რაზე მიანიშნებს ვადაგადაცილებული სესხების ზრდა და რა არის გამოსავალი

რაზე მიანიშნებს ვადაგადაცილებული სესხების ზრდა და რა არის გამოსავალი

access_time2021-02-13 18:30:57

3 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გადაცემა „ანალიტიკაში“ განაცხადა, რომ გასულ წელს უმოქმედო სესხების წილი სესხების მთლიან პორტფელში 4.5%-დან 8.4%-მდე გაიზარდა. გვენეტაძის თქმით, უმოქმედო სესხების წილის ზრდა წელსაც გაგრძელდება და, სავარაუდოდ, 10%-ს მიაღწევს.

უმოქმედო სესხებად, ეროვნული ბანკის განმარტებით, ბანკის მიერ გაცემული არასტანდარტული, საეჭვო და უიმედო კატეგორიების სესხების ერთობლიობა ითვლება.

„ჩვენი მოლოდინი არის, რომ იქნება გარკვეულწილად ზრდა და ეს მაჩვენებელი წლის პირველ ნახევარში 10%-ს მიაღწევს. ეს არის საპროგნოზო მაჩვენებელი და თუ ეს ასე მოხდა, საბაზო სცენარში ის უკვე დევს, ასევე შესაძლო დანაკარგების რეზერვი უკვე შექმნილია სისტემაში და თუ გაიზრდა, ამან არ უნდა გამოიწვიოს ნეგატიური გავლენა ამ მხრივ, რადგან ჩვენ წინმსწრებად მოვთხოვეთ ბანკებს შესაძლო დანაკარგების შეფასება და რეზერვის მომზადება.

ბანკებს ამის შესაძლებლობა მათი კაპიტალის ხარისხმა და მაღალმა ლიკვიდურობამ მისცა, რომ ეს დანაკარგები თავიდანვე ეღიარებინათ“, – განაცხადა გვენეტაძემ.

ასევე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, მცირედით გაიზარდა ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობაც. სესხი ვადაგადაცილებულად მიიჩნევა, თუ მოქალაქე ან ბიზნესი ამ სესხს 30 და მეტი დღის განმავლობაში ვერ გადაიხდის.

„ვადაგადაცილებული სესხები პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით მცირედით გაიზარდა. 30 დღეზე მეტად ვადაგადაცილებული სესხები 2020 წლის თებერვალში არსებული 2.5%-დან 2.8%-მდე გაიზარდა. ხოლო რესტრუქტურიზებული სესხების ოდენობა 2020 წლის თებერვალში 3.7%-დან 8.8%-მდე გაიზარდა“, – თქვა სებ-ის პრეზიდენტმა გადაცემა „ანალიტიკაში“.

მნიშვნელოვნად იზრდება თუ არა ვადაგადაცილებული სესხების წილი?

ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ უმოქმედო სესხების წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა და რომ არა ბანკების მიერ პანდემიის გამო რამდენჯერმე დაწესებული საშეღავათო პერიოდი, მათი წილი კიდევ უფრო დიდი იქნებოდა.

„ძალიან ბევრმა ადამიანმა და ბიზნესმა ისარგებლა და ზოგი დღემდე სარგებლობს ამ შეღავათით. რამაც შედარებით და დროებით შეაჩერა ვადაგადაცილებების ზრდა. თუმცა, დასრულდება ეს საშეღავათო პერიოდიც და იმის გამო, რომ ეკონომიკა ვერ ამუშავდა და კრიზისია, არ არის გამორიცხული, ამას მოჰყვეს პრობლემური სესხების კიდევ უფრო ზრდა.

თანაც, არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ შეიძლება ვითვლით პროცენტებს, მთლიან სურათს ვხატავთ, მაგრამ თითოეული ამ სესხის უკან დგას ან უმუშევრად დარჩენილი ადამიანი თუ შემოსავალშემცირებული ოჯახი. ყველა სესხს თავისი ისტორია აქვს.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ სესხების ვადაგადაცილებას შეიძლება მოჰყვეს მათი ანგარიშების დაყადაღება ან უძრავ ქონებაზე დავის წამოწყება. დამატებითი პრობლემები მოქალაქეებისთვის, რაც ზოგადად ვადაგადაცილებას მოჰყვება ხოლმე“, – ამბობს კეპულაძე.

რაც შეეხება თავად საფინანსო სექტორს, გიორგი კეპულაძის თქმით, რიგითი მოქალაქეებისგან განსხვავებით საფინანსო სექტორი უკეთ უმკლავდება პანდემიასთან ერთად დაწყებულ კრიზისს და ჯერჯერობით როგორც ეროვნული ბანკის, ისე კომერციული ბანკების პროგნოზით, ამ სფეროს რყევები არ ემუქრება.


„საფინანსო სისტემას პრობლემები არ შეექმნება, ყოველ შემთხვევაში, ასე გვარწმუნებენ თავად კომერციული ბანკები და ეროვნული ბანკიც. ვერც მე ვხედავ, რომ ახლა სერიოზული პრობლემები ჰქონდეთ.

მაგრამ, მთლიანობაში, ბევრ ადამიანს უკვე შეექმნა და დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტს შეუქმნის პრობლემას სასესხო ვალდებულებები. როცა ადამიანი ვალაუვალი ხდება, ვეღარ ახერხებს სესხის დაფარვას ეს ზრდის სიღარიბის მაჩვენებელს.

სურათი საკმაოდ რთულია და ეს მხოლოდ აისბერგის წვერია. რადგან კრიზისი რიგითი ადამიანების ოჯახების ჯიბეებზე, როგორც წესი, უფრო გვიან აისახება ხოლმე. ვიღაცებზე უკვე აისახა, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი თანდათანობით იგრძნობს.

ამიტომ არის საჭირო, რომ არსებობდეს გეგმა, როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან და არა უბრალოდ 200-ლარიანი სოციალური დახმარება, რომელიც არავის არაფერზე არ ჰყოფნის. სწორედ ამიტომ ვითხოვთ, რომ არსებობდეს გეგმა. გრძელვადიანი ხედვა, როგორ უნდა გამოვიდეთ ამ კრიზისიდან. კრიზისის ნაწილია სწორედ ის, რომ იზრდება ვადაგადაცილებული სესხებიც“, – დასძენს კეპულაძე.

დაეხმარა თუ არა რეალურად მოქალაქეებს ბანკების მხრიდან სესხებისთვის საშეღავათო პერიოდის დაწესება?

გიორგი კეპულაძის თქმით, პირველ ეტაპზე 3-თვიანი შეღავათით 600 000-მა მომხმარებელმა ისარგებლა, მეორე ეტაპზე – 150 000-მა, ბევრი სარგებლობს დღემდე. ამიტომ, შეღავათებმა მოქალაქეებს გარკვეული პერიოდი მისცა, თუმცა ბანკებს სესხები არ ჩამოუწერიათ და მომხმარებლებს მისი გადახდა ადრე თუ გვიან მაინც მოუწევთ.

„ის, რომ 3 თვე, 6 თვე და ზოგი 1 წელია, რაც სესხს არ იხდის, რა თქმა უნდა, შეღავათია. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. როცა, ფული საერთოდ არ შეგაქვს, ამით შენ იგებ დროს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ის თანხა არ ქრება და შემდეგ უფრო მოკლე პერიოდში გიწევს დაფარვა, რაც ყოველთვიურ შენატანს ზრდის“, – ამბობს „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი.

კეპულაძის თქმით, მოქალაქეებისთვის გამოსავლად რჩება, რომ გაახანგრძლივონ თავად სესხების ვადა, რაც გაზრდის მათ მიერ მთლიანად დასაფარ თანხას, მაგრამ ნაკლებად აისახება ყოველთვიურ შენატანზე. რადგან კრიზისის დროს, კეპულაძის თქმით, უფრო რთულია სასესხო ვალდებულებების გასტუმრება, მით უმეტეს, გაზრდილი ყოველთვიური შენატანით.

„სესხებთან დაკავშირებით სიტუაცია გაართულა ამ კრიზისის ხანგრძლივობამაც. თავიდან ყველას ეგონა, რომ რამდენიმე თვე იქნებოდა მხოლოდ ჩავარდნა. შესაბამისად, მარტივი იყო იმ შეღავათებით სარგებლობაც. მაგრამ მალე ერთი წელი გახდება, რაც შეზღუდვები დაიწყო. ჩვენ კი შარშან გაზაფხულს ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი შევწირეთ პანდემიასთან ბრძოლას. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ეკონომიკამ მძიმე ზიანი მიიღო და ვირუსის შეჩერებაც ვერ მოვახერხეთ.

ახლა გახსნის დაწყებისთანავე საუბარი დაიწყო მესამე ტალღასა და შემთხვევების ისევ მატებაზე. რისი ერთადერთი პასუხიცაა ისევ ჩაკეტვა. კრიზისი კი ღრმავდება.

მარტო ტურიზმის სექტორში 300 000-მდე ადამიანი იყო დასაქმებული. მათი უმეტესობა დღეს უმუშევარია და შემოსავალი არ აქვთ. ეს ყველაფერი თუ არ გამოსწორდა, ვერც ბანკები შეძლებენ არათუ ჩამოწერას, არამედ შეღავათების გაგრძელებასაც კი“, – ამბობს კეპულაძე.

რა არის გამოსავალი?

გიორგი კეპულაძის თქმით, ხელისუფლების დახმარების გარეშე საფინანსო სექტორი კრიზისიდან დამოუკიდებლად ვერ გამოვა. მით უმეტეს, კრიზისი მათაც შეეხო და აქტივებთან ერთად გასასტუმრებელი ვალდებულებებიც აქვთ.

„ჩვენ ერთადერთი დახმარება შეგვიძლია ვთხოვოთ მთავრობას, რადგან ხალხის წინაშე სწორედ მათ აქვთ ანგარიშვალდებულება. ის არის პასუხისმგებელი ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. შესაბამისად, ეს უნდა მოვთხოვოთ მთავრობას.

მაგრამ მე ძალიან მეეჭვება, რომ მთავრობამ მოახერხოს და მისცეს რაღაც შეღავათი მოქალაქეებს, თუნდაც სესხების ჩამოწერით. რადგან აქ საუბარია ძალიან დიდ თანხებზე.

”სამწუხაროდ, ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა ვართ ევროპაში და რასაც ახერხებენ წარმატებული და მდიდარი ქვეყნები, ჩვენი ქვეყანა ვერ მოახერხებს. შესაბამისად, ეს კრიზისიც ძალიან მტკივნეულად შეეხება თითოეულ ჩვენგანს“, – ამბობს „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი.

თუმცა, გიორგი კეპულაძის აზრით, არსებობს გარკვეული ბერკეტებიც საფინანსო სექტორში პრობლემების დასაძლევად. მაგალითად, ეროვნულ ბანკს შეუძლია ბანკებისთვის გარკვეული გაყინული თანხების გამოთავისუფლება, რომ მათ გადაჭრან საფინანსო სექტორში შექმნილი პრობლემები. რადგან ამ სექტორის ჩამოშლა ქვეყანას კიდევ უფრო დააზიანებს.

მისივე თქმით, ეკონომიკური კრიზისი პანდემიის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება, ჯერჯერობით კი პანდემია არც კი დასრულებულა. შესაბამისად, ფინანსური პრობლემები სულ უფრო მეტ მოქალაქეს შეექმნება და ხელისუფლებამ ამ კრიზისიდან გამოსვლის გეგმა უნდა შეიმუშაოს.


publika.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up