„რატომ უნდა გქონდეს დასაფლავების რიტუალი, თუ ვერავინ ვერ მოვა“  - როგორ აზარალებს პანდემია სარიტუალო ბიზნესს

„რატომ უნდა გქონდეს დასაფლავების რიტუალი, თუ ვერავინ ვერ მოვა“ - როგორ აზარალებს პანდემია სარიტუალო ბიზნესს

access_time2020-04-22 20:30:35

მაღალი სიკვდილიანობა აშშ-ს უმსხვილესი სარიტუალო სახლების ქსელისა და სასაფლაოების მფლობელი კომპანიისთვის დაბალ შემოსავალს  უტოლდება.


Service Corp international-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტომ რაიანმა Forbes-თან ინტერვიუში საკუთარი ბიზნესის კრიზისზე ისაუბრა, რაც  ახალი კორონავირუსის პანდემიამ და მოსახლეობის სრულმა კარანტინმა გამოიწვია.  მისი თქმით, საავადმყოფოები გადატვირთულია, თუმცა სატირუალო სახლებში სიწყნარეა.


„სამწუხაროა, რომ ადამიანები მარტოდმარტო ემშვიდობებიან სიცოცხლეს. ოჯახსა და უახლოეს მეგობრებს არ შეუძლიათ  დასაფლავებაზე მოსვლა. მარტივი კრემაცია ჩვენს ქვეყანაში 300 დოლარი ღირს, ხოლო დაკრძალვის ცერემონია, ყვავილებით, საფლავის ქვითა და სასახლით კი 20 000 დოლარი ან მეტი. ამიტომაცაა კრემაციის ბუმი ქვეყანაში.“- განმარტავს რაიანი.


ახალი კორონავირუსის შედეგად შტატებში უკვე 40 600 ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. სარიტუალო ბიზნესისთვის კი ეს დაღმასვლა აღმოჩნდა. SCI  აშშ-სა და კანადის მასშტაბით 1471 სარიტუალო სახლისა და 482 სასაფლაოს მფლობელია. თუ კორონავირუსით გარდაცვლილების რაოდენობა 100 000-ს მიაღწევს კომპანია 12 000 გარდაცვლილის ოჯახს მოემსახურება, რაც 120 000 მილიონამდე  შემოსავალს ნიშნავს.  ეს კი ვარდნაა იმ კომპანიისთვის, რომელიც წლიურად 3,2 მილიარდს გამოიმუშავებს.



რაიანი აღნიშნავს, რომ  პანდემია ბიზნესს ძლიერ დააზარალებს - “ჩვენი შესაძლებლობები მომსახურებაში ძალიან შეზღუდულია. კრემაციამ ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობა შეიძინა.  რატომ უნდა გქონდეს დასაფლავების რიტუალი, თუ ვერავინ ვერ მოვა.“ - აღნიშნა ბიზნესმენმა.


იგივე ეხება წინასწარ შერჩეულ დასაფლავების ადგილებსა და საფლავის ქვების გაყიდვებსაც. შტატებში საკუთარი დაკრძალვის დაგეგმვა მიღებული ტენდენციაა. როგორც ანალიტიკოსი რეიმონ ჯეიმსი ამბობს, ხალხი გარდაცვალებაზე ახლა უფრო ფიქრობს, თუმცა არავინაა იმის განწყობაზე, რომ საფლავის ქვა და დასაფლავების ადგილები შეარჩიოს.


ადგილის წინასწარი შესყიდვები  სარიტუალო ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ამით დიდი შემოსავლის მიღებაა შესაძლებელი და საბრუნავი კაპიტალის უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს.


ამასთან, კორპორაცია SCI-ს დამატებითი ხარჯების გაღებაც უწევს . იანვარში სარიტუალო კომპანიამ  პერსონალისთვის აუცილებელი აღჭურვილობა - ნიღბები, მაცივრები, სადეზინფექციო საშუალებები, შეიძინა ვირუსით გარდაცვლილი ადამიანების რისკ ზონიდან გადმოსაყვანად. როგორც ტომ რაიანი განმარტავს ეს ბიზნესისთვის ყოველდღიურობა გახდა.


რადგანაც ყველა ბიზნესი არსებულ სიტუაციას ერგება, კომპანია SCI-მ გადაწყვიტა კლიენტებს სტრიმინგ სერვისი შესთავაზოს, მათთვის ვისაც დაკრძალვის რიტუალზე დასწრება არ შეუძლია. ასევე უჩვეულო სიახლეა რადიო მაუწყებლობა სარიტუალო ადგილიდან 200 მილის რადიუსში, რათა ადამიანებმა შეძლონ რიტუალის სიახლოვეს ყოფნაც და მიცვალებულისთვის პატივის მიგება.

 

 Forbes.com

 მოამზადა მარიამ მორგოშიამ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up