სოსო ჯაჭვლიანისა და მისი შპს-სთვის ბიუჯეტიდან უსარგებლოდ გაწეული  ხარჯი - თეთნულდის განვითარების ახალი გეგმა 2 წლის მანძილზე ვერ დაამტკიცეს

სოსო ჯაჭვლიანისა და მისი შპს-სთვის ბიუჯეტიდან უსარგებლოდ გაწეული ხარჯი - თეთნულდის განვითარების ახალი გეგმა 2 წლის მანძილზე ვერ დაამტკიცეს

access_time2018-12-03 20:00:00

შპს „თეთნულდი დეველოპმენტი“ უახლოეს თვეებში გაუქმდება. ამის შესახებ bm.ge-ის თავად კომპანიაში განუცხადეს. როგორც შპს „თეთნულდი დეველოპმენტში“ განმარტავენ, კომპანიამ დაასრულა დაკისრებული ვალდებულებები და შესაბამისად, უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში ის შეწყვეტს ფუნქციონირებას.


თემის აქტუალობიდან გამომდინარე, „კომერსანტი“ გთავაზობთ მასალას, რომელიც გამოცემამ რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა.


ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თეთნულდის სამთო–სათხილამურო განვითარების ახალი ფაზის დაწყება  ჯერ კიდევ 2016 წელს დაანონსა. მაშინვე ინფრასტრუქტურის უფრო ეფექტიანი მართვისთვის, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ფარგლებში, სპეციალური შპს-ც შეიქმნა. ახალი სტრუქტურის ხელმძღვანელობა  კი სოსო ჯაჭვლიანს ჩაბარდა, რომელიც იმ დროს „ქართული ოცნების“  მეორე საპარლამენტო არჩევნების სიაში ვერ მოხვდა. 


გასულ წელს ყოფილმა დეპუტატმა „კომერსანტთან“ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც დაიდებოდა თეთნულდის განაშენიანების გეგმა, მისი განვითარებაც დაიწყებოდა.



რა ეტაპზეა თეთნულდის განვითარება?


როგორც აღმოჩნდა, კურორტ „თეთნულდის“ განვითარება ამ დრომდე არ დაწყებულა. მიზეზი, ხელისუფლების მიერ პროექტების განხორციელების დაბალი ტემპია. რეალურად, კი ამით ისევ და ისევ მოსახლეობა ზარალდება. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ფარგლებში, შექმნილი სპეციალური შპს-სა და მისი ხელმძღვანელისთვის გადახდილი სახელფასო ანაზღაურება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული უსარგებლო ხარჯი აღმოჩნდა. იქამდე სანამ, სახელმწიფო სვანეთის, ამ შემთხვევაში კი, თეთნულდის და სოფელ მულახის განაშენიანების რეგულირების გეგმას არ დაამტკიცებს, ვერც სოსო ჯაჭვლიანი და ვერც სხვა პირი, თეთნულდის განვითარებას ვერ შეძლებს.



თავად, სოსო ჯაჭვლიანი, მას შემდეგ,რაც „კომერსანტისგან“ თეთნულდის განვიტარებასთან დაკავშირებული კითხვები მოისმინა არც სატელეფონო ზარებს პასუხობს და არც სმს შეტყობინებებს.




მთის კურორტების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი და ახლა უკვე ეკონომიკის მინისტრის მრჩეველი სანდრო ონოფრიშვილი „კომერსანტთან“ განმარტავს,რომ თეთნულდის განაშენიანების გეგმაზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. გარდა ამისა, თეთნულდში უკვე მოეწყო 5 საბაგირო ხაზი და დარჩენილია 1 ხაზი - რომლის მშენებლობაც დაახლოებით 2 წელში დასრულდება. ონოფრიშვილი აცხადებს, რომ პროექტი საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობებს შორის დადებული ხელშეკრულებით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც 18 მილიონი ევროს ღირებულების სესხია გამოყოფილი.



ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ თეთნულდის სივრცითი მოწყობის გეგმა უკვე მზად არის და ახლა დოკუმენტაციების შეჯერება მიმდინარეობს.უწყებაში ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც გეგმა დამტკიცდება, გადაიგზავნება ადგილობრივ მუნიციპალიტეტში და მას მესტიის საკრებულო დაამტკიცებს.



თეთნულდის განაშენიანების გეგმის დამკიცების მოლოდინში არიან ადგილობრივებიც. სოფელ მულახის წარმომადგენელი სოსო ზურაბიანი აცხადებს, რომ თეთნულდში დღემდე მხოლოდ ნაყარი მიწა გადასწორდა და გამწვანებისთვის ბალახი დაითესა. ზურაბიანი იმედოვნებს, რომ მას შემდეგ, რაც განაშენიანების გეგმა დამტკიცდება და კონკრეტულად განისაზღრება სად რა უნდა გაკეთდეს, ინვესტიციებიც გააქტიურდება და ადგილობრივად ეკონომიკური აღმშენებლობაც დაიწყება.



მესტიის გამგებელი კახა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ კურორტით არაერთი უცხოელი ინვესტორი ინტერესდება, თუმცა, იმის გამო, რომ არ არსებობს გენერალური განაშენიანების გეგმა, მათ ვერაფერს ვერ სთავაზობენ. მისი თქმით, როდესაც ინვესტორს რაღაცას სთავაზობ,ის კანონით უნდა იყოს გამყარებული.



კითხვაზე, რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე თეთნულდის განვითარების გეგმის დამტკიცება,ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ გარკვეული პერიოდის წინ, მათთან გადაგზავნილი იქნა გეგმის ნაწილი, რომელსაც არ ახლდა ეკონომიკური დასაბუთება. სწორედ ეს გახდა გეგმი სამინისტროში დაბრუნების მიზეზი. „დროში გაჭიანურებაც ალბათ ამან გამოიწვია“-განმარტავს ჟორჟოლიანი.



როგორც ცნობილია, საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2017 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ კურორტ თეთნულდის განვითარებაზე მთლიანობაში 100 მილიონი ლარი დაიხარჯებოდა.


თავად სოსო ჯაჭვლიანის ყოველთვიური ანაზღაურება კი, როგორც  „თეთნულდი დეველოპმენტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, 6150 ლარია.  როგორც bm.ge-ს შპს „თეთნულდი დეველოპმენტში“ განუცხადეს, 2017 წლიდან დღემდე სოსო ჯაჭვლიანის დაქირავება სახელმწიფოს 129,950 ლარი დაუჯდა.






ავტორი: სოფო ქსოვრელი 



თეგები:
თეთნულდი



ფონდი „ქართუს“ განცხადება - vali.ge-ს შეფერხება აქვს

ფონდი „ქართუს“ განცხადება - vali.ge-ს შეფერხება აქვს
access_time2018-12-10 20:00:36
ფონდი ქართუ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც კომესანტი უცვლელად გთვაზობთ:  ფონდი ქართუსა და მთავრობის მიერ დაანონსებული სოციალური სოლიდარობის აქტით, ე.წ. „შავ სიაში“ მყოფ 600 000-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს ვალები ჩამოეწერება. ამ ინიციატივის განსახორციელებლად, დღეს, სპეციალური ვებ-ვერდი (vali.ge) ამოქმედდა, სადაც მოქალაქეები საკუთარი მონაცემების გადამოწმებას შეძლებენ. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული აქტის...

2018 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 48%-ით შემცირდა

2018 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 48%-ით შემცირდა
access_time2018-12-10 14:55:46
2018 წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით სულ $322 მილიონი შემოვიდა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48%-ით ნაკლებია. საქსტატის განმარტებით, შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულების ფაზა, ასევე რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში და არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება. რაც...

ახალი წლის ღამეს მთის კურორტებზე სასტუმროს ფასები 260 დოლარიდან 607 დოლარამდე იქნება

ახალი წლის ღამეს მთის კურორტებზე სასტუმროს ფასები 260 დოლარიდან 607 დოლარამდე იქნება
access_time2018-12-10 17:00:00
საქართველოში მთის კურორტების მოქმედი პრემიუმ კლასის სასტუმროები მომხმარებელს საახალწლო პაკეტებს უკვე სთავაზობენ. საახალწლო ღამის გატარება, ტრადიციულად, ჩვეულებრივი დღეებისგან განსხვავდება, რადგან ამ პერიოდში საფასო პოლიტიკა შედარებით მაღალია და მომსახურება უფრო მრავალფეროვანი.   „კომერსანტი“ დაინტერესდა, რა ღირს ახალი წლის გატარება, საქართველოს მთის კურორტების...

მეპურეები პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით მთავრობის ჩართულობას ითხოვენ

მეპურეები პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით მთავრობის ჩართულობას ითხოვენ
access_time2018-12-10 16:00:00
სარეალიზაციო წერტილებში პურის ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა.გაძვირების მიზეზად პურპროდუქტების კომპანიის წარმომადგენლები ფქვილზე ფასის მატებას ასახელებენ. მეპურეთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე, პურის ფასის მატებას ეკონომიკურ საკითხებს უკავშირებს და ამბობს, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდამ გააძვირა ფქვილი და შესაბამისად პური. „ფქვილის ფასის ზრდიდან გამომდინარე იძულებული ვიყავით გაგვეზარდა პურის...

ვებგვერდი www.vali.ge, სადაც 18:00 საათიდან მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადამოწმებას

 ვებგვერდი www.vali.ge, სადაც 18:00 საათიდან მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადამოწმებას
access_time2018-12-10 15:00:09
დღეს, 18:00 საათზე გაეშვება ვებგვერდი www.vali.ge სადაც მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადაამოწმოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს და ხვალ ვებსაიტზე აიტვირთება ბაზები, სადაც წარმოდგენილი იქნებიან „საქართველოს ბანკის „თი-ბი-სი ბანკის და „ლიბერთი ბანკის მომხმარებლები. „ეს...


მსგავსი სიახლეები

up