრო წრეებში ის ცნობილია, როგორც რუსეთის მთავრობის პოზიციის მტკიცე მხარდამჭერი. ის, რომ 2018 წელს ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღი არ იყო გამოყენებული სირიის პროვინციაში და რომ თეთრჩაფხუტიანებმა დადგმული ვიდეო გაავრცელა, ამ ნარატივის გავრცელებაში, კიკოტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. 

“ძალიან საშიში ფაქტია, ის რომ ადამიანი, რომელიც იტყუებოდა სირიაზე ახლა იტალიაშია” - თქვა ბრეტონ-გორდონმა. 

რას აკეთებენ რუსები ბერგამოში?

დე ბრეტონ-გორდონი და სხვა ქიმიური იარაღის ექსპერტები ამბობენ, რუსეთს ახლა შეუძლია, იტალია გამოიყენოს, როგორც ახალი სამხედრო ტექნიკის დასატესტად, ისე გააძლიეროს სადაზვერვო სამსახური, შეაგროვოს ინფორმაცია, როგორც ვირუსზე ისე ნატოს წევრ ქვეყნებზე. 

რუსების თქმით, ისინი ჰოსპიტალების დეკონტამინაციას აწარმოებენ, და ეს სამუშაო მართლაც მიმდენარეობს. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ იტალიაში ყოფნის ნარატივს რუსები თავიდან ბოლომდე აკონტროლებენ. აი, ამ კონტროლის სამი მაგალითი:

  • სამშაბათს რუსმა სამხედროებმა გამართეს პრესსკონფერენცია, მაგრამ ჟურნალისტებს კითხვის დასმის უფლება არ მიეცათ. “ძალიან უცნაური და დაძაბული ვითარება იყო, და ვერავის ვერაფერი ვერ ვკითხეთ,” - გვითხრა ერთ-ერთმა რეპორტიორმა, ვინც პრესსკონფერენციას ესწრებოდა. 
  • რუსეთი აკონტროლებს ოპერაციის ვიზუალურ მხარესაც: რუსების მუშაობის ვიდეო რუსული სამთავრობო ტელევიზიის გადაღებულია    
  • ჩვენ ველაპარაკეთ ბერგამოს მერს და რამდენიმე ადგილობრივ პოლიტიკოსს. მათ გვითხრეს, რომ რუსების მუშაობაზე ინფორმაცია არ გააჩნიათ იმის გარდა, რასაც რუსები თვითონ აწვდიან. 

ექიმებმა და მაცხოვრებლებმა გვითხრეს, რომ მადლიერნი არიან ნებისმიერი დახმარებისთვის. ეს იტალიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მაგრამ ერთერთმა მაღალჩინოსანმა ჩვენს პარტნიორ La Stampa-ს ჟურნალისტს უთხრა, რომ რუსების დახმარების 80% გამოუსადეგარია. 

ამაში ძირითადად დახმარების ხასიათი იგულისხმება. იტალიას ნატოში ერთ-ერთი საუკეთესო ატომური და ბიო-ქიმიური იარაღის დანაყოფი აქვს.

რისთვის დასჭირდათ იტალიაში რუსეთი? 

ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არავის აქვს.

ისტორიულად, იტალია რუსეთის მიმართ ყოველთვის გამოირჩეოდა შემწყნარებლური პოლიტიკით. მაგრამ რუსეთმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, განსაკუთრებით დიდი რესურსი ჩადო იტალიაში. 

“იტალიაში ახლა არსებობს თეორია, რომ ევროკავშირმა ვერ მოახერხა ეფექტურად და სწორად რეაგირება კრიზისზე. ხოლო ამერიკაში კრიზისს არ ჰყავს ხელმძღვანელი”  - გვითხრა სერჯიო გერმანმა, ჯინო გერმანის საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა, რომელიც იკვლევს რუსეთს როლს იტალიაში.

მისივე აზრით, ბერგამოში რუსი სამხედროების ყოფნა ზუსტად ამ მრავალი წლის ინვესტიციის ხარჯზე ხდება. 

იტალიის კრიზისი იმდენად ღრმა არის და ქვეყანა იმდენად ტრავმირებულია, რომ რუსეთმა მოახერხა, დაეწყო ოპერაცია, რომელიც გერმანის თქმით, “არის სანახევროდ პროპაგანდა, სანახევროდ სადაზვერვო ოპერაცია.” 

 

ტაბულა

თეგები:
ნიღბები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up