რატომ ვისვენებთ ევროპაში უფრო იაფად, ვიდრე საქართველოში - რა პრობლემები აქვს ჩვენთან სასტუმროებს

რატომ ვისვენებთ ევროპაში უფრო იაფად, ვიდრე საქართველოში - რა პრობლემები აქვს ჩვენთან სასტუმროებს

access_time2020-01-18 11:00:34

შვებულება ის პერიოდია, რომელიც ყველას გვინდა, რომ საუკეთესოდ გავატაროთ, დავისვენოთ და რაც მთავარია, ამ ყველაფერში მაქსიმალურად ნაკლები ფული დავხარჯოთ. მას შემდეგ, რაც უნგრული ავიაკომპანია Wizz Air ქართულ ბაზარზე “მარტო აღარაა” და ფრენები კიდევ ერთმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Raynair-მა დაიწყო, მხოლოდ გრძელვადიან შვებულებებს აღარ ველოდებით და თავს უფლებას ვაძლევთ, ევროპის ქვეყნებში უკვე უქმეებზეც კი ვიაროთ. ოღონდ, აქ მხოლოდ ავიაბილეთის ფასი კი არაა მთავარი, არამედ ის სასტუმროებიც, სადაც ღამის გათენებას ვაპირებთ.

 

ალბათ ხშირად გიწუწუნიათ, რომ საქართველოში სასტუმროები იმაზე ძვირი ღირს, ვიდრე – მაგ. რომში, მადრიდში ან თუნდაც პარიზში. აი, მაგალითად, პარიზი ავიღოთ – მაინცდამაინც შანზ ელიზეზე ცხოვრება თუ არ გინდათ, საშუალოდ ერთი ღამის ფასი 40 ევროა ორადგილიან ნომერში საუზმით. თუ გავითვალისწინებთ, რომ იქაური ფულის ერთეული ევროა, ჩვენი კი  – ლარი, შეიძლება, ვიფიქროთ, რომ ჩვენი ვალუტით ანუ 40 ლარად აქ იმავე ტიპის სასტუმროს ვერ მივაგნებთ.

 

რადიო “ფორტუნამ” გადაწყვიტა, გაერკვია, რამდენად რელევანტურია ქართული და ევროპული სასტუმროების ასე შედარება და სად უნდა ვეძებოთ მიზეზები, როცა მაღალ ფასებზე ვსაუბრობთ.

 

ზოგადად, ტურიზმი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დინამიური და სწრაფად მზარდი ეკონომიკის დარგია. ამას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემები, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში 2019 წელს უცხოელი ვიზიტორების რაოდენობამ 9 357 964 კაცი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.8%-იანი ზრდაა (2018 წელს უცხოელი ვიზიტორების რაოდენობამ 8 679 544 კაცი შეადგინა).

 

მზარდი ტურისტული ნაკადის ფონზე სულ უფრო აქტუალური ხდება საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად მზადაა ქვეყანა სათანადოდ დააკმაყოფილოს ბაზარზე არსებული მოთხოვნები. აქ მნიშვნელოვანია გამოვყოთ სამი ფაქტორი: ტურისტული ინფრასტრუქტურა, სერვისის ხარისხი და ფასების დონე. ქართველი დამსვენებლების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სასტუმროებში არსებული ინფრასტრუქტურა და მიწოდებული სერვისის ხარისხი არ შეესაბამება ქვეყანაში არსებულ ფასების დონეს, ამიტომ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვარგარეთ დასვენებას ამჯობინებს. შედეგად შესაძლებელია, რომ შიდა ტურიზმის პოტენციალის მნიშვნელოვანი ნაწილი გამოუყენებელი რჩება.

 


იმის გასარკვევად, თუ რა განაპირობებს საქართველოში ტურისტული ობიექტების სიძვირეს, ჩვენ გავესაუბრეთ შესაბამისი დარგის ექსპერტებს, რომლებიც აღნიშნავენ, რომ არსებული ფასების დონე, ძირითადად, განპირობებულია ინვესტიციების სიმცირით, შესაბამისი კონკურენციის არ არსებობით, საკრედიტო რესურსების სიძვირითა და არასტაბილური ბიზნეს გარემოთი.

 

ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი თავმჯდომარე მაია სიდამონიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ არასწორია საქართველო ასე პირდაპირ შევადაროთ იტალიის, თურქეთის და სხვა ქვეყნების მონაცემებს, რადგან კონკურენტული გარემო აბსოლუტურად განსხვავებულია. მისი თქმით, საქართველოში სასტუმროების მაღალ ფასებს კონკურენციის დაბალი დონე განაპირობებს.

 

„თბილისში ბოლო წლების განმავლობაში 50%-ით დაეცა ფასები, ზუსტად იმიტომ რომ ძალიან ბევრი სასტუმრო გაიხსნა, აპარტამენტი და ა.შ. ეს ტენდენცია ჯერ ვერ გავრცელდება სხვა კურორტებზე, იმიტომ რომ ამდენი სასტუმრო ჯერ ფიზიკურად არ არის და მიწოდების კუთხით წინსვლა არ შეინიშნება. აღსანიშნავია კრედიტების სიძვირეც, სესხი თითქმის ყველას აქვს, რომლის მომსახურეობაზეც სასტუმროების მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის. ასევე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი სასტუმროების ხარჯები ბოლო დროს მიღებული რეგულაციების გამოც, მაგალითად, უსაფრთხოების გამკაცრებული ნორმები და სხვა”, – ამბობს მაია სიდამონიძე.

 

მაია სიდამონიძის აზრით, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ასევე ქვეყანაში არსებული არასტაბილური გარემო, რაც ინვესტორს აიძულებს იმოქმედოს მაღალი რისკის პირობებში და შესაბამისად რისკის დონე მიწოდებული მომსახურეობის ღირებულებაზეც აისახება. თუმცა აღსანიშნავია, რომ ფასების დონე არსებული მოთხოვნის ჩარჩოებიდან ვერ გავა, რადგან ამ შემთხვევაში მფლობელი იძულებული იქნება, სასტუმრო დახუროს არასაკმარისი რაოდენობის კლიენტების გამო.

 

ეკონომისტ ნიკოლოზ შენგელიას აზრით კი, სასტუმროების ფასებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სესხების სიძვირე.

 

„სასტუმროს მფლობელების 80%-ს სესხი აქვს აღებული, დღეს ფაქტობრივად, არ არსებობს სასტუმრო ბიზნესსესხების გარეშე. სწორედ ეს განსაზღვრავს სასტუმროების მაღალ ფასებს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ბაზარზე არსებული კომპანიების დიდ ნაწილს სასტუმროს ინფრასტრუქტურა აღებული აქვს იჯარით, რაც საბოლოოდ გაქირავების ფასზეც აისახება“, – ამბობს შენგელია.

 

ცხადია, ჩვენ სპეციალისტებისთვის არ გვიკითხავს ისეთი სასტუმროების შესახებ, რომლებიც მაგალითად, კახეთში მდებარეობს და ერთი ღამის გატარება შეიძლება, 200 დოლარიც კი დაგიჯდეთ. ასეთ შემთხვევაში სასტუმრო სრულ სერვისს გთავაზობთ, სადაც აუზი, სათამაშო, გასართობი მოედნები და სხვა სერვისები შედის. სტატიაში ჩვენ საშუალო კლასის სასტუმროებში არსებულ სიტუაციას ვარკვევდით, დაახლოებით ისეთს, როგორშიც თავად ვისვენებთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ასე რომ, როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს მოგვიწევს ლოდინი, თუ გვინდა, რომ საქართველოშიც იმავე ფასად დავისვენოთ, როგორც ამას ევროპაში ვახერხებთ. ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ სხვა ქვეყნებში, სხვა ქალაქებში ტურისტული სეზონი ფაქტობრივად, მთელი წელია, რაც ჩვენთვის, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე პრომლემური თემაა.


„ფორტუნა“

თეგები:
ევროპა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up