რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება ბიუროკრატიული აპარატის შემცირებას?

რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება ბიუროკრატიული აპარატის შემცირებას?

person access_time2016-06-22 14:10:52

ბიუროკრატიული აპარატის შემცირების საკითხი ისევ აქტუალურია. ბოლო თვეების განმავლობაში საკითხი მუდმივი განხილვის საგნად იქცა, არამარტო ექსპერტებისა და ოპოზიციის, არამედ თავად ხელისუფლების მხრიდანაც.


ბიზნესმენების ნაწილი ამ პრობლემაზე უკვე წლებია საუბრობს, თუმცა, ბიუროკრატიული აპარატის შემცირების საჭიროება დღის წესრიგში იმ ბიზნესმენებმაც დააყენეს, რომლებსაც მანამდე ამ თემაზე საჯაროდ არ უსაუბრიათ.


როგორც „თიბისი ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, ძალიან ბევრი სამინისტრო აბსოლუტურად ზედმეტია და აპარატის შემცირებაა საჭირო.

ჩემი აზრით, ძალიან ბევრი სამინისტრო აბსოლუტურად ზედმეტია და აპარატის შემცირებაა საჭირო. ასეთ პატარა ქვეყანას სწრაფი გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოები სჭირდება. დღევანდელ შეხვედრაზე ყველანი კიდევ ერთხელ შევთანხმდით, რომ ეს ქვეყანა ჩვენია და თუ შენს გარშემო ხალხი ბედნიერი არაა, არაფერს, არც ფულს, არც თანამდებობას ფასი არ აქვს. არ შეიძლება, ჩაკეტილ ეზოში ბედნიერი იყო, თუ შენი სამეზობლო, სანათესაო და მთლიანად ხალხი ბედნიერი არაა”, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ რამდენიმე დღის წინქორთიარდ მარიოტშიგამართულ კონფერენციასთან დაკავშირებით.


კომპანია „თეთრი ქუდის“ გენერალური დირექტორი ვანო იოსელიანი აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ სახელმწიფო კადრების ოპტიმიზაციას განახორციელებს. თუმცა, ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ეს კონკრეტული რეგულაციების  აბსოლუტურად გაუქმების ხარჯზე არ უნდა მოხდეს.

„ცოტა საფრთხილო საკითხია. გვახსოვს, რომ დაახლეობით 10 წლის წინ სრულად გაუქმდა სამშენებლო ზედამხედველობა, სურსათის უვნებლობა, ფიტოსანიტარული სამსახურები და ამან სავალალო მდგომარეობაში ჩააგდო ქვეყანა 10 წელიწადში, როცა მთლიანად მოიშალა რეგულაციები. ამიტომ ასე ცალსახად რამის გაუქმების მომხმრე არ ვარ, უნდა დაითვალოს და ოპტიმიზაცია მოხდეს კადრებისა და სამსახურების“,- აცხადებს ვანო იოსელიანი.



ბიზნესმენისთვის უფრო მისაღებია სამინსიტროების ან სსიპ-ების გაერთიანება, როგორც ეს გასულ წლებში იგეგმებოდა.


„ძველ მთავრობას ჰქონდა გეგმა რამდენიმე წლის წინ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო უნდა გაუქმებულიყო და ეკონომიკის სამინისტროსთან გაერთიანებულიყო. რაც ნაკლები ბიუროკრატია და ნაკლები სამინისტრო იქნება და რაც ნაკლები ადმინისტრაციული ხარჯი იქნება  ბიუჯეტიდან, უკეთესი იქნება. მე მხოლოდ მივესალმები ასეთ პოლიტიკას“,- აცხადებს ვანო იოსელიანი.


ის, რომ სამინისტროების ოპტიმიზაცია შესაძლებელია, რამდენიმე თვის წინ ვიცეპრემიერმა კახა კალაძემაც აღიარა. ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ თემის განხილვა მთავრობაში მიმდინარეობს და მომავალში შესაძლებელია მოხდეს გარკვეული ოპტიმიზაცია.

"მინდა გითხრათ რას საუბრობენ ჩვენთან გუნდში, რას საუბრობს პრემიერ-მინისტრი - სამომავლოდ შესაძლებელია მოხდეს გარკვეული ოპტიმიზაცია. თუ რა სამინისტროები და როგორ განხორციელდება ეს ყველაფერი, ამას სჭირდება კარგი ანალიზის გაკეთება. რეალურად, იმ მდგომარეობის და რეალობის შეფასება, რა მდგომარეობაშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია, თუმცა რამდენი სამინისტრო დარჩება და რომელი სამინისტრო მოხვდება ოპტიმიზაციის გეგმებში, ამის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი", - განაცხადა კახი კალაძემ. 


მიუხედავად რამდენიმე თვის წინ დაანონსებული ცვლილებებისა, ამ საკითხზე ჯერჯერობით ისევ არაფერია ცნობილი. ეკონომისტები კი მიიჩნევენ, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება, რადგანაც სახელმწიფო აპარატის შემცირება მტკივნეული საკითხია საჯარო უწყებებში დასაქმებული ადამიანებისთვის.


იქამდე, კი სანამ ადმინისტრაციული ხარჯები საკმაოდ მაღალია,  ხელისუფლებას სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად ფული არ რჩება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2016 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო მმართველობა ყველაზე მაღალანაზღაურებადი სფეროების სამეულშია. პირველ ადგილს ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასით საფინანსო სექტორი იკავებს, მეორე ადგილზე მშენებლობის სფეროა, მესამე ადგილზე კი - სახელმწიფო მმართველობა. ამის პარალელურად ყველაზე დაბალი ანაზღაურება განათლების სექტორშია, რომელიც ხელისუფლებას პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული.


როგორც ამ საკითხზე საუბრისას რამდენიმე დღის წინ „კომერსანტს“ ეკონომისტმა ეკა გეგეშიძემ განუცხადა, მთავარი პრობლემა არა ხელფასების ოდენობა, არამედ საჯარო სამსახურში დასაქმებულთა რიცხვია. სპეციალისტმა აღნიშნა, რომ განათლებაში ერთმნიშვნელოვნად მაღალი ხელფასები უნდა იყოს, თუმცა, ამას საქართველოს ბიუჯეტი ვერ გასწვდება.


მისი შეფასებით, სახელმწიფომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და ან შეამციროს თანხები კონკრეტული მიმართულებებით, მაგალითად ჯანდაცვის ბიუჯეტი, ან შეამციროს საჯარო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი და გამოთავისუფლებული თანხა სწორედ განათლებისკენ მიმართოს.

 

ეკა გეგეშიძე ამბობს, რომ განათლების სისტემაში 70 ათასამდე მასწავლებელი მუშაობს და მათ დაბალ ხელფასს სწორედ დიდი რაოდენობა განაპირობებს. სწორედ ამიტომ, სპეციალისტი მიიჩნევს, რომ თანხებისა და კადრების ოპტიმიზაციაა საჭირო.




ომბუდსმენმა „ბოლტი“ გაფიცული კურიერების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა

ომბუდსმენმა „ბოლტი“ გაფიცული კურიერების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა
access_time2021-06-15 19:18:56
საქართველოს სახალხო დამცველმა „ბოლტის“ გაფიცული კურიერების საქმეზე დისკრიმინაცია დაადგინა და კომპანიას მიმართა რეკომენდაციით, დაუყოვნებლივ აღუდგეთ განმცხადებლებს აპლიკაციაზე წვდომა. ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ 15 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი: „2021 წლის 14 ივნისს სახალხო დამცველმა შპს „ფუდლს“ („ბოლტი“) გაფიცული კურიერების მიმართ განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციით მიმართა. კურიერების ინტერესებს სახალხო დამცველის...

GASTRONOME – მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო დელიკატესების გასაცნობად

GASTRONOME – მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო დელიკატესების გასაცნობად
access_time2021-06-15 21:00:27
თბილისში Gastronome-ის ოთხი მაღაზიაა. როგორც Gastronome-ის აღმასრულებელი დირექტორი თამარა ჯავახაძე ამბობს, ოთხივე ფილიალს გააზრებული სტილისტური ერთგვაროვნებაც აქვს და, იმავდროულად, თითოეულ ობიექტს ინდივიდუალური შტრიხებიც გამოარჩევს. თამარა  ჯავახაძე:   გვინდოდა, შთამბეჭდავი ექსტერიერი გვქონოდა. მოგეხსენებათ, ყურადღება მანამდე უნდა მიიქციო, სანამ მომხმარებელი შემოვა, ამიტომაც არის ასე საგულდაგულოდ დამუშავებული ფასადიც და ინტერიერიც...

15 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა

15 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა
access_time2021-06-15 18:00:42
15 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 10 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 15 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა და 3.1751 ლარი გახდა (ეს კურსი 16 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

უკრაინაში საგადასახადო ამნისტია გამოცხადდა

უკრაინაში საგადასახადო ამნისტია გამოცხადდა
access_time2021-06-15 17:28:55
უკრაინის უმაღლესმა რადამ მეორე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა საგადასახადო ამნისტიის კანონპროექტი. კანონის თანახმად, მოქალაქეებს, რომლებიც თავს არიდებდნენ გადასახადების გადახდას, სასჯელი აღარ დაეკისრებათ, თუ თავის შემოსავლების დეკლარირებას მოახდენენ. უკრაინის პარლამენტის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საგადასახადო ამნისტია შეეხება ვალუტას, გარდა ნაღდი ფულისა, ფასიან ქაღალდებს, ასევე უკრაინასა და საზღვარგარეთ არსებულ მოძრავ და უძრავ ქონებას....

„თელმიკო“ „თელასის“ ნაცვლად - მომხმარებლის დამატებით უფლებები ელენერგიის ახალ საცალო ბაზარზე

„თელმიკო“ „თელასის“ ნაცვლად - მომხმარებლის დამატებით უფლებები ელენერგიის ახალ საცალო ბაზარზე
access_time2021-06-15 15:00:59
მთელი საქართველოს მასშტაბით, 1–ლი ივლისიდან საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე  საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება. თბილისში სს „თელასის“ ნაცვლად ელექტროენერგიის მიმწოდებელი „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“   (თელმიკო) იქნება, ხოლო  რეგიონებში სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ნაცვლად კომპანია „ეპ ჯორჯია მიწოდება“ იქნება. აღსანინავია, რომ არ იცვლება  სამომხმარებლო ტარიფი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების...


მსგავსი სიახლეები

up