რატომ ვერ ვითარდება მაღალტექნოლოგიური სტარტაპები საქართველოში

რატომ ვერ ვითარდება მაღალტექნოლოგიური სტარტაპები საქართველოში

access_time2019-10-03 19:00:45

უკვე ოთხ წელზე მეტია, რაც ეკონომიკის განვითარების ქვაკუთხედად ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროს განვითარება სახელდება. ამის დასტურია ყველასთვის კარგად ცნობილ მთავრობის 4 პუნქტიან გეგმაში, ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროს შეყვანაც. სწორედ ამ დარგის განსავითარებლად 2014 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში შეიქმნა სსიპ “ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო”, რომლის მიზანია ქვეყანაში ამ სფეროს ხელშეწყობა და ინოვაციების ეკოსისტემის შექმნა.


სწორედ ამ მიზნით სააგენტომ 2016 წელს, ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები გაატარა, როგორებიც იყო სამართლებრივი რეფორმის განხორციელება, ინოვაციების სფეროში ინოვაციების ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარება, ინოვაციების და მეწარმეობის მხარდასაჭერი საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება, ინოვაციების და მეწარმეობის ტექნიკური მხარდაჭერა.


ამავე წელს შეიქმნა პროგრამა “სტარტაპ საქართველო”, რომელიც თავის მხრივ, ზემოთ ნახსენები მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს. პროგრამა ერთობლივად შემუშავდა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და საპარტნიორო ფონდის მიერ. “სტარტაპ საქართველოში” მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ვისაც აქვს ეკონომიკურად მომგებიანი ახალი ან კარგად გაუმჯობესებული იდეა, რომელიც საინვესტიციო თვალსაზრისით მიმზიდველი და მომგებიანი უნდა იყოს.


ასეთ შემთხვევაში ბენეფიციარს სახელმწიფოსგან შეუძლია თანადაფინანსების მიღება 15 000 დან 100 000 ლარამდე ოდენობით. ასევე, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, წარმატებული პროექტების შემთხვევაში, დამატებითი ინვესტიციების მოსაზიდად პროექტი გაიტანოს და კოორდინაცია გაუწიოს სილიკონის ველზე.


სიტუაცია განსხვავებულია მაღალტექნოლოგიური იდეების შემთხვევაში, ასეთ დროს ფინანსური თანამონაწილეობა არ მოითხოვება. კერძოდ, პროგრამა შედგება ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური კომპონენტისგან. სააგენტო ახორციელებს მაღალტექნოლოგიურ კომპონენტს და აფინანსებს პროექტებს შემდეგი მიმართულებებით: ავიაკოსმოსური წარმოება, ავტომობილები, ხელოვნური ინტელექტი, ბიოტექნოლოგიები, ბიოინფორმატიკა, კომპიუტერული ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერება, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ნანოტექნოლოგიები, ბირთვული ფიზიკა, ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რობოტიკა, ნახევარგამტარები. როგორც უკვე ვახსენეთ თანხობრივი თანამონაწილეობა იდეის ავტორს არ მოეთხოვება და სახლემწიფოს დაფინანსება 100 000 ლარამდეა განსაზღვრული, ასევე სახელმწიფო უზრუნველყოფს პროექტის გაყვანას სილიკონის ველზე.


მაღალტექნოლოგიური პროექტებისა და სტარტაპების დაფინანსების დასავლური მოდელი



საქართველოსგან განსხვავებით, დასავლურ ქვეყნებში სტარტაპების დაფინანსებაში სახელმწიფო თითქმის არ მონაწილეობას. თუმცა, სტარტაპერების მომზადებას სახელმწიფო თითქმის სკოლის ასაკიდანვე იწყებს. კერძოდ, სტარტაპერების მომზადება სკოლის ასაკიდანვე იწყება და პირველ რიგში სტარტაპერების ჩამოყალიბება ხდება პროფესიულ სასწავლებლებში, რომლებშიც სტარტაპერებს როგორც ტექნიკურად, ისე მორალურად საკმაოდ კარგად ამზადებენ, შემდგომი ბიზნესის წარმოებისთვის. შემდეგ მოდის “ენჯელ ინვესტორები” ადამიანები, რომელიც პირველ დაფინანსებას აძლევს სტარტაპს. შემდეგი ეტაპია აქსელერატორის გარემო. აქესლერატორში გამართული მოკლე პრეზენტაციის შემდეგ კომპანიის მთავარ მიზანს წარმოადგენს, წამოიღოს დამატებითი სახსრები, კომპანიის თანამშრომლებისთვის, რეგულარული ერთგვარი, ხელფასის გადასახდელად, რათა ახალგაზრდა კომპანიამ მეტი დრო დაუთმოს პროდუქტზე მუშაობას. ამას მოსდევს, კომპანიის მხრიდან ვენჩურული კაპიტალის მოზიდვა. ვენჩურული ინვესტიციის მოზიდვა არის ერთ-ერთი ბოლო საფეხური “ექსითიმდე”. ვენჩურულ ინვესტიციას ჩვეულებრივი ინვესტიციისგან, გაცილებით მაღალი რისკი განასხვავებს. ასევე, ინვესტორი ინვესტიციის სანაცვლოდ კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ხდება. სწორედ ეს არის ვენჩურული ინვესტიციის მთავარი ხიბლი. ასეთ შემთხვევაში კომპანიის წარმატებით გაყიდვის შემთხვევაში, ანუ “ექსითის” წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ინვესტორი მნიშვნელოვან ბენეფიტებს იღებს. “ექსითის” შემდეგ, ანუ, კომპანიის გაყიდვის შემდეგ კომპანია სტარტაპად აღარ ითვლება და მიიჩნევა, რომ ასეთ შემთხვევაში სტარტაპი შედგა.


პრობლემები და გამოწვევები


ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც დღეს როგორც ინოვაციურ, ისე სტარტაპ ბიზნესს უდგას არის საწყისი კაპიტალის არქონა. სწორედ ის საწყისი კაპიტალი, რომელიც ზემოთ ვახსენეთ “ენჯელ ინვესტორების” სახით. ასეთი ტიპის ტვირთს როგორც წესი, კერძო სექტორი იღებს და აღნიშნული პრობლემა, სხვა უკვე კარგად განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებსაც ედგათ თავის დროზე და მათ ეს პრობლემა ვენჩურული ფონდების საშუალებით გადაჭრეს.


ვენჩურული ფონდი ეს არის ერთგვარად სტარტაპებზე ორიენტირებული საინვესტიციო ფონდი, რომელსაც ჰყავს საკუთარი ექსპერტები, სწორედ ამ ექსპერტების მოვალეობაში შედის სტარტაპის შეფასება. ისინი დეტალურად სწავლობენ სტარტაპ იდეას და თუ იდეა ეკონომიკურად მართლაც, პერსპექტიულია მხოლოდ ამის შემდეგ აბანდებენ ფულს სტარტაპში. თუმცა, ჩვენს რეალობაში როდესაც არც მსგავსი ფონდები არსებობს და არც “ენჯელ ინვესტორები” გვყავს, ძნელია კერძო სექტორი დაარწმუნო სტარტაპ ბიზნესის დაფინანსებაში, რომელსაც როგორც წაგებისთვის განწირულ ბიზნესს ისე განიხილავენ, რაც, ცხადია, არასწორი მიდგომაა.


აღნიშნული პრობლემის მოგვარება, ისევ სახელმწიფომ სცადა, კერძოდ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივით ამოქმედდა საგრანტო კაპიტალის რეფორმა. რომლის მთავარი ამოცანაც, მცირე და მიკრო ბიზნესის დაფინანსება იყო. რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო ბანკის მიერ გაცემული სესხის 70-%-ის გარანტორია და მიმდინარე წლის ბიუჯეტში ამისთვის 20 მლნ ლარია გამოყოფილი.


იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული ინიციატივა ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად უმცირებს ბანკებს რისკებს, ხოლო, მეორე მხრივ, უზრდის მცირე ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, პროგრამას მაინც მრავალი ხარვეზი აქვს და მან არსებითად ვერ შეცვალა სტარტაპ ბიზნესის განვითარების დონე ქვეყანაში.


მთავარი პრობლემა, რომელიც აღნიშნულ რეფორმას გააჩნია, არის 30%-ნი თანამონაწილეობა. პროგრამის მიხედვით სახელმწიფო აფინანსებს მაქსიმუმ 70% -ს, რაც საკმაოდ კარგი პირობაა მცირე ან საშუალო ბიზნესისთვის, მაგრამ არა სტარტაპ ბიზნესისთვის. რომელიც ხშირ შემთვევაში მხოლოდ იდეასა და ბიზნეს გეგმას მოიცავს და 100%-ით დამოკიდებულია ინვესტორის დაფინანსებაზე. მეორე პრობლემა, რომელიც გააჩნია პროგრამას, არის შეზღუდული ბიუჯეტი, რომელსაც პრაქტიკულად არ შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს დაკრედიტების საერთო სურათზე.


ახლა რაც შეეხება მშრალ რიცხვებს : “სტარტაპ საქართველო”-ს პროგრამის მაღალტექნოლოგიური კომპონენტის ფარგლებში წარდგენილი 149 განაცხადიდან, კონკურსის წესით, შეირჩა და დაფინანსდა 20 სტარტაპი. სულ კი “სტარტაპ საქართველო”-ს პროექტზე წარდგენილი იყო 726 განაცხადი, აქედან 149 მაღალტექნოლოგიურ კომპონენტზე.


bfm.ge





რაზე ესაუბრა გახარია საპარლამენტო უმრავლესობას?-პირველი კომენტარი

 რაზე ესაუბრა გახარია საპარლამენტო უმრავლესობას?-პირველი კომენტარი
access_time2019-11-15 20:33:48
ქვეყანას პროპორციული სისტემა ექნება, როგორც ეს გვაქვს კონსტიტუციაში - 2024 წლიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში განუცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, პროპორციული საარჩევნო სისტემა ხარისხობრივად ცვლის...

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს
access_time2019-11-15 19:57:11
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „პირველ რიგში, მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობიდან და პოლარიზაციიდან გამომდინარე, ჩვენი ერთობლივი მონაპოვრის - სტაბილურობის შენარჩუნება არის ჩემი მთავარი საზრუნავი და ხალხის მოთხოვნა. ამ მოთხოვნას ყველამ პატივი უნდა ვცეთ. ჩვენი საზოგადოება გადაიღალა მუდმივი სკანდალებითა და კრიზისებით. მას სჭირდება პერსპექტივის დანახვა...

საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს

საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს
access_time2019-11-15 18:17:34
საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა. ავიაკომპანია Myway Airlines-ის ყოფილმა მეწილემ და კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა თანამოაზრეებთან ერთად კომპანია Aero Georgia Group-ი ჩამოაყალიბა, რომელიც რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს, თუმცა მისი საქმიანობა მაინც ავიაციასთან იქნება მჭიდრო კავშირში. იგორ აფციაური ამბობს, რომ ავიაციის სფეროში მომუშავე საკუთარი კომპანიის დაფუძება დიდი ხანია სურდა. ქართული ავიაკომპანია Aero Georgia Group-ი საქმიანობა...

ეკონომიკა და ლარის კურსი მორიგი დიდი დარტყმის წინაშეა

ეკონომიკა და ლარის კურსი მორიგი დიდი დარტყმის წინაშეა
access_time2019-11-15 19:45:18
20 ივნისის შემდეგ, ქვეყანაში ვითარება 14 ნოემბერს დაიძაბა. სახელმწიფო კიდევ ერთი არასტაბილურობის საფრთხის წინაშეა. პოლიტიკური ვითარება რომ ჩიხშია, ფაქტია. ახლა მთავარია რა ეკონომიკურ ბერკეტს იპოვნის ხელისუფლება, რომ ქუჩის პროტესტმა ეროვნულ ვალუტას და მთლიანად ეკონომიკას მორიგი დარტყმა არ მიაყენოს. ახლა ყველაფერი პროტესტის მასშტაბსა და ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. 2019 წლის 19 ივნისის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,7664 ლარის უტოლდებოდა. 20-21 ივნისს...

რა შეიცვლება 2020 წლიდან თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაში

რა შეიცვლება  2020 წლიდან თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაში
access_time2019-11-15 22:30:57
გერმანული კომპანიის - „გოპა“ სპეციალისტებმა თბილისის მერიის, საჯარო უწყებებისა და სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებს თბილისში „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების“ განვითარების მიმართულებები გააცნეს. მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ცნობით, 2020 წლიდან მერია სატრანსპორტო ნაკადების მართვის კომპლექსურ პლატფორმას ქმნის. იგი ხელს შეუწყობს ტრანსპორტის მენეჯმენტის დახვეწას, გზებზე ტრანსპორტის გამტარიანობის გაზრდასა და საცობების...


მსგავსი სიახლეები

up