რაზე ესაუბრა ამერიკელ პარტნიორებს ოპოზიცია დახურულ შეხვედრაზე

რაზე ესაუბრა ამერიკელ პარტნიორებს ოპოზიცია დახურულ შეხვედრაზე

access_time2021-10-16 19:47:59

"შეხვედრა, რომლის ორგანიზებაც ამერიკის საელჩომ მოახდინა კიდევ ერთი დასტურია, რომ ჩვენი პარტნიორები აგრძელებენ ჩვენთან თანამშრომლობას, მათთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია როგორ ჩატარდება მეორე ტური და რა ნაბიჯებს გადადგამს ქართული ოცნება,"- ამის შესახებ ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" ხელძღვანელმა, ხათუნა სამნიძემ დახურული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენელი და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ესწრებოდა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ყველა მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრეს.

ეს შეხვედრა, რომლის ორგანიზებაც მოახდინა ამერიკის საელჩომ და ესწრებოდა ამერიკის ელჩი კელი დეგნანი, კიდევ ერთი დასტურია, რომ ჩვენი პარტნიორები აგრძელებენ ჩვენთან თანამშრომლობას, მათთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია როგორ ჩატარდება მეორე ტური და რა ნაბიჯებს გადადგამს ქართული ოცნება რომ მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია. ვხედავთ, რომ მათი თითოეული ნაბიჯი და გადაწყვეტილება, თუნდაც, რაც დღეს მიტინგის სახით ვიხილეთ, აისახება ქვეყნის დემოკრატიულ მდგომარეობაზე",-აღნიშნავს სამნიძე.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ამერიკის სენატისა და საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრით კმაყოფილია და  ამბობს, რომ საუბარი შეეხო თვითმმართველობის არჩევნებს, როგორ ჩატარდა და როგორ ჩატარდება მეორე ტური. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკული მხარისთვის ქვეყანაში შენარჩუნდეს სტაბილური ვითარება და რაც იქნება მეორე ტურის არჩევნების შედეგები ყველამ მიიღოს.

„ჩვენ ვუთხარით, რომ მეორე ტური უნდა ჩატარდეს მშვიდობიან გარემოში, ძალადობის გარეშე. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ არჩევნების შედეგთან დაკავშირებით არ გაჩნდეს კიდევ უფრო დიდი კითხვის ნიშნები, ვიდრე დღეს არის. გარდა ამისა, პირადად ვუთხარი, რომ „სტრატეგია აღმაშენებელის“ კომისიის წევრები ყველაფერს გააკეთებენ, იმისთვის რომ ყველა მოქალაქის ხმა იყოს დაცული. ზოგადად, მთავარი პრობლემა ამ ქვეყანაში არის პოლარიზება, უპერსპექტივობა, ეკონომიკური განუვითარებლობა, 19 აპრილის შეთანხმების შეუსრულებლობა და ყველა ამ საკითხზე ვილაპარაკეთ, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზე, სასამართლო რეფორმაზე, რომელიც აუცილებელია, რომ მძიმე პოლარიზებული გარემო დასრულდეს ამ ქვეყანაში“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე. მისი განმარტებით, შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე.

„იყო საუბარი, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, ვერ გეტყვით, რომ ამ საკითხზე დეტალური საუბარი იყო. ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის ამ ქვეყანაში პოლარიზების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, მე პირადად დავსვი ეს საკითხი. როცა ქვეყანაში არ გაქვს სასამართლო, რომელსაც აქვს ნდობა, მისი გამოტანილი განაჩენი, რა თქმა უნდა, ვერანაირ ნდობას ვერ იმსახურებს. ამიტომ, იმ ხალხსაც ვინც დღეს რუსთავში შეიკრიბა, თუ ვინც სხვაგან იკრიბება და სხვადასხვა აქციებში მონაწილეობს, აქეთ თუ იქეთ მხარეს, ჩვენ ვეუბნებით, რომ გვჭირდება შეთანხმება, შერიგება, ქვეყნის აღმშენებლობა და არა ერთმანეთის თავპირის მტვრევა, წარსულში მუდმივად ჩაციკვლა. ეს დიდი ნაბიჯი ყველამ ერთად უნდა გადავდგათ და ამაზე ჩვენ ამერიკელ კოლეგებთანაც გვქონდა საუბარი. გუწრფელად გეტყვით, რომ დეტალურად ნადვილად არ უსაუბრიათ (ამერიკულ მხარეს) სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით. ამ თემაზე მოისმინეს ჩვენი პოზიციები, უფრო მეტად საუბარი იყო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობიან და ნორმალურ გარემოში ჩატარდეს. ის, რომ არასამართლიანია საქართველში საარჩევნო გარემო ამაზე ჩვენი ამერიკელი პარტნიორებიც თანხმდებიან“, - აცახდებს ვაშაძე.


"ლელოს" წევრის, ანა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, ამერიკელ პარტნიორებს ოპოზიციასთან დახურულ შეხვედრაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილზე საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ. როგორც მან დახურული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, საუბარი შეეხებოდა პოლიტიკურ გეგმებს, იმ გამოწვევებს რაც დემოკრატიის მიმართულებით არის.

„ეს შეხვედრა იყო მორიგი დადასტურება ჩვენი ამერიკელი მეგობრების და პარტნიორების მხრიდან, რომ ვაშინგტონი ძალიან ახლოს და ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს, განსაკუთრებით არჩევნების მეორე ტურის წინ. ყველა ნათლად ხედავს რამდენად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს 30 ოქტომბრის არჩევნებს და შედეგებს. ვისაუბრეთ იმ მეთოდებზე და ფორმებზე, რაც გამოიყენება ხალხის ნების შესაცვლელად, ასევე საარჩევნო მანიპულაციაზეც, რაც მრავლად ვნახეთ როგორც გასულ წელს, ისე პირველ ტურზე. ვისაუბრეთ ჩვენს სტრატეგიაზე, პოლიტიკურ გეგმებზე, იმ გამოწვევებზე, რაც არის დემოკრატიის მიმართულებით და რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანა მეორე ტურის მეშვეობით დიდ ქალაქებში გადავიდეს კოალიციურ პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთბალანსის მართვის მეთოდზე,"- აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, საუბარი იყო მიხეილ სააკაშვილზეც.

"ვისაუბრეთ ყველა იმ თემაზე, რაც ახლა არის აქტუალური. რა თქმა უნდა, იყო მესამე პრეზიდენტის თემაც, ასევე ყველა ის თემა, რომელიც პოლიტიკური დღის წესრიგის მსხვილი შემადგენელი ნაწილია. მათი მხრიდან პოზიციის დაფიქსირება მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით არ ყოფილა. ეს იყო ჩვენი პოზიციების და პოლიტიკური ხედვების გაცნობა მათთვის. იმ გეგემბის, რომელიც აქვს ჩვენს პარტიებს მეორე ტურამდე და გრძელვადიან პერსპექტივაში," - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, სასტურმო "რუმსში" ამერიკის სენატის და საელჩოს წარმომადგენლების ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრა გაიმართა. დახურულ შეხვედრაზე იმყოფებოდა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენელი და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი. ისინი პარტია "ნაციონალური მოძრაობის", "ლელოს", "გირჩის" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებს შეხვდნენ. დილის საათებში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენელი და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი  დახურულ ფორმატში შეხვდნენ მმართველი გუნდის წევრებსაც.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up