რატომ ვერ განვითარდა სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ბალტიის ქვეყნების მსგავსად და რა შანსები აქვს საქართველოს

რატომ ვერ განვითარდა სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ბალტიის ქვეყნების მსგავსად და რა შანსები აქვს საქართველოს

access_time2020-11-15 11:00:57

ყარაბაღში საომარი მოქმედებები შეწყდა. სომხეთის მიერ 26 წლის განმავლობაში ოკუპირებლი ტერიტორიების დიდი ნაწილი აზერბაიჯანს დაუბრუნდა. პარალელურად რუსეთმა ე.წ. სამშვიდობოების განთავსებით რეგიონში პოზიციები კიდევ უფრო გაიუმჯობესა.


დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 29 წლის შემდეგ კავკასიის სამივე რესპუბლიკა კვლავ ღარიბ და კონფლიქტურ ზონებად რჩება. ბალტიის ქვეყნების განვითარების გზის არჩევის შემთხვევაში სიტუაცია აბსოლუტურად განსხვავებული იქნებოდა.


80-იანი წლები მიწურულს და 90-იანი წლების დასაწყისში რუსეთმა რეგიონში დიდი ხნით ადრე ჩაწყობილი ნაღმები მოიყვანა მოქმედებაში. საქართველოს შემთხვევაში პუტჩსა და კანონიერი ხელისუფლების დამხობას ცხინვალისა და აფხაზეთის ომები მოჰყვა, რის შედეგადაც აღნიშნული ტერიტორიების დიდ ნაწილზე უკვე 1993 წელს დაიკარგა კონტროლი. დაიღუპა 25 000-მდე ადამიანი, 300 000-მდე კი საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა. 1991-1994 წლებში შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 70%-ით შემცირდა, ეს მაშინ როცა 1939-1945 წლებში კაცობრიობის არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდ ომსი დამარცხებული გერმანიის ეკონომიკა მხოლოდ 50%-ით შემცირდა. სხვაობას - 20%-ს დიდი მნიშვნელობა აქვს. 50%-იანი ვარდნის შემთხვევაში საწყის ნიშნულზე დაბრუნებას ეკონომიკის გაორმაგება სჭირდება, 70%-იანი ვარდნის შემთხვევაში 3.3-ჯერ გაზრდა. სწრაფი 10%-იანი ზრდის შემთხვევაში განახევრებული ეკონომიკა 7 წელიწადში არგება, 70%-ით შემცირებული 15 წელიწადში. 5%-იანი ზრდის შემთხვევაში განახევრებული ეკონომიკა 15 წელიწადში, 70%-ით შემცირებული - 25 წელიწადში. ოფიციალურ სტატისტიკაში საბჭოთა რეალობა გათვალისწინებული არ არის, სადაც ადამიანთა დიდ ნაწილს სხვა არაოფიციალური ე.წ. ლევი შემოსავალიც გააჩნდათ, რომლის დაკარგვის შემდეგაც, რეალური ეკონომიკური ვარდნა კიდევ უფრო მასშტაბური აღმოჩნდა. ოფიციალურადაც კი 2010 წლის მუდმივ ფასებში დათვლით 1985 წლის დონეს - $4905-ს ერთ სულ მოსახლეზე საქართველომ მხოლოდ 2019 წელს გაასწრო და 2020 წელს კორონა-კრიზისის შედეგად ძველი ბარიერი ახალი დასაძლევი გახდება.

 

უკეთესი მდგომარეობა არც მეზობელ სახელმწიფოებშია. 1988 წელს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაწყებული კონფლიქტი განახლდა. 6 წელიწადში ომს 38 000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სომხეთმა რუსეთის დამხარებით ყარაბღისა და მის გარშემო მდებარე 7 რაიონის ოკუპაცია მოახდინა. 1994-2019 წლებში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მრავალგზის დარღვევის შედეგად კიდევ 3500 ადამიანი დაიღუპა. 2016 წელს აზერბაიჯანმა ტერიტორიის 2-3 პროცენტის დაბრუნება შეძლო. ვითარება რადიკალურად 2020 წელს შეიცვალა. მოსკოვმა ბაქოს მწვანე შუქი აუნთო და სომხეთის არმია აზერბაიჯანულ უპილოტოებთან უძლური აღმოჩნდა. ოკუპირებული ტერიტორიის ნაწილი აზერბაიჯანმა ბრძოლით დაიბრუნა, ნაწილი დეკემბრამდე შეთანხმების ძალით გადაეცემა. არაღიარებული რესპუბლიკის დედაქალაქ სტეპანაკერდის ტერიტორიაზე 1960 რუსი ე.წ. სამშვიდობო განთავსდება. მათვე ეყოლებათ 90 ერთეული ჯავშანტექნიკა. ნახიჩევანი ექსკლავი აღარ იქნება და დანარჩენ აზერბაიჯანს პირდაპირ დაუკავშირდება, ამისთვის ირანის ტერიტორიის გადაკვეთა საჭირო აღარ იქნება. ოფიციალური მონაცემებით ომს 1221 სომეხეი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, აზერბაიჯანი მონაცემებს არ ასაჯაროვებს. არაოფიციალური მონაცემებით ორივე მხრიდან მსხვერპლი 5000-ს აჭარბებს.


მართალია 26 წლის წინ სომხეთმა „გაიმარჯვა“ მაგრამ ეს გამარჯვება ძალიან ძვირად დაუჯდა. აზერბაჯანთან და თურქეთთან არამხოლოდ პოლიტიკური, ეკონომიკური ურთიერთობებიც შეწყდა. თუ პადემიამდე რუსეთი საქართველოსთვის #2 სავაჭრო პარტნიორი იყო და ყოველჭლიურად საზღვარს 1 მლნ-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე კვეთდა, მსგვასი რამ წარმოუდგენელი იყო სომხეთ-აზერბაიჯანისა და სომხეთ-თურქეთის შემთხვევაში. კავკასიის ყველაზე პატარა რესპუბლკა, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნდა, მთლიანად რუსეთზე დამოკიდებული აღმოჩნდა.


ომის შედეგით ყველაზე მეტად მოგებული რუსეთი დარჩა. ქვეყანას რომელსაც უკვე აქვს 2 იკანონო ბაზა საქართველოში და 1 ლეგალური სომხეთში, ახლა თავისი სამხედრო კონტიგენტის განთავსების უფლება აზერბაიჯანისგანაც მიიღო. სომხეთს კი დაანახვა, რომ მომავალსი მცირე ურჩობასაც არ აპატიებს. ზავის ოფიციალური დოკუმენტის მიღმა რა კულუარული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ფართო საზოგადოებისთვის დიდი ხნით კიდევ საიდუმლოდ დარჩება. რუსეთისა და თურქეთის გარდა პროცესები ირიბად საქართველოსაც შეეხო. ომის დაწყებამდე 6 დღით ადრე ალიევმა საქართველოს საჯაროდ მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ივლისის კონფლიქტის დროს თბილისმა სომხეთისთვის ტრანზიტული სამხედრო ტვირთების გატარებაზე უარი განაცხადა. ომის დაწყებამდე 3 დღით ადრე საქართველოს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი ეწვია. ომის დაწყებიდან 10 დღის შემდეგ კახეთში მართვადაკარგული 2 აზერბაიჯანული უპილოტო ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაზარალებულა. კიდევ უფრო მეტი გავლენა საქართველოზე შესაძლოა რეგიონში ძალთა ბალანსის ცვლილებამ გამოიწვიოს.



აზერბაიჯანიდან თურქეთამდე უმოკლესი გზა სომხეთზე გადის. რომ არა კონფლიქტი, ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი, შაჰ-დენიზის გაზსადენი და ბაქო-ყარსის რკინიგზა საქართველოს ნაცვლად სომხეთზე გაივლიდა. მხოლოდ ნავთობსადენით 14 წლის გამავლობაში საქართველოზე 3.41 მლრდ ბარელმა გაიარა. ტრანზიტის საფასურად იაფ გაზს ვღებულობთ. მილსადენების მშენებლობის პროცესში საქართველოში საქართველოში რამდენიმე მლრდ აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, საიდანაც აზერბაიჯანის წილი $2.8 მლრდ-ს შეადგენს. საქართველო ამ ყველაფერს ეთიშებოდა და ერთი შეხედვით, ყარაბაღის კონფლიქტი პრაგმატულად საქართველოსთვის კარგიც კი იყო, მაგრამ ესმხოლოდ ერთი შეხედვით. კეთილმეზობლური და პარტნიორული ურთიერთობის შემთხვევაში, სამივე ქვეყნისთვის საერთო ეკონომოკური სარგებელი დღევანდელთან შედარებით, გაცილებით მეტი იქნებოდა. ალტერნატიულ რეალობაში, სადაც არც პუტჩი მომხდარა საქართველოში,არც აფხაზეთისა და ყარაბაღის ომები და სამივე სახელმწიფოს ერთმანეთთან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები გააჩნია მაშინ ცხოვრების დონე სამივე სახელმწიფოში არსებულთან შედარებით რამდენჯერმე მეტი გამოდის. პოლიტიკური დაძაბულობა, რუსული საფრთხე, არაკვალიფიციური კადრები, სასამართლოში არსებული პრობლემები უცხოურ ინვესტიციებს 80-90 პროცენტით ამცირებს.


საბჭოთა კავშირის წევრობა ნამდვილად იყო სასჯელი, თუმცა არა განაჩენი, რაც წლების წინ ბალტიის სამმა სახელმწიფომ დაამტკიცა. მათ პროგრესს ძირითადად 2 ახსნას უძებნიან:1) სამივე მათგანი კონტინენტურ ევროპასთან ბევრად უფრო ახლოსაა ვიდრე საქართველო, მაგალითად თუ თბილისიდან ბერლინამდე პირდაპირი მანძილი 2635 კილომეტრია, ტალინიდან ბერლინამდე 2.5-ჯერ ნაკლები 1040 კილომეტრია. 2) საბჭოთა რუსეთმა ბალტიის ქვეყნების ანექსია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან შედარებით 19-20 წლით გვიან 1940 წელს მოახდინა, მათ ნაკლები დრო გაატარეს ტყვეობაში და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ადამიანები რომლებსაც კარგად ახსოვდათ გასაბჭოებამდე არსებული სამშობლო ჯერ ისევ ცოცხლები იყვნენ. ორივე ახსნა მართებულია, თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ესტონეთის პირველი ანექსია რუსეთმა ქართლ-კახეთზე თითქმის 1 საუკუნით ადრე 1710 წელს მოახდინა. ესტონეთსა და ლატვიაში ეთნიკური რუსების წილი 25%-ს აღწევს და ალბატ რომ არა ნატოს წევრობა 2004 წლიდან რუსეთი მინიმუმ შეეცდებოდა „ჩაგრული თანამემამულეების დაცვას.“


სამართლიანობა მოითხოვს აღინისნოს, რომ დასავლეთი ბალტიის ქვეყნებს საბჭოთა კავსირის შემადგენლობაში არასდროს ცნობდა და მათი დამოუკიდებლობა გამოცხადებისთასნავე აღიარა, მაშინ როცა საერთაშორისო თანამეგობრობამ საქართველოს დამოუკიდებლობის დეიურედ ცნობა მხოლოდ 1991 წლის დეკემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი ოფიციალურად დაიშალა, არადა იმპერიიდან გასვლის უფლება სახელმწიფოებს საბჭოთა კონსტიტუციითაც გააჩნდათ და 31 მარტის რეფერენდუმზე საქართველოს დამოუკიდებლობას ხმა ამომრჩეველთა 99%-მა დაუჭირა, მათ სორის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონშიც. ამ არაჯანსაღმა პოლიტკორექტულობამ მოსკოვს სამხრეთ კავკასიაში მოქმედების საშუალება გაუმარტივა, მაგრამ ბალტიის ქვეყნების განვითარება მათი აღიარებით არ დასრულებულა.


ესტონეთმა საკუთარი ეროვნული ვალუტა ესტონური კრონა მიმოქცევაში 1992 წლის ივნისში გაუშვა და ის გერმანულ მარკას მიაბა. არარენტაბელური საწარმოები დაიხურა და დანარჩენის პრივატიზაცია 90-იან წლებშივ განხორციელდა. პარალელურად ტარდებოდა მტკივნეული მაგრამ ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი რეფორმები, ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად აუცილებელი იყო სუბსიდიებზე უარის თქმა, პოპულარულ სუბსიდიებზე უარის თქმისთვის პოლიტიკური ნება. ესტონეთმა გამოიჩინა პოლიტიკური ნება. 1994 წელს ქვეყანა უკანაკნელმა რუსმა ჯარისკაცმა დატოვა. 2003 წელს ესტონეთმა მსოფლიოს Skype აჩუქა, რომელიც სოციალური ქსელების განვითარებამდე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა.


მეტ-ნაკლებად მსგავსი გზა განვლეს ლიეტვუამ და ლატვიამაც. 2004 წლიდან სამივე მათგანი ნატოსა და ევროკავშირის წევრი გახდა. განვითარების დონით ახლა ეს ქვეყნები არათუ პოსტსაბჭოთა ზოგიერთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსაც კი უსწრებენ. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთად შედარებით კი განსხვავება უფრო მკაფიოდ ჩანს.

სხვაობა მხოლოდ შემოსავლებში არ არის, ბალტიის სახელმწიფოები, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს პრაქტილკულად ყველა პარამეტრით აღემატებიან. ცხრილსი ერთადერთი გამონაკლისი აზერბაიჯანის ექპორტია, რომლი მიხედვითაც ის ლატვიასა და ესტონეთზე წინაა, თუმცა ამის მიზეზი წიაღისეულია. $19.5 მლრდ-დან $15 მლრდ-ზე მეტი ნავთობსა და გაზზე მოდის.


 

საქართველო

სომხეთი

აზერბაიჯანი

ლიეტვუა

ლატვია

ესტონეთი

ფართობი (ათასი კმ2)

69.7

29.7

86.6

65.6

64.6

45.2

მოსახლეობა (მლნადამიანი)

3.7

2.9

10.1

2.7

1.9

1.3

მშპ 1 სულმოსახლეზე (აშშდოლარი)

4800

4600

4800

19500

17800

23700

მშპ 1 სულმოსახლეზე PPP (აშშდოლარი)

15600

14200

15000

38200

32200

38800

ექსპორტი (მლრდაშშდოლარი)

3.8

2.6

19.5

33

15.7

16

სიცოცხლისსაშუალოხანგძლივობა (წელი)

74

75

73

76

75

78

ადამიანურიგანვითარებისინდექსი -HDI (პოზიცია)

70

81

87

34

39

30

 

დღეს უკვე აღარც 90-იანი წლებია, აღარც 2000-იანი და აღარც 10-იანი, რუსეთი ახლა უფრო ძლიერია ვიდრე 30 ან 15 წლის წინ იყო. ალბანეთი ნატოს წევრი 2009 წელს გახდა, მონტენეგრო 2017 წელს, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონია 2020 წელს. საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე (MAP) 2008 წელს ეთქვა უარი. მიზეზი მარტივია საქართველოსგან განსხვავებით რუსეთი ალბანეთის მეზობელი არაა.


ყარაბაღში ომის დასრულება მხარეთა შერიგებას არ ნიშნავს. რუსეთი პოზიციებს იმყარებს და საქართველოს მასში ჩარევის და ბალტიის ქვეყნების მოწყობის მოდელის შექმნის ბერკეტი არ გააჩნია. თუმცა განვითარების შანსი ინდივიდუალურადაც არსებობს, მათ შორის რთულ რეგიონშიც, მსგავსი პრეცენდენტები არსებობს. სამხრეთ კორეა 60 წლის წინ უფრო ღარიბი იყო ვიდრე საქართველო 25 წლის წინ.


გიორგი ელიზბარაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up