რატომ ვერ იწყებს „ეარ ჯორჯია“ ტრანსკონტინენტალურ ფრენებს - „სახელმწიფოს არ აქვს შესაბამისი სერთიფიკატი“

რატომ ვერ იწყებს „ეარ ჯორჯია“ ტრანსკონტინენტალურ ფრენებს - „სახელმწიფოს არ აქვს შესაბამისი სერთიფიკატი“

access_time2021-06-18 18:00:00

ქართული ავიაკომპანია „ეარ ჯორჯია“ ტრანსკონტინენტალური ფრენების დაწყებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს.


როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი კოდუა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ამის მიზეზი ის სერტიფიკატია, რომელიც საქართველოს არ გააჩნია. შეგახსენებთ, რომ თბილისიდან ტრანსატლანტიკური და ტრანსკონტინენტალური ფრენების დაწყებას ,,ეარ ჯორჯია“ ივლისიდან აანონსებდა.


„ტრანსკონტინენტალურ ფრენებთან დაკავშირებით სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში დოკუმენტაციის განხილვა გაიწელა. თვითმფრინავი უკვე იტალიაშია საფრენ მდგომარეობაში და დაახლოებით 1 თვეში იქნება თბილისში. თუმცა, მიუხედავად ამისა, ტრანსატლანტიკურ რეისებს უახლოეს ვადაში ვერ დავიწყებთ, რადგან სახელმწიფოს არ აქვს შესაბამისი სერთიფიკატი. ამის გამო, საქართველოდან და საქართველოში ვერ შესრულდება ოკეანის მიღმა რეისები. ცხადია, ეს არ არის იმის გამომწვევი, რომ ვერ ვიფრინოთ სხვა, შორ რეისებზე და გვექნება კიდეც, ჩინეთის და ბანგკოკის მიმართულებით ფრენა. მოლაპარაკება გვაქვს სეულთანაც, სადაც ახლა ფრენები გაჩერებულია პანდემიის გამო, შემდეგ კი ელჩთან მოლაპარაკებით ვგეგმავთ რეისების დაწყებას.



ჩვენ, ვმუშაობთ ევროპული რეგულაციებით, ამაზე ვართ ადაპტირებული და გვაქვს უფლება ევროპაში ვიფრინოთ. აშშ-ს კი სხვა სტანდარტები აქვს, რაც ჩვენ არ გვაქვს. უფლების მოპოვებას შეტანიდან 160 დღე სჭირდება, რასაც ამზადებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. კონკრეტული თარიღები ამ მომენტში განსაზღვრული არ არის, როდის ვიფრენთ ოკეანის მიღმა. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია როდის გავივლით იმ ბიუროკრატიულ ნაბიჯებს, რაც საჭირო აღმოჩნდა. ეს მაქსიმუმ 6 თვეა, თუმცა გვაქვს იმედი, რომ განხილვის მაქსიმალურ ვადას არ გამოიყენებენ და 2-3 თვეში გვექნება შედეგი“ - განაცხადა გიორგი კოდუამ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.


BPN.GE







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up