რატომღაც გვგონია, რომ მთელი მსოფლიოს დიდი  კომპანიები უნდა შეიკრიბონ და გამოვარდნენ საქართველოში ინვესტიციების ჩასადებად - ბიზნესი ტრამპის მესიჯებს აფასებს

რატომღაც გვგონია, რომ მთელი მსოფლიოს დიდი კომპანიები უნდა შეიკრიბონ და გამოვარდნენ საქართველოში ინვესტიციების ჩასადებად - ბიზნესი ტრამპის მესიჯებს აფასებს

access_time2020-05-28 10:00:28

„ჩვენი ამბიციები გაცილებით დიდია,  ვიდრე ჩვენი ეკონომიკის ზომა.  რატომღაც გვგონია, რომ მთელი მსოფლიოს დიდი  კომპანიები უნდა შეიკრიბონ და გამოვარდნენ საქართველოში ინვესტიციების ჩასადებად.  თითებზე ჩამოსათვლელია სერიოზული კომპანიების რიცხვი, ვინც  საქართველოში უკვე შემოვიდა. იმიტომ, რომ არ ვართ საინტერესო მათთვის - ვართ პატარა შესაძლებლობების, პატარა ქვეყანა , ენერგიის წყარო არ გაგვაჩნია. ერთადერთი, რაც შევძელით იყო ის, რომ დიდ ბაზრებთან დავამყარეთ შედარებით უკეთესი ურთიერთობა, ვიდრე ჩვენმა მეზობლებმა,“  - ამის შესახებ „კომერსანტთან“ ბიზნესმენმა ირაკლი იაშვილმა განაცხადა.


როგორც ცნობილია, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა  დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ მოსალოც წერილში საქართველოსთან ეკონომიკის დივერსიფიცირების სამომავლო მოლოდინებს გაუსვა ხაზი. „ველი თქვენთან თანამშრომლობას, რათა დავეხმაროთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციასა და პოლიტიკური პლურალიზმის განმტკიცებაში, კანონის უზენაესობის გაძლიერებაში, რომლის საყრდენს წარმოადგენს დამოუკიდებელი სასამართლო, ასევე - ეკონომიკის დივერსიფიკაციაში,“ - ნათქვამია დონალდ ტრამპის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გამოგზავნილ წერილში.


რას გულისხმობს სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოსთან ერთობლივად ეკონომიკურ დივერსიფიცირებაზე  აქცენტის გაკეთება? ბიზნესმენ ირაკლი იაშვილის აზრით, ეს მესიჯი ქვეყანაში პირდაპირ ინვესტიციების გაგზავნას არ უდრის და კომპანიები თავისუფალი ბაზრის პირობებში თავად წყვეტენ საქართველოსთან თანამშრომლობას მისი მზაობისა და მიზიდულობის ანალიზის შემდეგ.


„არ ვიცი რას გულისხმობს აშშ-ს პრეზიდენტი ეკონომიკის დივერსიფიკაციაში იმიტომ, რომ ჩვენ არ მივეკუთვნებით იმ ქვეყნების ჯგუფს, რომლებიც შემოსავლის დიდ ნაწილს მხოლოდ გარკვეული ნედლეულის გაყიდვით იღებენ.  ჩვენ არ ვყიდით ნავთობს, არ ვყიდით გაზს, ამით ჩვენი მეზობელი ქვეყნები არიან დაკავებული და შესაბამისად, ძირითად შემოსავლებს  სწორედ ამ ენერგომატარებლების გაყიდვით იღებენ.  ჩვენ ვცდილობთ, რომ განვავითაროთ ეკონომიკის ყველა სექტორი, ზოგი მეტად ვითარდება, ზოგი ნაკლებად, თუმცა,  დივერსიფიცირებულები ნამდვილად ვართ.



ამასთან, აშშ-ი არის ის ქვეყანა, სადაც პრეზიდენტის განცხადება არ უდრის პირდაპირი ინვესტიციების გამოგზავნას ქვეყანაში. ასეთი განცხადება რომ გაეკეთებინა საუდის არაბეთის მეფეს ან ბრუნეის სულთანს,  ეს პირდაპირ იქნებოდა ინვესტიციების ნაკადის შემოსვლის ტოლფასი და საფუძველი, იმიტომ რომ თვითონ მონარქი იღებს გადაწყვეტილებას. თუ კომპანია საქართველოში გადაწყვეტს რამე სახის ინვესტიციას, ეს მხოლოდ მიზანშეწონილობიდან გამომდინარე და აქ ნაკლებად მოქმედებს პოლიტიკოსების განცხადებები. საუდის არაბეთის მეფეს რომ ეთქვა მსგავსი რამ, ეს ნიშნავს რომ მეორე დღეს ვიღაც ჩამოვა ინვესტიციებით. მთავარი მიზიდულობა უნდა იყოს  ეკონომიკის მდგომარეობა და სიდიდე. ჩვენ კი პატარა ეკონომიკა ვართ,“ -განმარტავს იაშვილი.


„ნატახტარის“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილს მიაჩნია, რომ დივერსიფიცირებისთვის რიგი რეფორმების გატარებაა საჭირო - სასამართლო და პოლიტიკური კომპონენტების მოგვარებითა და მსხვილი ინვესტორებისთვის სპეციალური რეჟიმების შექმნის ჩათვლით.


„დივერსიფიცირება არის ე.წ. keyword-ი,  საკვანძო სიტყვა ზოგადად, ეკონომიკის სიჯანსაღის დასახასიათებლი. მსხვილი ქვეყნებიც კი, რომლებიც ნავთობმწარმოებლები არიან, მიხვდნენ დიდი ხნის წინ, რომ მხოლოდ ნავთობზე არ უნდა იყვნენ დამოკიდებული და მათმა ნაბიჯებმა გაამართლა. დივერსიფიცირება მნიშვნელოვანი კომპონენტია როგორც წარმოების, ასევე სერვისების განვითარების თვალსაზრისით, რომელიც იქნება საექსპორტო. ეს არის მოცემულობა, რომელზეც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ განვავითაროთ ეკონომიკა. სხვა შემთხვევაში ვიქნებით სულ იმპორტზე დამოკიდებული. საკმარისია რაიმე სახის პრობლემა  შეიქმნას, რომ მომენტალურად მოწყვლადი ეკონომიკის ქვეყანა ვხდებით უცხოური ვალუტის თვალსაზრისით. უცხოელი ინვესტორებისათვის სპეციალური რეჟიმების შექმნა გვჭირდება. ჩვენ მეტი უნდა მოვინდომოთ იმისთვის, რომ ერთ დროს ექსპორტიორი ჩვენთან მწარმოებელი გახდეს. იმისათვის, რომ ჩვენ მსხვილი ინვესტორები მოვიწვიოთ, ბევრი რამ გვაქვს საქართველოში გასაკეთებელი, მოსაგვარებელია სოციალური, პოლიტიკური, სასამართლო და სხვა კომპონენტები. გვინდა, რომ  მულტინაციონალური გიგანტები ჩამოვიყვანოთ, მაგრამ დღეს დიდი კონკურენციაა ამ ტიპის კომპანიების მოსაზიდად.  ამ ეტაპზე, ჩვენ შეგვიძლია უკვე არსებულ უცხოელ ინვესტორებთან ვიმუშაოთ ინვესტიციების გაზრდაზე,“ - აცხადებს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.


 აშშ-საქართველოს ეკონომიკური კავშირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად ქართული ღვინის წარმოებასა და აშშ-ში ექსპორტს მიიჩნევს „თელავის ღვინის მარანის“ დამფუძნებელი ზურაბ რამაზაშვილი.


„ღვინის სფეროში აშშ-სთან ვაჭრობა წარმატებით მიმდინარეობს, ღვინის ექსპორტი წლიდან წლამდე იზრდება და ამ ბაზარზე ალკოჰოლური პროდუქტები წარმატებით იყიდება. ამასთან,  მაღალ საფასო სეგმენტში ვართ. ვიზრდებით, როგორც კომპანია ასევე ზოგადად საქართველო. სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებასა და სხვადასხვა სფეროების ათვისებას დრო სჭირდება, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ბუნებრივია ყველანაირ საქმიანობაზე იმოქმედა.“ - აცხადებს ზურა რამაზაშვილი.

 

მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up