RBC. საქართველოს რუსეთის 40 მილიონი დოლარი ვალი აქვს

RBC. საქართველოს რუსეთის 40 მილიონი დოლარი ვალი აქვს

access_time2019-08-19 20:00:34

სახელმწიფო კრედიტების პროგრამა, რომელსაც მოსკოვი  სხვა ქვეყნებს სთავაზობს გასაიდუმლოებულია, თუმცა რუსულმა სააგენტო  rbc.ru-მ აღმოაჩინა სულ ცოტა  17 სახელმწიფო, რომელთა ვალდებულება რუსეთის მიმართ ჯამში 27 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.


რუსეთის ხელისუფლება ტრადიციულად საიდუმლოდ ინახავს სხვა სახელმწიფოებისთვის მიცემულ ფინანსურ და საექსპორტოო კრედიტებს. ინფორმაცია  საჯარო მაშინ ხდება, როდესაც რუსეთი ხელს მთავრობათ შორის ხელშეკრულებას აწერს, რომელიც შემდგომ  რატიფიცირდება სახელმწიფო დუმის მიერ, ასევე თუ ასეთ სესხებზე ოფიციალური პირები საუბრობენ ან ინფორმაცია მსესხებელი სახელმწიფოს მხრიდან საჯაროვდება.


სახელმწიფო კრედიტების სისტემის გაუმჭვირვალობა აიხსნება იმით, რომ პირველ რიგში, ასეთი კრედიტების უმეტესობა არა სუფთა კომერციული ხასიათის, არამედ პოლიტიკური ხასიათისაა. მეორე რიგში,  ბევრი სესხის გაცემა ხდება სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ჩარჩოებში, რომელიც უმეტეს შემთხვევაში,  გასაიდუმლოებულია. მოსკოვმა თანხები ასესხა  სომხეთს, ვენესუელას, ინდოეთს, ინდონეზიას  სწორედ რუსული იარაღის  შესაძენად..


რუსულმა სააგენტო rbc.ru-მ გადაწყვიტა ყველა არსებული ინფორმაციის მოგროვება სხვა ქვეყნების ვალდებულების შესახებ რუსეთის მიმართ. ჯამში  რუსული სახელმწიფო კრედიტების რაოდენობა 2019 წლის 1 მაისის მონაცემებით 39,4 მილიარდი აშშ დოლარია, აქედან 15,8 მილიარდი დოლარის ვალდებულება დსთ-ს  ქვეყნებ ეკუთვნით.  


ბელორუსია : ვალდებულება რეფინანსირების გარეშე


რუსეთის ყველაზე მსხვილი კრედიტორი ბელორუსიაა ,  თანხა  7, 55 მილიარდი აშშ დოლარია.  


2018 წლის დასასრულიდან  მინსკის ვალის ოდენობა თითქმის არ შეცვლილა,  როცა ეს ციფრი 7,52 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.



2012 წლიდან ბელორუსიის ვალი რუსეთის მიმართ ორჯერ გაიზარდა. თუმცა 2019 წლის ზაფხულში მოსკოვმა პირველად უთხრა უარი ბელორუსიას რეფინანსირებაზე.   ამის შემდეგ, ბელორუსიამ კრედიტი ჩინეთს სთხოვა. რუსეთის მხრიდან ბელორუსიაზე ეკონომიკური წნეხის რამდენიმე მაჩვნებელი აშკარად სახეზეა - გაყინული კრედიტის გარდა, ესაა გაზის ფასის საკითხი 2020 წელს, ასევე ბელორუსიის ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობის ღირებულებაზე დავა, რომელიც „როსატომმა“ უნდა ააშენოს.


 უკრაინასთან ურთიერთობები გაწყვეტილია, კრედიტი კი რჩება


რუსეთის ყველაზე მსხვილ მსესხებლებში მეორე ადგილს უკრაინა იკავებს - დაახლოებით 3,7 მლრდ აშშ დოლარი.


მოსკოვის მოსაზრებით, კიევი ჯერ კიდევ ვალდებულია ეს თანხა გადაიხადოს ევროობლიგაციებით, რომელიც რუსეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდმა 2013 წელს შეიძინა.




უკრაინაში აცხადებენ, რომ მოსკოვის მიმართ მისი დავალიანება მხოლოდ 610 მილიონი დოლარია, რაც ქვეყანამ 1990-იან წლებში რუსული გაზის გადაუხდელ საფასურს წარმოადგენს. 1997 წელს მოსკოვი და კიევი შეთანხმდნენ, რომ ეს ვალი დაიფარება ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის განლაგებისთვის გადახდილი იჯარის თანხით.


რუსული მედიის ცნობით, ბელარუსის, უკრაინის, სომხეთის, საქართველოსა და მოლდოვას მოსკოვის მიმართ საერთო დავალიანება 15,8 მილიარდი დოლარს შეადგენს.


სააგენტოს ცნობით, სომხეთს რუსეთის 300 მილიონი მართებს, ხოლო მოლდოვასაც და საქართველოსაც მოსკოვის 40 მილიონი დოლარის ოდენობით ვალი აქვთ.




უკრაინა ვალდებულებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ ეს კომერციული ქაღალდები იყო და არა სახელმწიფოთაშორისი კრედიტი, მეორეს მხრივ  უკრაინა ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ რუსეთმა აიძულა კიევს  ამ ობლიგაციების გამოშვება. რუსეთი თავის ვალად თვლის მხოლოდ 0,61 მილიარდ დოლარს, ესაა თანხა,  რომელიც უკრაინამ  90-იან წლებში რუსული გაზის მიწოდებისთვის აიღო.


პრობლემები ვენესუელასთან


პოსტსაბჭოთა სივრცის მიღმა ქვეყნებს შორის ვენესუელა რუსეთის ყველაზე მსხვილი კრედიტორია. ვენესუელის მთლიანი ვალდებულება 3,15 მილიარდი აშშ დოლარია და 2027 წლისთვის უნდა დაიფაროს. ვენესუელაზე  აშშ-ს სანქციების შემდეგ, სავარაუდოდ გართულდება კარაკასიდან დოლარის მიღება.


კუბა არ თმობს


რუსეთისგან 3 მილიარდი აშშ დოლარის ვალდებულება აიღო  კუბამ. დამატებით, 2015 წლიდან კუბასთვის რუსეთმა შექმნა ორი საკრედიტო ხაზი 1,44 მილიადრი აშშ დოლარის ოდენობის, ადგილობრივი პროექტების დასაფინანსებლად, თუმცა რამდენი აითვისა კუბამ, ჯერ კიდევ უცნობია.



ატომური კრედიტები


ცალკე უნდა გამოიყოს ატომური ელექტროსადგურების აშენებისთვის რუსეთის მიერ გამოყოფილი კრედიტები სხვა ქვეყნებისთვის. ამ კუთხით ყველაზე მსხვილი მსესხებელი ბანგლადეში და უნგრეთია, მშენებლობებს კი „როსატომი“ ახორციელებს.


ასეთი ატომური ელექტროსადგური ბანგლადეშში  2017 წლიდან შენდება და მისი საკრედიტო ხაზი 11, 38  მილიარდ დოლარს შეადგენს.


უნგრეთის ელექტროსადგურის მშენებლობა 2014 წელს დადასტურდა და სესხის ოდენობა 11 ,1 მილიარდს შეადგენს.


ინდოეთის ვალების ნაწილი შესაძლოა დამალულია


დაახლოებით 1,1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ვალდებულება აქვს ინდოეთს რუსეთის მიმართ. ეს ვალდებულება ინდურ რუპიებშია წარომდგენილი და ყოფილი სსრკ-ს დროინდელ  კრედიტებს განეკუთვნება, ინდოეთი კი მას რუსეთში საქონლის ექსპორტით იხდის. კრედიტი აღებული იყო საბჭოთა იარაღის შესაძენად.


აქვს თუ არა ჩინეთს რუსეთის ვალი


მსესხებლები, რომელთაც რუსეთის ვალი ჯამში დაახლოებით 13 მილიარდის ოდენობით აქვთ,  ვერ იდენტიფიცირდება. ასეთ მოვალეებს შორის შეიძლება იყვნენ ჩინეთი და მაროკო, რომლებიც ასევე არ ამჟღავნებენ თავიანთი კრედიტორების ვინაობას.


rbc.ru


მარიამ მორგოშია




გაქირავება -11%, გაყიდვა -9% - როდემდე გაგრძელდება შემცირების ტრენდი უძრავი ქონების ბაზარზე

გაქირავება -11%, გაყიდვა -9% - როდემდე გაგრძელდება შემცირების ტრენდი უძრავი ქონების ბაზარზე
access_time2020-08-12 10:00:12
ბოლო პერიოდში ქვეყანაში უძრავ ქონებაზე ფასის კლება ფიქსირდება. ტურისტების გარეშე დარჩენილი უძრავი ქონების გამქირავებლები განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. Galt&Taggart-ის ბოლო კვლევის თანახმად, დეველოპერებმა და კერძო ინვესტორებმა დაიწყეს ფასების შემცირება, რათა მოერგონ ახალ რეალობას, განსაკუთრებით კი ბინის გამქირავებლებმა. უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ფასების ახალ ტენდენციასთან დაკავშირებით დეტალების...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-11 21:00:41
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Georgian Capital-ის წარუმატებელი პროექტი - „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ არა ლიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა. კომპანიის ინფორმაციით,...

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს
access_time2020-08-11 17:20:07
თბილისის მერი კახი კალაძე საჯარო გამოსვლებში პირობების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო „გაშავებით“ არაერთხელ დამუქრებია ტენდერებში გამარჯვებულ სხვადასხვა კომპანიას. „ბიზნესპრესნიუსი“ დაიტერესდა, სატენდერო ხელშეკრულებების დარღვევის გამო რამდენ შემთხვევაში მოითხოვა მერიამ კომპანიის „შავ სიაში“ მოხვედრა. მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ თბილისის მერიამ მიმწოდებლის „შავ სიაში" რეგისტრაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს...

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა
access_time2020-08-11 16:10:36
ვლადიმერ პუტინის განცხადებით რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ადამიანებზე ორ თვიანი ტესტირების შემდეგ, მსოფლიოში პირველი კორონავირუსის ვაქცინა დაამტკიცა. რუსეთის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვლადიმერ პუტინის შვილმაც გაიკეთა. „ჩემმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა ვაქცინა გაიკეთა, ამ მხრივ, მან პრეპარატის შემოწმების პროცესშიც მიიღო მონაწილეობა“ - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. პირველი ვაქცინის შემდეგ პუტინის ქალიშვილს 38 გრადუსი სიცხე დაუფიქსირდა,...

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს
access_time2020-08-11 11:00:27
ვითიბი ბანკი, ახალი ავტომობილის შეძენის მსურველებს, განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია ბანკის პარტნიორი ავტო სალონებიდან გამოიყვანოს ავტომობილი, ისარგებლოს სამი წელი, ხოლო შემდეგ დააბრუნოს ყიდვის დროს შეთანხმებულ ფასად. რაც მთავარია 3 წლის შემდეგ (სესხის ვადის ბოლოს) მყიდველს სამი შემოთვაზებული ვარიანტიდან შეუძლია აირჩიოს ერთ-ერთი: დარჩენილი ღირებულების ფასად, ჩააბაროს ავტომობილი ავტო სალონს, რის შედეგადაც იფარება ვალდებულება ბანკის...


მსგავსი სიახლეები

up