რატომ ვერ მუშაობს მთის კანონი - მაღალმთიანი რეგიონებიდან მიგრაცია გრძელდება

რატომ ვერ მუშაობს მთის კანონი - მაღალმთიანი რეგიონებიდან მიგრაცია გრძელდება

access_time2021-07-20 14:00:11

მთაში მოსახლეობას ვერც შეღავათები აჩერებს. მიუხედავად იმისა, რომ  „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის შექმნიდან 5 წელზე მეტი გავიდა, არათუ მოსახლეობა არ ბრუნდება, ვინც დარჩა, ისიც დედაქალაქში ან სხვა დიდ ქალაქში გადასვლას და საცხოვრებელი პირობების შეცვლას ცდილობს.


როგორც ,,კომერსანტთან“ სპეციალისტები განმარტავენ, რეალურად ვერ განვითარდა ტრადიციული დარგები, რომლებიც მთის სოფლებს ჯერ კიდევ შემორჩათ.


როგორც აგროექსპერტი ანზორ მესხიშვილი აცხადებს, არის სოფლები, სადაც მოსახლეობის რაოდენობა ბოლო 20 წლის განმავლობაში 3-ჯერ შემცირებულია.


მდგომარეობის გამოსწორების ერთ-ერთ ფაქტორად მესხიშვილი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას, ასევე რეგიონების ტექნოლოგიურ განვითარებას მიიჩნევს და საუბრობს სხვადასხვა საჭიროებაზე, რაც, მისი თქმით, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი.


,,მოტივაციას სჭირდება სტაბილური ბაზარი, სადაც გლეხი მოყვანილი პროდუქციის გაყიდვას შეძლებს. ამის შესაძლებლობა თითქმის არ არის, უამრავი ქვეყნიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი შემოდის დემპინგური ფასით, მაგალითისთვის, გლეხს თუკი კარტოფილის მოყვანა დაუჯდა 1 ლარი და ჰყიდის 1,20 ლარად, კონკურენციას ვერ გაუწევს თურქულ კარტოფილს, რომელიც ბაზარზე 80 თეთრად იყიდება.

გასული საუკუნის 90-იანი წლების მონაცემით,  საქართველოში არის 4488 სოფელი, აქედან 700 სოფელი მთლიანად დაცარიელდა. მარტო რაჭაში ცხოვრობდა 62 000 ადამიანი და დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 22 000 ადამიანი სახლობს. ანალოგიური მდგომარეობაა მთის თითქმის ყველა რეგიონში. სამწუხაროდ, ვერც  კანონმა იმოქმედა დადებითად, ამიტომ  არა მარტო სოფლები იცლება, დიდი ქალაქების როლიც დაკნინებულია. ვისაც მცირე საშუალება მაინც აქვს, ცდილობს წავიდეს სოფლიდან. 4 საკითხია მოსაგვარებელი, რამაც შეიძლება ამ პრობლემას უშველოს: უნდა ჩატარდეს სასოფლო-სამეურნეო მიწების კონსოლიდაცია, საქართველოს პარლამენტმა მიიღოს მიწის კოდექსი, სოფლის მეურნეობის მიწების მონიტორინგის სააგენტო გახდეს დამოუკიდებელი სტრუქტურა და სასწრაფოდ  აღვადგინოთ მიწის ბალანსის წარმოება. ცხადია, შედეგი მეცნიერების ჩართვის გარეშე ვერ მიიღწევა. ამიტომ მნიშვნელოვანია საკითხის მეცნიერული გადაწყვეტა, სპეციალისტების ჩართვა თუ სად რა არის პრიორიტეტული, რის მიხედვითაც თითოეული რეგიონი უნდა განვითარდეს“, - აცხადებს მესხიშვილი ,,კომერსანტთან“.



რაც შეეხება დაბრუნების სირთულეს, ადგილობრივების ინფორმაციით, თუკი ვინმე დაბრუნდა ან ცდილობს დაბრუნებას მთის რეგიონში, დიდი დაბრკოლებაა საჭირო მუშა ხელის მოძიება, რადგან სამუშაო ძალა თითქმის გასულია სოფლიდან და მეწარმეებს კადრების მოძიება უჭირთ. ამის ერთ-ერთი მაგალითია რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისუბანში მცხოვრები ზვიად მდივნიშვილი, რომელიც  დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დაბრუნდა და ფერმის მოწყობას შეეცადა. სამუშაოები უკვე დაიწყო, საბოლოო ჯამში, დარწმუნებლია, რომ დაფინანსების მიღება არ გაუჭირდება, მაგრამ დიდი პრობლემა დამწყები ფერმერისთვის მუშა ხელის მოძიებაა.


,,მეცხოველეობის რეგიონს წარმოვადგენთ, მაგრამ  პროდუქტის დეფიციტი, განსაკუთრებით რძის და რძის პროდუქტებისა, სოფელში ყოველთვის იგრძნობა. ამიტომ გადავწყვიტე ფერმის გაკეთება, რაშიც მთელი დანაზოგი ჩავდე. ჯერჯერობით საწყის ეტაპზე ვართ, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ვატარებთ, მერე, ალბათ, დაფინანსებაც მოხერხდება, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, ვინ შეიძლება დავასაქმო, მოხუცების გარდა, სოფელში თითქმის არავინ ცხოვრობს. მეზობელ სოფლებშიც დიდად უკეთესი პირობები არ არის, მუშა ხელის დიდი სიმცირეა, სხვა დაბრკოლებას ვერ ვხედავ, ყარაულის აყვანაც კი შეიძლება გამიჭირდეს. სამწუხაროდ, გვიან მივხვდი, რომ დიდ პრობლემას ვაწყდები, რაც ჩემი ბიზნესისთვის შეიძლება  საშიშიც აღმოჩნდეს, ამ პრობლემის მოგვარებაზეა  ფერმის მომავალიც დამოკიდებული“, - უთხრა ,,კომერსანტს“ ახალგაზრდა ფერმერმა.

 

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მთიანი რეგიონების თანაბარი განვითარების და მისი მოსახლეობის ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს მთავრობამ 2015 წელს შეიმუშავა კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“. ამავე წელს შეიქმნა მთის განვითარების ფონდი.


მთის კანონით, მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობისთვის ცხოვრების დონის გაუმჯობესებისა და მთაში ეკონომიკური საქმიანობის წახალისების მიზნით, დაწესდა როგორც სოციალური, ისე საგადასახადო შეღავათები. მთის კანონის დაფარვის ზონაში დასაქმებულები საშემოსავლო გადასახადს არ იხდიან.


2020 წლის მდგომარეობით, საქართველოში მთის სტატუსის მქონე დასახლებათა რაოდენობა 1 796-ს შეადგენდა.


კანონით დადგენილი სოციალური შეღავათებით სარგებლობდა 237 158 ბენეფიციარი, რისთვისაც გაცემულია 224 623 430 ლარი.

 

მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up