რატომაა საქართველო მნიშვნელოვანი აშშ-სთვის?

რატომაა საქართველო მნიშვნელოვანი აშშ-სთვის?

access_time2018-10-06 14:00:11

პრეზიდენტმა ტრამპმა ცოტა ხნის წინ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ამერიკის მხარდაჭერა ევროპის კიდეში მდებარე ქვეყნებისადმი, როდესაც მან ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა, თუ რატომ უნდა დაიცვას მისმა შვილმა მონტენეგრო მასზე თავდასხმის შემთხვევაში. პრეზიდენტმა ჟურნალისტ ტაკერ კარლსონს უპასუხა: „მესმის რასაც ამბობთ. მონტენეგრო პატარა ქვეყნაა, ძალიან ძლიერი ხალხით... ისინი ძალიან აგრესიული ხალხია. შესაძლოა ისინი აგრესიულად მოიქცნენ და გილოცავთ, თუ მესამე მსოფლიო ომში ჩაერთეთ“.


ამერიკის სამხედრო, უსაფრთხოების თუ სხვა ტიპის მხარდაჭერა პატარა ქვეყნებისადმი, რომლებიც ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში არიან, ხშირად ხდება დისკუსიის საგანი. შეკითხვა, თუ რატომაა ეს ქვეყნები და მათ შორის საქართველოც, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში, პერიოდულად გაისმის.


სენატორმა ჯონ მაიკეინმა, რომელიც მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, დამოუკიდებლობის და თავისუფლების ბრძოლისადმი აქტიური მხარდამჭერი იყო, ამ კითხვას პასუხი 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის დროს გასცა: “პატარა ქვეყანა საქართველო, რუსეთის თავდასხმის სამიზნეა, რომელიც მის არსებობას საფრთხის ქვეშ აქცევს. ამერიკელებმა შეიძლება იკითხონ- სადაა საქართველო ან რატომ უნდა გვაღელვებდეს კონფლიქტი რუსეთის ჯარსა და საქართველოს შორის, საქართველო ხომ პატარა, შორეული და უცნობი ქვეყანაა. მაგრამ ისტორია ხშირად სწორედ შორეულ და პატარა ქვეყნებში ვითარდება… დღეს ჩვენ ყველა ქართველები ვართ”.


საქართველოს მნიშვნელობა თანამედროვე ისტორიულ და პოლიტიკურ კონტექტში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც “მსოფლიო თავდაყირა” დგას, თბილისში მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით, გამართულ საერთაშორისო ფორუმზე განიხილეს.


უეს მიტჩელმა, ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპის და ევრაზიის საკითხებში, განაცხადა, რომ საქართველოს ტერიროტიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა კავკასიის რეგიონში ამერიკის მიზნებისთვის ცენტრალურია.


“საქართველო მნიშვნელოვანი სიმბოლოა თავისუფლების, დასავლური ღირებულებების და დემოკრატიის, სწორედ იმიტომ, რომ ის რთულ რეგიონშია, სადაც ისტორიულად ეს რთულად მიიღწევა”, - განაცხადა მან.


გლობალურ საკითხებთან ერთად, გამომსვლელებმა მაკკეინის ინსტიტუტის თბილისის ფორუმზე საქართველოს დასავლური ინტეგრაცია, დემოკრატიული განვითარება და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს როლზე ისაუბრეს. ფორუმს სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლები და ანალიტიკოსები ესწრებოდნენ.


“დემოკრატია საქართველოში და ის, რასაც საქართველომ ამ კუთხით მიაღწია, ამერიკელ პოლიტიკოსებზე-რესპუბლიკელებსა და დემოკრატებზე, დიდი გავლენა მოახდინა… საქართველოს კრიტიკული პოზიცია უკავია შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის. საქართველო სტრატეგიულ ადგილად რჩება, თუმცა ამასთან ერთად, მე არ მინდა გვერდი ავუარო საქართველოს დემოკრატიის მნიშვნელობას, ამ კუთხით სვლის და განვითარების მნიშვნელობას“, - განაცხადა ჯონ ტეფტმა, ამერიკის ყოფილმა ელჩმა საქართველოში.


ამერიკის ხმამ ამ შეკითხვით-თუ რატომაა საქართველო მნიშვნელოვანი შეერთებული შტატებისთვის, კონფერენციის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორს, კურტ ვოლკერს მიმართა. კურტ ვოლკერი ტრამპის ადმინისტრაციის სპეციალური წარმომადგენელია უკრაინის მოლაპარაკებებში და იმავდროულად, ის მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორია.


“საქართველო ევროპული დემოკრატიაა. ხალხს აქ იგივე ღირებულბები აქვს, რაც ჩვენ. საქართველო ნახშირის საბადოში კანარის ჩიტივითაა: თუ საქართველოს დემოკრატია წარმატებულია, თუ ხალხი აქ უსაფრთხოდაა, ეკონომიკა იზრდება, დემოკრატია ვითარდება, ჩვენ ვიცით რომ ჩვენც უსაფრთხოდ ვართ...თუ საქართველო და ხალხი, რომელიც ჩვენ ღირებულებებს იზიარებს, გამოწვევის და საფრთხის წინაშეა, ტერიტორიას კარგავს და დემოკრატია გამოცდის ქვეშაა, ეს მთლიანი თანამეგობრობის გამოწვევაა, - თქვა მან.


მისი თქმით, ამერიკისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, ქონდეთ შესაძლებლობა წარმატებულნი გახდნენ. თუმცა, ამ გზაზე რუსეთი ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორია.


რუსეთი საქართველოში შეიჭრა, ოკუპირებული აქვს მისი ტერიტორია და აგრძელებს ამას 10 წლის შემდეგ. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის გამოწვევები, რაც დღეს ჩვენ გვაქვს ამერიკაში რუსეთთან, არის ის გამოწვევები, რასაც საქართველო და უკრაინა ყოველდღიურად უმკლავდებიან”, - ამბობს ვოლკერი.


კურტ ვოლკერის პოზიციას იზიარებს ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორი და მაკკეინის ინსტიტუტის უფროსი მკლევარი დევიდ კრემერი.


“საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის დემოკრატიაა, ის ევროპაშია და სურს ევროპულ ინსტიტუტებში გაერთიანდეს. წარმატება საქართველოში ნიშნავს წარმატებას სხვაგან. ამ ქვეყანას, სამი მილიონი ადამიანით, სურს ფორმალურად გაერთიანდეს დასავლეთის ინსტიტუტებში და დასავლეთს აქვს ვალდებულება, რომ გაიზიაროს ეს მისწრაფება. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ნატოს ღია კარი და შევასრულოთ დაპირება, რომელიც ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს განვაცხადეთ, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრი”, - ამბობს კრემერი.


საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას მის დემოკრატიულობას უკავშირებს ატლანტიკური საბჭოს მკლევარი მეთიუ ბრაიზაც, რომელსაც წარსულში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თანამდებობა ეკავა.


“საქართველო ამერიკისთვის ფუნდამენტურად ორი დიდი მიზეზით არის მნიშვნელოვანი. პირველი გეოპოლიტიკაა: თუ ის ქვეყნები, რომლებიც საბჭოთა კავშირში შედიოდენ დამოუკიდებლებად დარჩებიან, ჩვენ საბჭოთა კავშირის მსგავს სუპერძალას აღარ ვიხილავთ. თუმცა, ეს რეალურად არაა ის, რაც განაპირობებს ისეთი ხალხის მხარდაჭერას, როგორიც სენატორი ჯონ მაკკეინი იყო. საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნები უნდა გახდნენ წარმატებული, განსაკუთრებით, თუ მათ დემოკრატიული გარდაქმნები გაიარეს, ისე როგორც საქართველომ ვარდების რევოლუციის შემდეგ, რადგან ჩვენ გვჯერა, რომ ქვეყნები, რომლებსაც დემოკრატიულად არჩეული ლიდერები ჰყავთ, უფრო მეგობრული არიან. მათი ამომრჩეველი ითხოვს, რომ მთავრობა სხვა ქვეყნებთან საერთო ენას პოულობდეს, და კეთილდღეობას ქმნიდეს. ჩვენ გვჯერა რომ მსოფლიო უფრო უსაფრთხოა დემოკრატიულ გარემოში, - ამბობს ის.


მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიული გარდაქმნა მაგალითია სხვა ქვეყნებისთვის.


თუ დემოკრატიული ექპერიმენტი არ გაამართლებს საქართველოში და ის ვერ გახდება სრულყოფილი დემოკრატია, მაშინ სხვაგან… როგორ მივაღწევთ წარმატებას?” , - ამბობს ის.


დღეს, დემოკრატიული სახელმწიფოს მოდელი, რომლის მთავარი ჩემპიონი შეერთებული შტატებია, ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში და მის მიღმა ბევრი გამოწვევის წინაშეა. თუმცა, ის მსოფლიოში რჩება მმართველობის ერთადერთ ფორმად, სადაც ადამიანის უფლებები და თავისუფლებები დაცულია. ხშირად, ეს ღირებულებები სწორედ ისეთ ქვეყნებში ხდება თავდასხმის სამიზნე, როგორიც საქართველოა.


„ამერიკის ხმა“




5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-05 19:00:29
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 5 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გამყარდა და ერთი...

Forbes - მაღალტექნოლოგიურ გიგანტებს მილიარდიანი ჯარიმები ელის

Forbes - მაღალტექნოლოგიურ გიგანტებს მილიარდიანი ჯარიმები ელის
access_time2020-06-05 20:00:48
საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში აშშ-ს უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებს - Facebook, Google, Amazon და Apple-ს ანტიმონოპოლური დავები ემუქრება, რის გამოც მათ შესაძლოა მილიარდობით დოლარი დაკარგონ. შტატებში კორონავირუსის დაწყებამდე, უმსხვილესი IT-კომპანიები ვაშინგტონში საკუთარი ინტერესების ლობირებაზე რეკორდულ თანხებს ხარჯავდნენ. დემოკრატი სენატორი ემი კლობუშარი Uber-ის მიერ საკვების მიტანის სერვისის Grubhub-ის შეძენის სურვილს აპროტესტებს, ხოლო რესპუბლიკელი ტედ კრუზის თქმით,...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა
access_time2020-06-05 15:05:18
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წევრი კომპანიების წარმომადგენელთა მონაწილეობით, ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის ონლაინ შეხვედრას უმასპინძლა, რომლის მთავარი თემა საქართველოს მთავრობაში მომზადებული „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტი გახლდათ. კანონპროექტი, რომელიც თვისობრივად ახალ მიდგომებს ითვალისწინებს გარემოს დაცვის მიმართულებით, ბიზნესსექტორის განსაკუთრებული ინტერესის საგანი ჯერ კიდევ გასულ წელს გახდა, როდესაც მისი პირველადი ვერსია იქნა...

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში
access_time2020-06-05 15:30:42
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ეკონომიკის გახსნის საკითხზე ისაუბრა. გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე შიდა ტურიზმის განვითარება. „პირველ ეტაპზე გაიხსნება შიდა ტურიზმი და დარწმუნებული ვარ, შიდა ტურიზმიც საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს.დღეს ფაქტია, რომ ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ, ბოლო რამდენიმე წელია, ძალიან შეუყვარდათ, არ...

რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?

რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?
access_time2020-06-05 12:00:42
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების დაბალი ხარისხისა და გადაადგილების პრობლემების გამო, ბოლო პერიოდში კერძო ავტომობილებით მოძრავი მოქალაქეების რაოდენობა უფრო გაიზარდა, შესაბამისად საპარგინგე ადგილებზე მოთხოვნამაც მოიმატა. როგორც აღმოჩნდა, დედაქალაქის მაცხოვრებლები არასწორი პარკირების ჯარიმას, საურავებსა და მანქანის გადაყვანის საფასურს ზუსტად იმავე წესით იხდიან, როგორც მანამდე და „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ არაფერი შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კომპანია...


მსგავსი სიახლეები

up