რატომ უქმდება CAT-ის გამოცდები - მინისტრის 5 არგუმენტი

რატომ უქმდება CAT-ის გამოცდები - მინისტრის 5 არგუმენტი

access_time2019-02-07 20:37:00

განათლების და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ასახელებს ძირითად მიზეზს, რის გამოც სამინისტრომ აუცილებლად ჩათვალა გაეუქმებინა სკოლის დამამთავრებელი გამოცდები. ეს მიზეზებია:

 

1) ჩაჭრილი 50,000 მოსწავლე

 

“ჩვენ რომ დავთვალეთ, რაოდენობრივად მივიღეთ ამ წლების განმავლობაში დაახლოებით 50,000-მდე ბავშვი, რომელსაც არ აქვს სკოლა დამთავრებული. ეს მართლაც პრობლემაა ჩვენთვის. როგორ მივხედოთ ამ 50 ათას ბავშვს, რომელიც მართლა პრობლემაა. ეს არის უზარმაზარი რიცხვი, რომელიც ფაქტობრივად დავტოვეთ ყოველგვარი განათლების გარეშე. უნდა დავაბრუნოთ ეს ბავშვები სხვადასხვა ფორმით, ახლა ვმუშაობთ, რომ შევქმნათ საკონსულტაციო სივრცეები და გავაჩინოთ რამდენიმე ალტერნატივა, რათა მათ განვითარების შესაძლებლობა მივცეთ. ეს იქნება პორფესიული განათლება თუ სხვა.”

 

2) ვენდოთ ჩვენს სკოლებს

 

“განათლების სისტემაში სკოლა უნდა გახდეს დომინანტი. სკოლის სასწავლო პროგრამაში და სკოლის სასწავლო გეგმაში ეგ ყველაფერი გაწერილია. გაწერილია, როგორ უნდა მოხდეს ბავშვების შეფასება, რომ ეს არ უნდა იყოს საბოლოო გამოცდაზე, არამედ მთელი სასწავლო წლის პერიოდში უნდა მოხდეს. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, ამასთან ერთად დავეხმაროთ ყველანაირად სკოლებს, რომ დავუბრუნოთ ის ფუნქცია, რომ სკოლა ბოლომდე ასრულებდეს იმ ფუნქციას, რომელსაც ჰქვია ცოდნის ბოლომდე გადაცემა. ამ კომპონენტში მაქსიმალურად უნდა ვიმუშაოთ რომ გამოვრიცხოთ კორუფციის რისკები. მაგრამ ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვერ ჩავკეტავთ მომავალ განათლებას, მხოლოდ იმ იმედად, რომ კორუფციის რისკები მაქსიმალურად დავაზღვიოთ და არ დავუშვათ. ჩვენი ამოცანაა დავეზღვიოთ ყველანაირად, მაგრამ მივცეთ იმის შესაძლებლობა და ვენდოთ სკოლებს, ვენდოთ უბრალოდ ჩვენს მასწავლებლებს, რომ რეალურად მათ დაიბრუნონ ის ფუნქცია, რომელიც წლების განმავლობაში არ ჰქონია.”

 


3) სკოლა განათლების მიმწოდებლად რეპეტიტორებმა ჩაანაცვლეს

 

“მე ვფიქრობ ცოტა არასწორი აქცენტები დაისვა, თითქოს ჩვენ ვებრძვით რეპეტიტორებს, ეს ასე ნამდვილად არ არის. ეს თავისთავად ისეთი თემაა, რომელსაც ირჩევს ბავშვი, მშობელი და თავად რეპეტიტორი. ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს ამ არჩევანის გაკეთების საშუალება. ჩვენ ვებრძვით იმას, რომ არ შეიძლება სისტემა ემსახურებოდეს მხოლოდ ამ სფეროს. არ შეიძლება მე-11-ე, მე-12-ე კლასში განათლების ძირითადი მიმწოდებელი გახდეს რეპეტიტორის ინსტიტუტი.”

 

4) რიგი საგნების სწავლას ბავშვები მე-11-ე კლასში ასრულებენ

 

“ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რაც არის ჩვენი ხედვით, რომ ძირითადი სისტემის ალტერნატივად გადაიქცა მომზადება CAT-ის გამოცდებისთის. ნუ დაგვავიწყდება სასწავლო გეგმა, რომელიც პირდაპირ გვავალდებულებს ყველა იმ საგანმანათლებლო კურსის მიწოდება ბავშვებისთვის, რაც განსაზღვრულია ეროვნული პროგრამით. ეს უნდა იყოს სწავლის ბოლო დღემდე. თქვენ ახსენებდით მიზეზ-შედეგობრივ კავშირს, რომელი იწვევს რას? ჩვენ თუ არ ვაღიარეთ და არ ვთქვით რომ მთელი ეს სისტემა გადართულია უკვე გამოცდების ჩაბარებაზე და არანაირი მოტივაცია არ არსებობს, რომ ბავშვი ორიენტირებული იყოს სკოლაზე, სკოლაში სიარულზე და სკოლაში შეფასების მიღებაზე.

 

გარკვეული გამოცდები ბარდება მე-11-ე კლასში, გარკვეული გამოცდები ბარდება მე-12-ე კლასში. ბავში რომელიც საგანს აბარებს მე-11-ე კლასში, ის ფაქტიურად ასრულებს სწავლას იმ საგნების, რომლებიც მე-11-ე კლასში ჩააბარა. შემდეგ კი ავტომატურად იწყებს მომზადებას იმ საგნებში, რომელთა ჩაბარებაც 12-ე კლასში უწევს.”

 

5) ტესტი საკომუნიკაციო უნარებს არ ზომავს, არ ზომავს ანალიტიკურ უნარებს

 

“ეროვნული განათლების პროგრამის ერთერთი ამოცანაა განავითაროს ბავშვების საკომუნიკაციო უნარები, ანალიტიკური უნარები. ვერ იპოვით ადამიანს, რომელიც დაასახელებს, რომ ეს გამოცდები ამ უნარებს ზომავენ. ჩვენ CAT-ით პრაქტიკულად დავივიწყეთ ეს უნარები.”

 

წყარო: bm.ge






თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში

თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში
access_time2019-07-20 18:00:04
ყოველდღიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით 150 მილიონი მომხმარებელი ირჩევს British American Tobacco (BAT)-ის პროდუქციას, მაგრამ პოტენციურად შემცირებული რისკის მატარებელ (PRRP) პროდუქტებზე – მაგალითად, ელექტრონულ სიგარეტზე, თამბაქოს გაცხელების პროდუქტებზე ან საღეჭ თამბაქოზე - ხელი ყველა მათგანს არ მიუწვდება. ეს ასეა იმის მიუხედავად, რომ BAT-ის მთავარი აქცენტი დღეს სწორედ ამ მიმართულების განვითარებაა. მომხმარებლები საქართველოდან ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენენ, თუმცა მათთვის PRRP...

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება
access_time2019-07-20 20:00:57
  მას შემდეგ, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა შეწყდა, რამაც საქართველოში გამოიწვია რუსი ტურისტების შემცირება ტურისტული ნაკადის მისაღებად ბრძოლა დაიწყეს აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა და სეპარატისტულმა აფხაზეთმა.   თუმცა, აზერბაიჯანელი ექსპერტების აზრით, სავარაუდოდ, მაღალი ფასების და ცუდი სერვისის გამო, რუსი ტურისტების რაოდენობის მკვეთი ზდა აზერბაიჯანში მოსალოდნელი არაა. უკეთეს შემთხვევაში, ქვეყანა მიიღებს საქართველოში დასვენების...

2030 წელს გაზზე მოთხოვნა გაორმაგდება - რატომ სჭირდება საქართველოს მიწისქვეშა გაზსაცავი?

2030 წელს გაზზე მოთხოვნა გაორმაგდება - რატომ სჭირდება საქართველოს მიწისქვეშა გაზსაცავი?
access_time2019-07-20 16:00:59
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მიწისქვეშა გაზსაცავის სკოპინგის ანგარიში წარმოადგინა, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასების მომზადების პირველი ეტაპის პროცედურაა.   აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, საქართველო სხვადასხვა ენერგორესურსების სატრანზიტო დერეფანს წარმოადგენს, შესაბამისად, ევროპისთვის საქართველო ნავთობითა და გაზით მომარაგების კუთხით უმნიშვნელოვანეს პარტნორად მოიაზრება.   არსებული მდგომარებით, საქართველოში ბუნებრივი აირით მომარაგება...

მედია სამართალსა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის

მედია სამართალსა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის
access_time2019-07-20 14:00:53
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებამ რუსთავი 2-ის შესახებ ქართული მედია-სივრცე დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა. ტელეკომპანია, რომლის სარედაქციო პოლიტიკის...

„ბიბისი“ - 10 მიზეზი, რატომ ვერ შედგა ბრექსიტი

„ბიბისი“ - 10 მიზეზი, რატომ ვერ შედგა ბრექსიტი
access_time2019-07-20 12:00:47
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი იძულებული გახდა, გადამდგარიყო. ქვეყნის პარლამენტმა შეთანხმებას ვერ მიაღწია. კონსერვატიული და მშრომელთა პარტიები ორივე...


მსგავსი სიახლეები

up