ჩვენ რომ ბერკეტები გვქონოდა .. - დააწესებდა თუ არა შეზღუდვებს ოპოზიცია?!

ჩვენ რომ ბერკეტები გვქონოდა .. - დააწესებდა თუ არა შეზღუდვებს ოპოზიცია?!

access_time2020-11-30 11:00:17

ილუზიებში ნუ ვიცხოვრებთ, რომ ორ თვეში ყველაფერი გადაივლის და მერე ყველაფერი კარგად იქნება - არაფერიც არ იქნება კარგადჩაკეტვა არის უიმედობის ბოლო წერტილი, როდესაც ახალს  ვერაფერს აკეთებ. მთავრობის მიერ გაწერილია 2 თვიანი ჩაკეტვის გეგმა, მაგრამ არავის წარმოუდგენია გეგმა, რატომ ვიკეტებით და რას გავაკეთებთ ამ ჩაკეტვის დროს,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ სამედიცინო ექსპერტმა და „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ განუცხადა.

 

28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვები დაწესდა , რომელსაც ხალხი ლოქდაუნს უწოდებს, თუმცა მარტის შემდგომ ამ ტერმინის გამეორებას მთავრობამ ტაბუ დაადო და დღევანდელ მდგომარეობას წერტილოვანი შეზღუდვები დაარქვა. აიკრძალა ტრანსპორტი, დაიხურა ობიექტები, კომენდატის საათის დრო გახანგრძლივდა -  მოსახლეობისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, მთავრობის სტრატეგიის არათამიმდევრულობაზე პოზიციებს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიც აქტიურად აჟღერებენ. თუმცა „კომერსანტი“ დაინტერესდა იგივე ბერკეტის მათ ხელში არსებობის შემთხვევაში, რას იზამდნენ თავიანთი კრიზის-მენეჯერული ხედვით კრიტიკულად განწყობილი პოლიტიკური პარტიები და დააწესებდნენ თუ არა იგივე შეზღუდვებს, როდესაც ქვეყანაში ყოველდღიურად კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 4000-ს აჭარბებს.


„სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მთავრობას კრიზისთან გამკლავების გეგმა მარტიდან მიაწოდა, მათივე თქმით, იგივე შინაარსის ბოლო გეგმა პარტიისგან საკოორდინაციო საბჭომ 17 ნოემბერს მიიღო, თუმცა მათ გათვალისწინებაზე მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმებით შემოიფარგლნენ.

 

ამ ფორმით შეზღუდვებს არ დავაწესებდი, ჩვენ ხომ ისედაც შეზღუდვებში ვიმყოფებით , კომენდატის საათი გვაქვს , სამსახურები ონლაინ რეჟიმზეა გადასული, ხლა ტრანსპორტი გავაჩერეთ.  უფრო გონივრული შეზღუდვები მექნებოდა , მაგალითად რესტორანი დახურეს, რესტორანში ხომ ისედაც იყო რეკომენდაციები დაცული - ესე იგი ეს არ სრულდებოდა , ამიტომ, პირველ რიგში ყურადღებას მივაქცევდი , რომ დაწესებული რეგულაციის დაცვა ხორციელდებოდეს.

პარალელურად, გავაძლიერებდი ჯანდაცვის სისტემას - ის ჩავარდნები რაც არის  გავასწორბდი.

ტრანსპორტს კი არ ავკრძალავდი, არამედ დავამატებდი, რომ სიხალვათე ყოფილყო -  მეტროში დამატებით ვაგონს ჩავაბამდი, ამის საშუალებას ჩვენი ინფრასტრუქურა იძლევა. ქალაქში, სადაც საერთოდ საცობი არ ყოფილა, საცობს კი არ შევქმნიდი, რომ მერე გადაჭედილ ტრანსპორტში 40-ის მაგივრად 120 ადამიაი ასულიყო,“ - განმარტავს სერგო ჩიხლაძე.

 

 მთავარი კითხვა, რაც ამ ლოქდაუნის შემდეგ ექსპერტულ წრეებს ამოძრავებს არის ის, თუ რაში გამოიყენებს მთავრობა ამ ორ თვეს?

 

„რომ მოვრჩებით ამ ჩაკეტვას მერე რა იქნება, პარარელურად თუ არაფერი გაკეთდა, კორონა გაქრება? კიდევ უფრო დაზარალებულები რომ გამოვალთ ამ ლოქდაუნიდან, მერე რას ვშვებით?

 


შეზღუდვები არათანმმდევრულია. მაგალითად, რას ემსახურება კომენდანტის საათის 10-დან 9 საათამდე გადმოწევა, ბევრი დეტალი აცდენილია რეალობას.  ერთი თვე ვიკეტებით, შემდეგ წინასაახალლოდ ათი დღე ვიხსნებით, სადაც ხალხი მიაწყდება და 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი იქნება ინფიცირების მაჩვენებელი.

 

როგორ ვაუმჯობესებთ 112-ის მუშაობას, ოჯახის ექიმის მუშაობას, მომიჯნავე სპეციალობების ადამიანების გადამზადებას როგორ ვახდენთ, საწოლფონდის მობილიზაციას როგორ ვახდენთ, გადანაწილება როგორი იქნება,აღჭურვილობა რამდეი მჭირდება, რამდენს დავამატებთ - ასეთი გეგმები საექსპერტო წრეებს გვაქვს მხოლოდ გაგზავნილი. ხუთი ასეთი გეგმა გვაქვს გაგზავნილი,  რომელშიც მე ვმონაწილეობდი.

 

ყველა შეხვედრაზე თავს გვიქნევენ მთავრობის წარმომადგენლები, გვეუბნებიან რომ გამოიყენებენ, კარგია, მაგრამ აგერ უკვე ათი თვე გადის და ვხედავთ, რომ არავის არაფერი  გამოუყენებია.

 

თუ ეკონომიკა მოვკალით და ადამიანები გავაღარიბეთ და პარარელურად ორი თვე თუ არაფრის კეთებაში გაატარა მთავრობამ, როგორც წინა შვიდი თვე, შედეგები იქნება გაცილებით მძიმე, ვიდრე ახლა გვაქვს, როგორც ჯანდაცვის ასევე ეკონომიკის მიმართულებით. ჯანდაცვა არის ეკონომიკის შემადგენელი ნაწილი - თუ ჩვენ ეკონომიკა ჩამოგვეშალა, ჯანდაცვას და საერთოდ ვერც ერთ პაციენტს ვერ ვუშველით,“ - ამბობს სერგო ჩიხლაძე.

 

შეზღუდვების დამანგრეველი ეკონომიკური ეფექტი რომ გარდაუვალია ამაზე ყველა თანხმდება. მთავრობა უსამსახუროდ დარჩენილ მოქალაქეებს 200 ლარიან დახმარებას ჰპირდება, თუმცა ნაციონალურ მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ ბიზნესისთვისაც და მოქალაქეებისთვისაც ხსნის ერთადერთი გზა დონორი ორგანიზაციების მიერ მიღებული თანხების მოსახლეობისთვის დარიგება იქნებოდა, საუბარია ოჯახისთვის მინიმუმ 1000 ლარიან ხელშეწყობაზე.

 

„ერთადერთი სწორი მიდგომა იქნებოდა ადამიანებისთვის თანხის მიცემა და ადამიანი თვითონ გადაწყვეტდა ამ თანხას რაში გამოიყენებდა.

სახეზე გვაქვს დონორი ორგანიზაციების მიერ მოწოდებული თანხების  არაეფექტური და  უხარისხო ათვისება. მთავრობაში ამბობენ, რომ თვითდასაქმებულებს 300 ლარიან დახმარებას დაუნიშნავენ, ხოლო ვინც სამსახური დაკარგა 200 ლარიანს, 6 თვის განმავლობაში.

თვითდასაქმებული არის 1 მილიონი ადამიანი, ამათმა უდიდესმა ნაწილმა პირველი ტალღის დროსაც ვერ მიიღო სახელმწიფოსგან დახმარება, რადგან მოსთხოვეს საბუთების წარდგენა.  მაგალითად ბებო, რომელიც მზესუმზირას ჰყიდის, ვერ  დაგისაბუთებს, რომ არის თვიდასაქმებული.  უამრავი ადამიანია ქვეყანაში, რომელიც მუშაობდა გიდებად, ძიძებად, რომლებსაც არანაირი  საბუთი არ გააჩნიათშესაბამისად ეს ადამიანები ფაქტობრივად  სიღატაკეში რჩებიან.

თანხა, რომელიც სახელმწიფომ გამოყო  1,1 მილიარდი ლარი, რომელიც სოციალური დახმარებების პროგრამაში ჩაიდებოდა, სულ რომ თანაბრად  გაგვეყო მოსახლეობის ნაწილზე, ოჯახზე დახმარება გამოდიოდა ათასი ლარის ოდენობით.

 

თანხის მიცემა მოსახლეობისთვის  არის  ეკონომიკური სტიმულირების რეფორმა - როდესაც ამ ადამიანებმა დაკარგეს სამსახური, თანხის მიცემით ფაქტობრივად  ბაზარზე ასტიმულირებ მოთხოვნის ნაწილს.  თანხას რომ მისცემ ადამიანს, ადამიანები მიდიან და ამ თანხებს  სხვადასხვა ბიზნეს ობიექტებში ხარჯავენ, შესაბამისად ეს ბიზნეს ობიექტები არ კარგავენ შემოსავალს. ბიზნესი იმიტომ კოტრდება, რომ ადამიანს აღარ აქვს ფული, რომ მივიდეს და იყიდოს პირობითად  ის  რასაც  კრიზისამდე ყიდულობდა.

 

ანუ თანხის დარიგება მასიურად 500 000 ოჯახზე სახელმწიფოს დაუჯდებოდა 1,5 მილირდი ლარი, 1,1 მილიარდი  ლარი ისედაც ჰქონდათ  უშედეგოდ გამოყოფილი, ანუ იგივე თანხით ცოტათი მეტით  შესაძლებელი იყო, ფაქტობრივად  ამ სოციალური კატასტროფის  თავიდან აცილება .

 

ადამიანების ქეშით დახმარების შემდეგ, მეორე რეფორმა, კრიზისულკი ეკონომიკის სტიმულირებისთვის, რაც გაერთიანებული ოპოზიციის გეგმის მიხედვით უნდა განხორციელებულიყო, ეს სესხების სუბსიდირებაა.

 

„მოზიდული 10 მილიარდიდან, სამი მილიარდი მიმართული უნდა ყოფილიყო,  ცოტა მეტი 4 მილიარდამდე სესხების პროცენტის სუბსიდირების  ნაწილში, როგორც  ფიზიკური ისე იურიდიული პირებისთვის. რადგან ადამიანმა, რომელმაც  AIRBNB- ზე  სახლი იყიდა იმ პირობით, რომ გაექირავებინა, არაფრით განსხვავდება  პატარა სასტუმროსგან, რომელიც დარეგისტრირებულია, როგორც  ბიზნესი.  საბოლოო  ჯამში ამ პროცენტის დაფინანსებით ჩვენ გადავარჩენდით ამ სექტორებს, რომ ქონება  არ დაეკარგათ  მომდევნო  ერთი წლის  განმავლობაში და  დაუფინანსებდით ამ პროცენტის  ნაწილს.

 ეს  ორი რეფორმა  უნდა გაკეთებულიყო და ამ მთავრობას  არ უნდა „ეფოკუსნიკა“, აგერ  იმას  გაზს დაუფინანსებს, იმას წყალს, თუ  ვინმე თვითდასაქმებულია იმას 300 ლარს მისცემს , სინამდვილეში, ეს არის  არცოდნა იმის, როგორ  ხდება  სწორი  სოციალური პოლიტიკა  ქვეყანაში.,“ - განმარტავს ყიფიანი.

 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up