რატომ ვერ ასრულებენ სავაჭრო ომს აშშ და ჩინეთი?

რატომ ვერ ასრულებენ სავაჭრო ომს აშშ და ჩინეთი?

access_time2019-08-09 20:00:48


აშშ და ჩინეთი, რომლებიც ჩართულები არიან მწვავე სავაჭრო ომში, ვერ აღწევენ შეთანხმებას, რადგანაც მათ შორის უთანხმოება ეხება ისეთ პრინციპულ საკითხებს, რომლებზეც კომპრომისი შეუძლებელია.


თეთრი სახლის სავაჭრო მრჩევლის პიტერ ნავაროს თქმით, ჩინეთმა უნდა შეწყვიტოს „7 სასიკვდილო ცოდვის ჩადენა“ - ესაა იუანის ხელოვნური დევალვაცია, უცხოელი ინვესტორების იძულება ტექნოლოგიების გადაცემაზე, ინტელექტუალური საკუთრების ქურდობა, დემპინგი ამერიკულ ბაზრებზე, სახელმწიფოს მიერ ჩინური კომპანიების სუბსიდირება და ნარკოტიკული საშუალების ფენტანილის წარმოება და გაყიდვა შტატებში.


ჩინელი მაღალჩინოსნები არ აზუსტებენ თავიანთ პოზიციას ამ 7 ცოდვის თაობაზე და ადანაშაულებენ ვაშინგტონს უკვე მიღწეული შეთანხმებების შეუსრულებლობაში და მოლაპარაკებების ჩაშლაში.


სავაჭრო ომი მტკივნეულად ურტყამს ჩინეთს, რომლიც სავაჭრო ბრუნვა შტატებთან შეაგდეს 633 მლრდ. დოლარის - მეტია მხოლოდ ევროკავშირთან - 682 მლრდ.


ამერიკული სანქციების გამო ჩინეთის ეკონომიკის ზრდა ჩამოვიდა 6%-დე - ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 28 წლის მანძილზე. 2019 წელს ასევე 13%-ით შემცირდა ახალი კურსდამთავრებულებისთვის სამუშაო ადგილების რაოდენობა ბიზნესში, ხოლო იგივე მაჩვენებელი სახელმწიფო კომპანიებში - 19%-ით.


თუმცა, აშშ-ს ყველა მოთხოვნას პეკინის ვერაფრით შეასრულებს - პეკინში მუდმივად აღნიშნავენ, რომ არსებობს „წითელი ხაზები“, რომლებზეც გადაბიჯება გამორიცხულია. მაგალითად, კომპანიების სუბსიდირებაზე უარის თქმა, რაც მოითხოვს წლების მანძილზე გამომუშავებული ქვეყნის განვითარების მოდელის შეცვლას.



ჩინეთისთვის ასევე მიუღებელია აშშ-ს პირობა, რომ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც კი ტარიფების ნაწილი შენარჩუნდება პეკინის მხრიდან მისი პირობების შესრულების გარანტირებისთვის - ამას ჩინეთი მიიჩნევს დამცირებად და ეროვნული ინტერესების ღალატად. ამ პირობას პეკინი არასდროს დათანხმდება.


ამერიკასაც აქვს დანაკარგები - განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტიორებს. პეკინში იმედოვნებენ, რომ აგრარული ლობი შტატებში მოახდენს გავლენას დონალდ ტრამპის პოზიციებზე, რადგანაც ფერმერები წარმოადგენენ მისი ელექტორატის სერიოზულ ნაწილს.


თუმცა, ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგანაც სავაჭრო ომი არის საკითხი, რომელშიც არსებობს კონსენსუსი რესპუბლიკელებს და დემოკრატებს შორს - მეტიც, კონგრესში დემოკრატების ლიდერმა ჩაკ შუმერმა მოუწოდა ტრამპს იყოს მაქსიმალურად მტკიცე.


„ძალა არის ჩინეთის დამარცხების ერთად-ერთი საშუალება. არ უნდა მივცეთ ჩინელებს მათი სურვილების ორი მესამედი და რამდენიმე თვეში ისინი თვითონ მოვლენ რეალური კომპრომისებით,“ - მიიჩნევს შუმერი.


ეს კონფლიქტი ორივე მხარისთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი - აშშ-სთვის ეს არის გლობალური ტექნოლოგიური ლიდერობის შენარჩუნების საკითხი და ვერანაირი საპრეზიდენტო არჩევნები და ფერმერების უკმაყოფილება ვერაფერ შეცვლის.



ჩინეთისთვის აშშ- მიერ წამოყენებული პირობები ნიშნავს პირიქით, გლობალურ ტექნოლოგიურ ლიდერობაზე უარის თქმას, რაც ასევე დაუშვებელია პეკინისთვის.


ამ ეტაპზე შემრიგებლური პოზიციებით გამოდის მხოლოდ ბიზნესი. აშშ-ში სავაჭრო ომის წინაამღდეგ გამოვიდნენ უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიები, რაც ბუნებრივია - მაგალითად, Huawei-ს წინაამღდეგ შემოღებული სანქციების გამო ამერიკულმა კომპანიები, ისეთები, როგორც Qualcomm, Intel და Micron Technology Inc. დაკარგავენ 11 მლრდ. დოლარს - ეს თანხა დახარჯა ჩინურმა გიგანტმა ამ კომპანიებისგან სათადარიგო ნაწილების შესყიდვაზე 2018 წელს.


პრობლემები აქვთ ჩინელ მწარმოებლებსაც - მათთვის ამერიკა იყო უმსხვილესი ბაზარი და ის იკეტება. მცირდება სამუშაო ადგილების რაოდენობა, ხოლო სანქციების საპასუხოდ დაწყებული იუანის ხელოვნური დევალვაცია ზრდის ბიზნესისთვის საერთაშორისო ბაზრებიდან ფინანსების მოზიდვასთან დაკავშირებულ ხარჯებს. ეს მაშინ, როდესაც უმსხვილესი ჩინური კომპანიების აქციები იყიდება ძირითადად უცხოურ საერთაშორისო ბირჟებზე - ნიუ-იორკში, ლონდონში და ჰონკონგში.


გაურკვეველია პასუხი კითხვაზე - შეძლებს თუ არა ამერიკული და ჩინური ბიზნეს-ლობი პოლიტიკოსების დარწმუნებას იმაში, რომ სავაჭრო ომისგან ისინი იღებენ მეტ ზიანს, ვიდრე სარგებელს.


ამ დროს ყველას ახსენდება ამერიკული ბიზნესი, თუმცა, განსხვავებული პოლიტიკური სისტემის მიუხედავად, ჩინურ ბიზნესსაც ეთქმის თავისი სიტყვა ხელისუფლებასთან - ტრაპმთან შეხვედრის დროს ჩინეთის ლიდერმა სთხოვა ტრამპს Huawei-ს და ZTE-ს წინაამღდეგ სანქციების მოხსნა. ეს ხომ ჩინეთია - ხშირად მსხვილ ჩინურ კომპანიების ხელმძღვანელობენ უმაღლესი პარტიული მუშაკების ახლო ნათესავები.


RBC


თეგები:
აშშ ჩინეთი



ეროვნული ორკესტრი საკონცერტო დარბაზის გარეშე - ნიკოლოზ რაჭველი მთავრობას მიმართავს

ეროვნული ორკესტრი საკონცერტო დარბაზის გარეშე - ნიკოლოზ რაჭველი მთავრობას მიმართავს
access_time2019-12-09 21:00:20
ეროვნული ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი საკონცერტო დარბაზის უქონლობაზე სოციალურ ქსელში  წერს და მთავრობას მოუწოდებს ამ საკითხის მიმართ მეტი სენსიტიურობა გამოიჩინონ. „კომერსანტი“სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:   "ეჰ, რამდენ რამეზე ვფიქრობ, რამდენ ვინმეზე ვფიქრობ...   მაგრამ ახლა მაინც ყველაზე მეტად ვფიქრობ ჩვენს ქვეყანაზე, მოსაგვარებელ პრობლემებზე და მათ შორის ჩვენი ეროვნული ორკესტრის ისევ გადაუჭრელ და ჩემთვის გულის გახეთქვამდე მტკივნეულ...

არც ერთ ადამიანზე, რა რანგისაც არ უნდა იყოს, ხელის დაფარება არ მოხდება – ივანე მაჭავარიანი დღგ-ს თაღლითობის საქმეზე

არც ერთ ადამიანზე, რა რანგისაც არ უნდა იყოს, ხელის დაფარება არ მოხდება – ივანე მაჭავარიანი დღგ-ს თაღლითობის საქმეზე
access_time2019-12-09 19:15:54
„სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ არც ერთ ადამიანზე, ვინც არ უნდა იყოს და რა რანგის მატარებელიც, ხელის დაფარება არ მოხდება“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღგ-ს თაღლითობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. “გამოძიებაში ყველა საგამოძიებო უწყებაა ჩართული. თემა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზეა აყვანილი, შესაბამისად არანაირი დანდობა ამ მიმართულებით არ იქნება,”-აღნიშნა მაჭავარიანმა. მისივე თქმით, 100-მდე...

ევროკავშირმა Facebook-ის კრიპტოვალუტა აკრძალა

ევროკავშირმა   Facebook-ის კრიპტოვალუტა აკრძალა
access_time2019-12-09 20:00:53
ევროკავშირის ფინანსთა სამინისტროებმა  Facebook-ის ვირტუალური ვალუტის - ლიბრას  მოძრაობა აკრძალეს. აღნიშნული შეეხება ასევე  სხვა „სტებლკოინებს“, ანუ კრიპტოვალუტებს, რომლებიც მიმაგრებულია ან ჩვეულებრვი ვალუტებთან, ამ საქონელთან. მინისტრებმა განაცხადეს, რომ დღევანდელი კანონმდებლობა ჯერ არაა მზად ახალი საგადამხდელო საშუალების მისაღებად. მთავრობების...

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“
access_time2019-12-09 17:00:10
„ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ახდენს  ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური  ბიზნესის მოგების დემონიზაციას, მითუმეტეს, როდესაც სამედიცინო დაწესებულების მოგების მარჟა არის საკმაოდ დაბალი“,- ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას კლინიკა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ დირექტორი იაგო კალანდაძე. ტელეკომპანია იმედის ეთერში ეკატერინემ ტიკარაძემ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია, ჯანდაცვა განიხილოს როგორც მომგებიანი...

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში
access_time2019-12-09 15:45:00
აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია”სოკარი” ქართულ ბაზარზე უკვე მრავალი წელია ოპერირებს. “სოკარი” მულტინაციონალური კომპანიაა და ის საქართველოს გარდა 5 სხვა ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანია საქართველოში”სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი”-ს სახელით 2006 შემოვიდა და მას შემდეგ არაერთ დარგში ოპერირებს. კომპანია პირველ ეტაპზე მხოლოდ ბენზინისა და დიზელის იმპორტს და რეალიზაციას ეწეოდა, თუმცა სხვადასხვა დროს სასათბურე პირობებითა, თუ კანონის გვერდის ავლით, მისი...


მსგავსი სიახლეები

up