ქვეყანაში მთელი აქცენტი მეღვინეობაზე კეთდება, როცა მევენახეობა პრაქტიკულად მკვდარია

ქვეყანაში მთელი აქცენტი მეღვინეობაზე კეთდება, როცა მევენახეობა პრაქტიკულად მკვდარია

access_time2021-05-05 11:00:01

თუკი ჩამოსასხმელი ღვინის ხარისხი იქნება გაკონტროლებული რესტორნებში და ის არ იქნება ფალსიფიცირებული, გაბევრებული და გაზავებული, მაშინ ბაზარზე ყურძნის მოთხოვნა მაღალი იქნება და შესაბამისად გლეხისთვის ყურძნის გასაყიდი ფასი არ იქნება 80 თეთრი, არამედ მინიმუმ 2 ლარამდე ავა,“ - ყოფილი დეპუტატი ლევან კობერიძე კომერსანტთან რესტორნებში ღვინის ხარისხის კონტროლის არარსებობასა და საქართველოში მეღვინეობისა და მევენახეობის მთავარ პრობლემებზე კიდევ ერთხელ საუბრობს. ამჯერად საქმე ეხება საქართველოში მთლიანობაში 100 მილიონ ლიტრამდე ღვინის მოხმარებას, რომელთაგან დიდი ნაწილი ფალსიფიცირებულია, ეს ყველაფერი კი საბოლოოდ გლეხის შრომას აუფასურებს.


როგორ უნდა გახდეს ყურძნის ფასი გლეხის შრომის ადეკვატური?  რა ძირითადი პრობლემები არსებობს დღეს ტრადიციულ მეურნეობაში და რა უნდა გააკეთოს ან არ უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ გლეხისთვის ვენახის მოყვანას აზრი ჰქონდეს? საუბარია ჩამოსასხმელ ღვინოზე, რომლის მთავარ  ნედლეულს სწორედ საქართველოში უხვად მოყვანილი რქაწითელი წარმოადგენს. თუმცა რქაწითელის სიუხვე მაინც ვერ აანაზღაურებდა ღვინის იმ მოცულობას, რაც ყოველწლიურად საქართველოში მოიხმარება, რომ არა ამ ღვინის ე.წ. გაბევრება და ფალსიფიცირება. შესაბამისად, დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ ღვინის ხარისხის კონტროლის  გზით რქაწითელის ფასის გადარჩენა შეიძლება, თუმცა, დღემდე ამას არავინ აკეთებს.


„ჩამოსასხმელი ღვინის ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით წლიდან წლამდე ვერანაირ რეაგირებას ვერ ვხედავთ. ღვინის ხარიხსი უნდა გაკონტროლდეს რესტორნებში, სწორედ ამაზეა დამოკიდებული ყურძნის ფასი რა იქნება გლეხისთვის. ამ თემის არ მოგვარების გამო, სახელმწიფოს ბოლო 5 წლის განმავლობაში 300 -400 მილიონ ლარზე მეტი იქნება გადახდილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირების სახით, რაც ჩემი აზრით აბსოლუტურად გაუმართლებელი ხარჯია. ამის მაგალითია ღვინის მწარმოებელი ქვეყნები, საფრანგეთი, იტალია, პორტუგალია - ამ ქვეყნებში ჭურჭლის შევსება რესტორნებში არის ლიცენზირებული საქმიანობა, ზოგან აკრძალულია ჩამოსასხმელად ღვინის გაყიდვა და იყიდება 50 ლიტრიანი ვაკუუმ პაკეტებით და ასე ხდება მიწოდება რესტორნებისთვის, ხოლო როდესაც ისხმევა საწარმოში, ის ღვინო ყველანაირ კონტროლს გადის. მეორე ვარიანტია, როდესაც ჩამოსასხმელი ღვინის ჭურჭლს კონტროლი ხდება. ღვინის სააგენტოს უნდა ჰქონდეს სპეციალური კონტროლის სამსახური, რომელიც დააკვირდება იმ ჭურჭლის შევსების პროცესსა და ხარისხს, საიდანაც ხდება  რესტორანში ღვინის რეალიზაცია. ფალსიფიცირება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა, მაგრამ მე არ ამახსოვს ბოლო 10 წლის განმავლობაში ვინმეს გამოეყენებინოს ეს მუხლი.



მთლიანად საქართველოში, წელიწადში დაახლოებით 100 მილიონი ლიტრი ღვინის მოხმარება ხდება, აქედან 30-40 მილიონამდე მოიხმარება რესტორნებში და სხვა კვების ობიექტებში. მისი ხარისხის გაკონტროლება ჰპოვებს ასახვას ყურძნის ფასზე. მაგრამ ვიღაცას შეიძლება აწყობდეს სახელმწიფოს გამოყოფილ სუბსიდიებზე  ხელის მოთბობა და იყოს გარკვეული კანონდარღვევები. მეორე საკითხია ის, რომ ვიღაცას აწყობს, რომ ყურძნის საყიდელი ფასი იყოს იაფი, იმიტომ რომ სახელმწიფო საწარმო ყიდულობს მას საკონიაკე მასალად და ჰყიდის სხვა ქვეყნებში,“ - ამბობს ლევან კობერიძე.


ღვინის ხარისხის მთავარი განმსაზღვრელი რომ სწორად მოყვანილი და მოვლილი ვენახია, ამაში ახალი არაფერია, თუმცა როგორც ყოფილი დეპუტატი განმარტავს, დღეს საქართველოში ამ მხრივ მევენახეობა ფაქტობრივად მიძინებულია და მეღვინეს, რომელსაც კარგი ხარისხის ღვინის წარმოება სურს, თავად უწევს ვენახების გაშენება, რათა ის შესაბამისობაში მოიყვანოს სასურველ ღვინის ხარისხთან, რომელსაც ის აწარმოებს. ყველაზე მეტ კონტროლს კი თავდაპირველად სწორედ ეს დარგი საჭიროებს. 


„ხარისხის გამოსწორება იწყება ვენახიდან, ყველაზე დიდი პრობლემა აქ გვაქვს - არსებული ვენახების შემოწმება ახალი ვენახების კონტროლი, რამდენად სწორად ხდება მათი გაშენება. ბევრია ჰიბრიდული ჯიშები, რომელიც განსაახლებელია. მევენახეობა საქართველოში არის პრაქტიკულად მკვდარი, მთელი აქცენტი რატომღაც არის მეღვინეობაზე. სინამდვილეში კარგი მეღვინეობა ვერ იქნება ქვეყანაში, თუ იმ ქვეყანას არ აქვს ძლიერი მევენახეობა. ამის მაგალითია ნებისმიერი ევროპული წარმატებული ქვეყანა. ფრანგული ღვინო ეყრდნობა და ეფუძნება ძლიერ მევენახეობას, მევენახეები ადგენენ ყურძნის ფასს. თუ გვინდა ოდესმე ქართულმა ღვინომ კონკურენცია ამ ღვინოებს გაუწიოს, პირველი ნაბიჯი სწორედ მევენახეობის აღორძინება უნდა იყოს.  დღეს კარგ მეღვინეს ნამდვილად გაუჭირდება კარგი ყურძნის შეძენა. სწორედ ამიტომ უწევთ კომპანიებს თავად გააშენონ ვენახები და საკუთარი ღვინის ხარისხის შესაბამისად მოუარონ. ევროპულ ქვეყნებში კი მევენახეა მთავარი მდგენელი ყურძნის ფასისაც და ღვინის ხარისხისაც,“ - გვიყვება კობერიძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up