რატომ ყიდულობენ ბანკები და იმპორტიორები დიდი რაოდენობით დოლარს?

რატომ ყიდულობენ ბანკები და იმპორტიორები დიდი რაოდენობით დოლარს?

access_time2016-12-04 16:13:42

დღის განმავლობაში სავალუტო ჯიხურების ტაბლოიდებზე ლარის კურსი რამდენჯერმე შეიცვალა. თუ დილით 1 დოლარი ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში 2,58-2,59 ლარის ფარგლებში მერყეობდა, ახლა უკვე დოლარს 2,73 ლარადაც კი ყიდიან.

 

 

გაცილებით მაღალია ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი კომერციულ ბანკებში. აღსანიშნავია, რომ საკმაოდ დიდია სხვაობა დოლარის გასაყიდსა და შესაძენ კურსებს შორის. რაც იმას ნიშნავს, რომ დოლარს ფაქტობრივად არავინ ყიდის, მის შესყიდვაზე კი მოთხოვნა ძალიან დიდია.

 

 


ექსპერტების შეფასებით ასეთი რამ მნიშვნელოვანწილად ბაზარზე არსებული აჟიოტაჟური ფონით არის გამოწვეული. თუმცა, იმასაც აღნიშნავენ, რომ შესაძლოა კურსი ხელოვნურად იზრდება.

 

 


„ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი კურსის ხელოვნურ ზრდას ორ შესაძლო ფაქტორს უკავშირებს - აქციზის გადასახადის გაზრდის მოლოდინში იმპორტიორი კომპანიები ცდილობენ პროდუქციის მარაგები ჯერ კიდევ არსებული აქციზის გადასახადის პირობებში გაზარდონ და კომერციული ბანკები, რომლებიც ვერ გაერკვნენ რა უნდა მთავრობას, დოლარის დაგროვების რეჟიმში გადავიდნენ.

 

 


მისივე ცნობით, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები სავალუტო ბაზარზე არსებული პანიკის სუბიექტური გამოძახილია, ობიექტური მიზეზი კი ისაა, რომ მოთხოვნა მიწოდებას შორის დეფიციტის უზრუნველყოფა ვერ ხერხდება.

 

 


„კომპანიები, აქციზის ზრდის მოლოდინის გამო ქმნიან პროდუქციის მარაგებს, რაც დოლარზე მოთხოვნას ზრდის. არ გამოვრიცხავ რომ იგივე ბანკები, რომლებსაც ხელისუფლება ფაქტობრივად აიძულებს მინუს 20 პუნქტით ლარში გადაიტანონ იპოთეკარების კრედიტები, ახლა დოლარს აგროვებდნენ და კურსი ხელოვნურად იზრდებოდეს. როდესაც ხელისუფლება რაღაცას ახმოვანებს, მოსალოდნელ შედეგებზე არ ფიქრობს. შედეგად კი მივიღეთ რომ პანიკა შეიქმნა. ბანკები გაუგებრობაში არიან, ვერ გაიგეს რა უნდა ხელისუფლებას. არ იციან, რა იქნება ხვალ და ზეგ და შესაძლოა, ახლა თვითონ გადავიდნენ დოლარის დაგროვების რეჟიმში," -ამბობს ხუხაშვილი.

 

 


მისივე თქმით, სავალუტო ბაზარზე აჟიოტაჟი გამოიწვია იმან, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო ვითარების სტაბილიზაციის მეტნაკლებად რაციონალური დამაჯერებელი პროგრამის წარმოდგენა.

 

 


„როდესაც აჟიოტაჟი იქმნება, ხელისუფლება მობილიზებული უნდა იყოს და ყველა ინსტრუმენტს იყენებდეს, რომ ეს ყველაფერი ნამდვილ პანიკაში არ გადავიდეს. ამ მხრივ რამეს აკეთებენ საერთოდ? ან რას აკეთებს ახლა ეროვნული ბანკი? გასაგებია, რომ ინტერვენციები ცუდია, მაგრამ ასეთ ვითარებაში ვალდებულია ვითარება რაღაცნაირად დააბალანსოს. პრობლემა კი არ წყდება, პირიქით ყოველდღიურად უარესდება ამ იპოთეკარების მდგომარეობა. ცვლილებების ამოქმედების დროს უკვე ისეთი კურსი შეიძლება იყოს, მინუს 20 პუნქტით შემცირება ვერც ვერაფერს ნიშნავდეს და ვერც პრობლემას წყვეტდეს," -აღნიშნა ხუხაშვილმა.

 

 

BPN.GE



იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე

იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-05-28 19:16:24
ახალი, სუბსიდირებული იპოთეკური სესხებით სარგებლობას მოქალაქეები „თიბისიში“ ივნისის შუა რიცხვებიდან შეძლებენ. ამის შესახებ „თიბისის“ დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, სესხების გაცემის დასაწყებად ტექნიკური სამუშაოებია დარჩენილი, რასაც დაახლოებით, 1-2 კვირა დასჭირდება, შესაბამისად, ივნისის შუა რიცხვებში ბანკი მზად იქნება, რომ სესხები გასცეს. „ბოლო 3 კვირის განმავლობაში...

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-05-28 19:00:55
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 28 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

„ნატახტარი“ ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს

„ნატახტარი“  ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს
access_time2020-05-28 18:45:57
„ნატახტარი“ პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებს. კომპანია დაახლოებით ერთ კვირაში ბაზარზე მწვანე ლაიმის შემცველობის ლუდს გამოიტანს. როგორც „კომერსანტს“   „ნატახტარის“ კორპორატიულმა   დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა,ლუდის სეზონზე მნიშვნელოვანი იქნება ისიც, რომ „ნატახტარი“  არსებულ სასმელებზე, კომპანია  ფასებს დააკორექტირებს.    „განახლებული პროდუქციით  ვგეგმავთ გამოვჩნდეთ ბაზარზე და დავიწყოთ ლუდის სეზონი, წინა წელს...

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის
access_time2020-05-28 16:38:06
მთავრობის მიერ წარდგენილი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა არის ყოვლისმომცველი და ძალიან კარგად დაბალანსებული, – ამის შესახებ კომპანია „საქართველოს უძრავი ქონება m2“-ის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა, რომელიც გეგმის პრეზენტაციას დაესწრო. მისი თქმით, ეკონომიკას სტიმულირება ნებისმიერი კრიზისის დროს სჭირდება. „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, თბილისის მერიასა...

ფრონტერა მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია

ფრონტერა  მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია
access_time2020-05-28 16:15:17
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (სნგკ/კორპორაცია) ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთან (ნგსს/სააგენტო) ერთად მოუწოდებს ,,ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს“, თავი შეიკავოს არაკეთილსინდისიერი ქმედებებისგან, საარბიტრაჟო განხილვის რეალური შედეგების საწინააღმდეგო ცნობების გავრცელებისგან და ამ გზით სამართლებრივი დავისთვის პოლიტიკური სახის მიცემისგან. აქვე, „ფრონტერამ“ პატივი უნდა სცეს მხარეთა მიერ შეთანხმებული დავების განმხილველი ინსტიტუტის -...


მსგავსი სიახლეები

up