რატომ ვერ მივყავართ ველობილიკებს სკოლებამდე

რატომ ვერ მივყავართ ველობილიკებს სკოლებამდე

access_time2021-10-23 14:00:54

თბილსის მერიის დეკლარირებული პრიორიტეტია ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის სტიმულირება. ამ მხრივ, განსაკუთრებით აქტიურობს თავად ქალაქის მერი. ყოფილი სპორტსმენი, თბილისის მოქმედი მერი და მერობის კანდიდატი, კახა კალაძე, სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ვიდეოებს, სადაც ხან ველოსიპედით, ხან სქროლით დადის, რითაც ამტკიცებს, რომ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის მომხმარებელია და  ცდილობს გახდეს მაგალითი სხვისთისაც. პარალელურად, სულ დედაქალაქის ქუჩებში უფრო ხშირად ვხვდებით ველობილიკებს. თბილსის მერია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისას დამატებით თანხას ხარჯავს ველობილიკებისთვის. მათი განმარტებით, ეს კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის პრიორიტეტი გახდეს ველოსიპედები და უარი ვთქვათ მანქანებებზე, რაც პიკის საათებში გაუვალ საცობებს ქმნის დედაქალაქში.

ახალგაზრდების, მომავალი თაობის, ცხოვრების  სპორტული სტილი განათლების სამინისტროს პრიორიტეტებშიც სახელდება, თუმცა. როგორც ჩანს,  საჯარო სკოლები ამისთვის ჯერ მზად არ არის.

მეშვიდე კლასელმა დაჩი ახალაიამ სკოლაში სიარული ველოსოპედით გადაწყვიტა, თუმცა მისი ტრანსპორტის განთავსებაზე პრობლემა შეიქმნა. მოსწავლეს გუშინ 126-ე სკოლის ადმინისტრაციამ ფოიეში ველოსიპედის გაჩერების უფლება არ მისცა იმ მიზეზით, რომ ვერ უზრუნველყოფდნენ მის უსაფრთხოებას. სკოლის დირექციამ ვერ აიღო პასუხისმგებლობა, რომ  სპეციალური ჩამკეტით განთავსებული ორთვალა ტრანსპორტი მოსწავლეს უვნებელი დახვდებოდა. უფრო მეტიც, ეს პასუხისმგებლობა სკოლის ადმინისტრაციამ ვერც მის ეზოში ტრანსპორტის ხეზე მიბმის შემთხვევაში აიღო, თუმცა იქ განთავსების ნება მოსწავლეს ბევრი ფიქრის და მსჯელობის შემდეგ დართო. დაჩის მამამ, ლევან ახალაიამ, ამ ფაქტის შესახებ მისწერა თბილისის მერიასა და განათლების სამინისტროს. უწყებები მშობელს ამ საკითხით დაინტერესებასა და რეაგირებას დაჰპირდნენ.

ამ მაგალითით რომ ვიმსჯელოთ, ფაქტია, რომ სახელისუფლებო გუნდის რგოლებს  კოორდინაცია აკლია და  თანმიმდევრულობა უჭირთ საკუთარი პოლიტიკის განხორციელებაში. ერთი მხრივ, იხარჯება ფული, მაგალითად, ველობილიკების მოწყობაზე, მეორე მხრივ, ამ სიკეთით ვერ სარგებლობს, მაგალითად, მოსწავლე, რომელისთვისაც ორთვალა ტრანსპორტის უსაფრთხო გაჩერება პრობლემაა როგორც სკოლის ეზოში, ისე სკოლის შენობაში. გამოდის, რომ დახარჯული ფულით საქმე ბოლომდე ვერ კეთდება, რაც იმას ნიშნავს, რომ  ბიუჯეტის ფული არამიზნობრივად, გაუაზრებლად, იხარჯება. ამ კითხვებით  თბილისის მერიასა და განათლების სამინისტროს მივმართეთ.

თბილისის მერიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მანანა თოქმაჯიშვილმა დაგვიდასტურა, რომ დედაქალაქის მთავრობის პრიორიტეტებში ნამდვილად შედის ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის ხელშეწყობა, თუმცა, მერია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებს და საკუთარი ეკოპოლიტიკის შესაბამის აქტივობებს სატრანსპორტო მიმართულებით, როგორიცაა ველობილიკების მოწყობა, სქროლების სერვისი თუ სხვა,  ახორციელებს მხოლოდ მუნიციპალირი საკუთრების ტერიტოპრიაზე. თოქმაჯიშვილი ამბობს, რომ სკოლები სახელმწიფო ქონებაა და ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის, შესაბამისად, მათ ტერიტორიაზე მერიას არანაირი უფლება არ აქვს მოაწყოს ველო ან სხვა ეკოტრანსპორტის პარკი. ამ შემთხვევაში, მისი აზრით, ეკონომიკის სამინისტრო, როგორც მესაკუთრე, ხოლო  განათლების სამინისტრო, როგორც მისი განმკარგველი, კოორდინირებულად უნდა მუშაობდნენ.

განათლების სამინისტროში გვითხრეს, რომ დღეს დაჩი ახალაიას 126-ე სკოლის ეზოში ველოსიპედი უსადრთხოების ყველა წესის დაცვით ჰყავს გაჩერებული. უწყებაში თავი მოიწონეს იმით,  რომ პრობლემა მხოლოდ გუშინ შეიქმნა და დღეს უკვე მოგვარებულია: იმ ადგილზე, სადაც ველოსიპედია დაყენებული, ვიდეოკამერის კონტროლი მიმდინარეობს. განათლების სამინისტრო გვიმტკიცებს, რომ  სკოლას სრული პასუხისმგებლობა აქვს აღებული მისი მოსწავლის ველოსიპედის უსაფრთხოებაზე, თუმცა რამდენადაა ეს საკითხი „დალაგებული“ ყველა სკოლაში, ამაზე პასუხი უწყების პრესსამსახურს ამ ეტაპზე უჭირს. ასე რომ, თუ სკოლაში მოსწავლე ველოსიპედით მისვლას გადაწყვეტს, დიდი ალბათობით, დაჩი ახალაიას მსგავსად,  ისიც წააწყდება პრობლემას მის განთავსებაზე, რადგან ამ საკითზე ერთიანი ხედვა სამინისტროს ამ ეტაპზე არ აქვს, ანუ არ არსებობს გარანტია, რომ ყველა სკოლაში, 126-ე სკოლის მსგავსად, წარმატებით  მოგვარდეს ეს პრობლემა. ასე ფიქრის მიზეზს გვაძლევს ის, რომ „ედუ არის ჯიმ“ განათლების სამინისტროს პრესსამსახურს სთხოვა ამ საკითხზე განზოგადებულად სამსჯელოდ ვინმე პასუხისმგებელ პირთან დაკავშირება. გვინდოდა გაგვერკვია, რამდენად მზადაა სკოლები მოსწავლეების ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშესაწყობად და იგეგმება თუ არა ამ მხრივ სკოლების ადაპტაცია, მით უმეტეს, რომ ჯანსაღი წესით ცხოვრება კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება პოსტპანდემიისას, როცა ახალგზარდებშიც და, ზოგადად, საზოგადოებაშიც იმუნიტეტის გაძლიერება გახდება უმთავრესი პრიორიტეტი. გეგმავს თუ არა ამ საქმეში განათლების სამინისტრო და სკოლები რამე წვლილის შეტანას და მონაწილეობის მიღებას, უწყებაში ამაზე საუბარი ამ ეტაპზე არავინ ინდომა.

 


პასუხი კითხვაზე, რატომ არაა ამ დრომდე სკოლების უმრავლესობის მიმდებარედ მოწყობილი  საველოსიპედე ინფრასტრუქტურა (ველობილიკები და ველოსადგომები) და რა იგეგმება ამ მიმართულებით, მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში გაგვცეს. სააგენტოს საგზაო მოძრაობის რეგულირების განყოფილებაში აგვიხსნეს, რომ  ველობილიკების მარშრუტები დგინდება მდგრადი ურბანული მობილობის გეგმის (SUMP) მიხედვით. ამ მარშრუტების დადგენაზე სწორედ ახლა მუშაობს აქტიურად ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო. მათი თქმით, სკოლებთან ველოინფრასტრუქტურა მოეწობა მხოლოდ  მომხმარებელთა მოთხოვნის, რელიეფის, ქუჩის გეომეტრიული პარამეტრების გათვალისწინებით.

 

ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის შესაბამისად, ველო ტრანსპორტის პოპულარიზაციის და ველოინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. კერძოდ, თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის კვლევის (დასრულების ფაზაშია) ფარგლებში შემუშავდება თბილისის საველოსიპედო ქსელის განვითარების პერსპექტივები და დაიგეგმება ერთიანი ველო-ქსელი. ასევე, ქუჩების ახალი დიზაინების შემუშავებისას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა ველო ბილიკის/ველოსიპედის სამოძრაო ზოლის გათვალისწინებას. რა თქმა უნდა, ველოინფრასტრუქტურის დაგეგმვისას ხდება მომხმარებელთა მოთხოვნის, რელიეფის, ქუჩის გეომეტრიული პარამეტრების გათვალისწინება და ინფრასტრუქტურის ამ პარამეტრების შესაბამისად მოწყობა. გარდა ამისა, საერთაშორისო ექსპერტებისა და ორგანიზაციების ჩართულობით მიმდინარეობს ველო-გაზიარების (bike-share) დანერგვაზე მუშაობა. რაც შეეხება, კონკრეტულ სკოლებს და მათთან ველობილიკების მიყვანას, როგორც უკვე აღინიშნა, ველობილიკის დაპროექტება ხდება სხვადასხვა მნიშვნელოვანი პარამეტრების გათვალისწინებით და ასევე, მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნების გათვალისწინებით,“ - განაცხადეს თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საგზაო მოძრაობის რეგულირების განყოფილებაში.

 

სანამ ბავშვებს სკოლებთან გამართული ველოინფრასტრუქტურა დახვდებათ,  მშობლებს რჩებათ კითხვები: რაში გვჭირდება ველობილიკების მოწყობა, თუ ჩვენი შვილები სკოლაში მისასვლელად ვერ გამოიყენებენ მათ იმის შიშით, რომ სკოლებში ვერსად გააჩერებენ თავიანთ ტრანსპორტს? გამოდის, რომ ამ ველობილიკებით სარგებლობა მხოლოდ სასეირნოდაა შესაძლებელი. გვიღირს მხოლოდ „რელაქსისთვის“ ამდენი ფულის გადაყრა მაშინ, როცა კოორდინირებული, წინასწარ დაგეგმილი და გაწერილი გეგმის, ხედვის და პოლიტიკის შემთხვევაში, ბევრი პრობლემა მოგვარდებოდა და საჭირო საქმეც გაკეთდებოდა. როდემდე უნდა იყოს ამ ქვეყანაში ფასადური პოლიტიკა?

 

ცნობისთვის, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, დედაქალაქში ამ დროისთვის დახაზულია 21 კმ. სიგრძის ველობილიკი, რომელიც მოწყობილია შემდეგ ტერიტორიებზე: ი. ჭავჭავაძის გამზირი, პ. მელიქიშვილის ქუჩა, პეკინის გამზირი, მ. კოსტავას ქუჩა (ფილარმონიასთან და პეკინის გამზირიდან გმირთა მოედნამდე), ნ. ბარათაშვილის ქუჩა, ი. ვეკუას ქუჩა, ო. ხიზანიშვილის ქუჩა, მარჯვენა სანაპირო (დედაენის ბაღი), ა. კალანდაძის ქუჩა, ჟ. შარტავას ქუჩა, მარჯვენა სანაპირო (დედაენის ბაღიდან ვახუშტის ხიდამდე), გორგასალის მოედანი (თბოსადგურის მიმდებარედ, ჰესთან), მოსკოვის გამზირი (სკვერი), გლდანი (სკვერი). ამ ეტაპისთვის ველოსადგომების დამონტაჟებისთვის ამ ეტაპისთვის დახარჯულია 8100 ლარი. რაც შეეხება, ველობილიკებს, მათი მოწყობისთვის ცალკეული თანხის გამოანგარიშება მერიაში უჭირთ, რადგან ველობილიკების მოწყობა ძირითადად ხდება ერთიანი ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამოყოფილი საერთო თანხა იხარჯება.


ავტორი ბელა გელაშვილი

წყარო: EDU.ARIS.GE




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up