რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ

access_time2020-06-06 16:00:33

ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ფასების რეგულირების საკითხზე მუშაობს. ამის შესახებ უწყების პირველმა პირმა ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში დაანონსა. ამის შემდეგ იყო ფარმაცევტული სექტორის ჩართულობით საპარლამენტო განხილვები ჯანდაცვის კომიტეტში. 

ადგილობრივი ფარმაცევტული მწარმოებლების ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ სახელმწიფოს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა სურს, მიზნად არა რეგულირება, არამედ ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა უნდა დაისახოს, რათა მივიღოთ ისეთი მისაღები ფასები მედიკამენტებზე, როგორიც ეს მეზობელ თურქეთშია. 

„თურქეთში 200 დასახელების მედიკამენტი 2-ჯერ უფრო იაფი ღირს, ვიდრე საქართველოში, სადაც მედიკამენტებს ევროპელი მწარმოებლებისგან ვიღებთ. რატომ ხდება ეს ასე, მეორე თემაა. თურქეთს ლიცენზიები აქვს. მაგალითად, „კრესტონი“ თურქული წარმოების ღირს პირობითად 20 დოლარი, ევრომწარმოებლების კი ჩვენთან ღირს 60 დოლარი. 

ჩვენ ვთავაზობთ სამინისტროს, რომ თურქეთი გავხსნათ. „კრესტონი“ შემოდის პირობითად შვედეთიდან ,იქ ნაწარმოებია და მწარმოებელი აგზავნის საქართველოში, რომლის ფასი არის 60 დოლარი და იყიდება აფთიაქში 70 დოლარად. აქაური დისტრიბუტორები არაფერს არ იგებენ. თურქეთში იგივე მედიკამენტი, ადგილობრივი წარმოების ღირს 25 დოლარი. ჯანდაცვის სამინისტროს ვთავაზობთ, თურქეთიდან შემოტანა გავხსნათ, მაგრამ ხარისიხის მკაცრი კონტროლით, რადგან თურქეთი სარისკო ქვეყანაა ფალსიფიცირების თვალსაზრისით“-აცხადებს bm.ge-თან პსპ ჯგუფის დამფუძნებელი, კახა ოქრიაშვილი. 

მისი თქმით, საქართველოში მედიკამენტებზე მაღალი ფასის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებლი ფაქტორი ადგლობრივი წარმოების სისუსტე და უფრო მეტიც, თითქმის არარსებობაა.

„თურქეთმა აიძულა დიდი გიგანტები თავის ბაზარზე უფრო იაფად გაეყიდათ მედიკამენტები. რითი აიძულეს? ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერით. ბოლო 25 წელია ააშენეს ფარმაცია თურქეთში. სახელმწიფო თუ ჩადებს ინვესტიციას დარგში, ცოდნაში, იგივე მოხდება ჩვენთან. 
რეგულირების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ კარგად გააზრება უნდა. ისე, რომ ამას მე დავარეგულირებ და წამლები გაიაფდება, ასე არ იქნება...მთავარია ადგილზე იყოს კონკურენტუნარიანი მწარმოებლები, რომლებიც ბაზარს შესთავაზებს კარგ ფასებს. ამისთვის საჭიროა, რომ სახელმწიფომ ინვესტირება განახორცილოს კერძო სექტორში, როგორც ეს თურქეთში ხდება. 

ამით აიძულეს თურქეთში დიდი მწარმოებლები, რომ თავისი წარმოებები გადაეტანათ თურქეთში ან ლიცენზიები მიეცათ მათთვის, ამიტომ მაგალითად კრესტორი 2-ჯერ იაფი ღირს იქ, ვიდრე საქართველოში. იმიტომ კი არა, რომ აქაური დისტრიბუტორები ან აფთიაქები მოგებას ნახულობენ! უბრალოდ თურქეთში უფრო იაფი ღირს ადგილზე წარმოებული“-აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

მისი თქმით, ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია და მათ შორის მისი კომპანია სთავაზობს ჯანდაცვის სამინისტროს, რომ რიგი მედიკამენტების შემოტანა მოხდეს არა მაგალითად შვედეთიდან, არამედ თურქეთიდან. 

„ამაზე ფარმაცევტთა ასოციაციას და ჩვენ 10 წერილი მაინც გვაქვს გაგზავნილი წინა მინისტრთან. ვფიქრობ, შეიძლება ამაზე მუშაობა, რომ ეს თემა დავასრულოთ. 

ხალხს გონია, რომ ამ პროდუქტზე 200% -იანი დარიცხვა აქვს. უბრალოდ შვედეთიდან შემოდის, თურქეთში კი იგივე პროდუქტი ადგილზე ნაწარმოები იყიდება იაფად. არ გვინდა შვედური, ვიცით, რომ თურქულიც იგივე კარგია და გავაკეთოთ ეს“-აცხადებს ოქრიაშვილი.


ევროპის რეგიონში საქართველო ლიდერობს ჯანდაცვის მთლიანდანახარჯებში მედიკამენტებზე გაწეული ხარჯებით, რომელთა წილიც 35.7%- ს უტოლდება. ჩვენს ქვეყანაში მედიკამენტებზე გაწეული ხარჯების პროცენტული წილი მთლიან შიდა პროდუქტში ორჯერ აჭარბებს ეუთოს ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელს. 

ამბულატორიულ მედიკამენტებზე განსაკუთრებულად მაღალი დანახარჯები უმეტესწილად შინამეურნეობების მიერ ჯიბიდან გადახდილ თანხებზე მოდის: (2017 წ. ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშის მიხედვით) მედიკამენტებზე გაწეული ხარჯების 96% - ეს არის ჯიბიდან გადახდილი თანხები, ხოლო სახელმწიფოს წილად ამ ხარჯების მხოლოდ 2% მოდის. მოსახლეობის ორი მესამედი მედიკამენტებს ყიდულობს ჯიბიდან გადახდილი თანხებით, ხოლო თითქმის ერთი მესამედისთვის ეს გადახდები ასოცირებულია კატასტროფულ დანახარჯებთან. 2017 წელს, საქართველოს მოსახლეობამ მედიკამენტების  შესაძენად საკუთარი ჯიბიდან 983 მილიონი ლარი დახარჯა.

 



BMG

თეგები:
თურქეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up