რატომ ვერ აისახა ტურიზმის გააქტიურება ლარის კურსზე?

რატომ ვერ აისახა ტურიზმის გააქტიურება ლარის კურსზე?

access_time2016-08-13 14:00:16

აგვისტო საქართველოსთვის ყველაზე შემოსავლიანი თვეა, რადგან ამ დროს ტურისტული ნაკადი განსაკუთრებით მატულობს: სტუმრები უცხოეთიდანაც შემოდიან, შიდა ტურიზმიც უფრო აქტიური ხდება, რის გამოც ქვეყანაში ეროვნული ვალუტის საჭიროება მატულობს. ამიტომ, ტურიტული სეზონის დადგომას ყველა განსაკუთრებული იმედით ველოდით. ვერავინ უარყოფს, რომ ტურიზმის შემოსავალი წელს მართლაც გაიზარდა: ოფიციალური ინფორმაციით, 7 თვეში ტურისტების რიცხვმა 3 400 000-ზე მეტი ადამიანი შეადგინა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია და დაახლოებით 11%-ით აღემატება წინა წლის მონაცემებს. მხოლოდ ივლისის თვეში საქართველოს 764 022 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 26 124-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ზრდის ტენდენცია შეინიშნება არა მხოლოდ მეზობელი ქვეყნებიდან, არამედ ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულ სტუმრებს შორისაც. 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ტურისტული სექტორის შემოსავალმა შეადგინა 354 მლნ დოლარი, რაც 15,7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით. მიუხედავად ყველაფრისა, ეს პროცესი ლარის კურსს არ დამჩნევია და არც ეკონომიკაზე ასახულა. ამის დასტურად გასული თვეების მაჩვენებლებს მოვიშველიებთ: 1 ივნისს ერთი დოლარი 2.14 ლარი ღირდა, 30 ივნისს მისი ღირებულება 2.32 ლარი გახდა, ახლა კი, კურსი 2.34-ის ფარგლებში მერყეობს. ამ მოვლენას ეკონომისტები განსხვავებული მიზეზებით ხსნიან.

 

რატომ ვერ აისახა ტურისტული სექტორის გააქტიურება ლარის კურსზე და რა არის ამის მიზეზი? - ამ შეკითხვით ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ ავთო სილაგაძეს მივმართეთ.

 

"მიზეზი ზოგადად, ეკონომიკაში არსებული სიტუაციაა. მე ვფიქრობ, რომ რეზერვები, რომელიც გვაქვს, სათანადოდ არ არის გამოყენებული. მარტო ტურიზმი კი - ვერც ლარის კურსს უშველის და ვერც საქართველოს ეკონომიკას, რადგან ეს მხოლოდ ერთ-ერთი ფაქტორია და არა - გადამწყვეტი. ივნისში, როდესაც ლარი გამყარდა, გაჩნდა მოლოდინი, რომ ეს პროცესი გაგრძელდებოდა, ხალხი აღარ ცდილობდა ეროვნული ვალუტა მოეშორებინა და მის გამყარებას ამანაც ხელი შეუწყო. თანაც, ეს პერიოდი გადასახადების გადახდის დროსაც დაემთხვა: კერძო სექტორმა ვალები რომ გაისტუმროს, ლარი უნდა შეიძინოს და ესეც მოქმედებდა ლარის კურსზე. მოკლედ, მაის-ივნისში რამდენიმე ფაქტორი დაემთხვა ერთმანეთს და ლარის კურსზე ამან იმოქმედა", - აღნიშნა ავთო სილაგაძემ.

 


სულ სხვა ფაქტორებით ხსნის არსებულ სიტუაციას ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის წარმომადგენელი ირაკლი მაკალათია.

 

"პრობლემა ის არის, რომ ტურიზმზე საუბრისას აქცენტი კეთდება იმაზე, თუ რა რაოდენობის ტურისტი შემოვიდა საქართველოში. ასევე პრობლემაა დეფინიციაში: ყველას, ვინც საქართველოს ფარგლებს გადმოკვეთს და აქ 24 საათის განმავლობაში გაჩერდება, ტურისტების რიცხვს ათვლიან - ბოლო წლებში ჩვენთან ასეთი ტრადიცია ჩამოყალიბდა, არადა, მთავარია, რა თანხას დახარჯავს აქ ჩამოსული სტუმარი საქართველოში. სხვაგვარად მათი რიცხვი ვერ აისახება ეკონომიკის მდგომარეობაზე. აქცენტი უნდა კეთდებოდეს არ ტურისტების რაოდენობაზე, არამედ იმაზე, თუ რა თანხას ხარჯავენ ისინი ჩვენთან", - ამბობს ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის წარმომადგენელი.



ირაკლი მაკალათია ტურიზმის ხელისშემშლელ ფაქტორებს შორის სიძვირეს ასახელებს. მისი თქმით, ტურისტს, რომელიც აქ ჩამოდის, ჰგონია, რომ დაბალი ფასები დახვდება.

 

"ნაცვლად იმისა, რომ მაღალი ხარისხის მომსახურება შევთავაზოთ დაბალ ფასად, მათ აქ საკმაოდ მაღალი ფასები ხვდებათ. როგორც ჩანს, ჩვენთან არც ჩამოდიან ისეთი სტუმრები, რომელთა გადახდისუნარიანობა მაღალია. ასეთი კატეგორიის ტურისტები, როგორც წესი, შვებულების დროს დიდ თანხას არ ხარჯავენ. ამიტომ, ჩვენი ქვეყნის სტუმრებს ისეთი ხარისხი და მომსახურება უნდა შევთავაზოთ, რომელიც უფრო მაღალი კატეგორიის ტურისტულ ნაკადს მოიზიდავს. ისიც აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბაზარი ტურისტებს საკუთარი პროდუქციით ვერ უზრუნველყოფს. ჩვენთან იმპორტირებული პროდუქციის წილი ძალიან დიდია, ამის გამო, რასაც ტურისტები ხარჯავენ, იმ ქვეყნებში გადის, საიდანაც სურსათი შემოგვაქვს. ამ ზაფხულმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ საქართველოს ეკონომიკა ტურიზმს ვერ დაეყრდნობა, რომ ეკონომიკის სხვა დარგების განვითარებაზე უფრო მეტი უნდა ვიზრუნოთ. რაც შეეხება ორიოდე თვის წინ ლარის უეცარ გამყარებას, ეს ჩემი აზრით, ხელოვნური ფაქტორებით უნდა აიხსნას: ძირეული ცვლილებები ეკონომიკაში არ მომხდარა, არც სავალუტო შემოდინებები გაზრდილა და ლარის მოულოდნელი გამყარება სხვას რას უნდა დავაბრალოთ? ვფიქრობ, ასეთ დროს ეროვნული ბანკი და მთავრობა ხელოვნურად უწყობენ ხელს, რომ ლარის კურსი შეიცვალოს. ამიტომ, 2016 წლის გაზაფხულზე ლარის გაყარება უფრო ხელოვნური პროცესი იყო, ვიდრე ობიექტური მიზეზებით განპირობებული", - აცხადებს ირაკლი მაკალათია.


bpn.ge

 



„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-24 21:00:28
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ...

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?
access_time2020-11-24 14:40:04
პანდემიის მეორე ტალღა პირველთან შედარებით გაცილებით მძიმე ჩანს. ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს და ახალ ანტირეკორდებს ხსნის, რაც ზოგად მდგომარეობას საკმაოდ...

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“
access_time2020-11-24 17:30:23
ვაგრძელებთ წერილების ციკლს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - ერთი პატარა აგური მაინც დაიდოს ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლის საქმეში. თქვენს წინაშეა მორიგი წერილი, რომელიც, ალბათ, ბევრს გაანაწყენებს კიდეც, მაგრამ თავს იმთავითვე იმით დავიმშვიდებ, რომ ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით აღარავის ფერების დრო აღარ არის... ...დიახ, აღარ არის, რადგან თუ ბევრი რამ არ შევცვალეთ, თავზე დაგვემხობა ყველაფერი და ვერც დიდ საფეხბურთო ფორუმზე ვითამაშებთ იმის...


მსგავსი სიახლეები

up