რატომ უნდა ავირჩიოთ „დიო“-ს ენერგოეფექტური კარ-ფანჯარა?

რატომ უნდა ავირჩიოთ „დიო“-ს ენერგოეფექტური კარ-ფანჯარა?

access_time2016-11-25 12:00:19

 

რჩევები გერმანული ფირმა "Aluplastis" სპეციალისტის Zygmund Sulzickij-ისაგან.

 

კომპანია „დიო" საქართველოს ბაზარზე უკვე 20 წელია ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან პროდუქციას ინტერიერისა და ექსტერიერისათვის. (ფარდა-ჟალუზებს, მზისგან დამცავ სისტემებს, კარ-ფანჯრებს და ა.შ) „დიო" 2007 წლიდან, საქართველოში, გერმანული კომპანია „Aluplast"-ის ექსკლუზიური პარტნიორია. ქართველი მომხმარებელი „Aluplast"ის კარ-ფანჯრებს კარგად იცნობს. „დიო" მუდმივად ზრუნავს მომსახურების გაუმჯობესებასა და მომხმარებლისთვის ხარისხიანი პროდუქციის მიწოდებისთვის, სწორედ ამიტომ, საქართველოში გერმანული კომპანია Aluplast–ის სპეციალისტია ჩამოსული, რომელიც „დიოს" ქარხნის თანამშრომლებს ტრენინგებს უტარებს. „კომერსანტი" დაინტერესდა, რა გამოცდილების გაზიარებას აპირებს Aluplast წარმომადგენელი ქართველი კოლეგებისათვის.

 

 

„კომერსანტი" გერმანელ სპეციალისტთან ინტერვიუს გთავაზობთ.

 


- რით განსხვავდება გერმანული კომპანია Aluplast–ის ფანჯრები, სხვა ფანჯრებისგან?

 

– ყველა კომპანია მომხმარებელს დაახლოებით ერთიდაიგივე პროდუქტს სთავაზობს. ჩვენთვის პარტნიორობა, ინოვაციები, თავსებადობა, მოქნილი სისტემა მნიშვნელოვანია, ეს ის მხარეებია რომელსაც ჩვენ ყოველთვის დიდ ყურადღებას ვუთმობთ. ამას გარდა, მუდმივად ვთანამშრომლობთ ჩვენ კლიენტებთან, რადგან ვცდილობთ მათი მოთხოვნები, მათი სურვილები დავაკმაყოფილოთ. მეორე მხრივ, ვცდილობთ არა კონკრეტულად პროდუქცია მივყიდოთ მომხმარებელს, არამედ მომსახურების სრული კომპლექტი შევთავაზოთ. სწორედ ამის გამო, ჩვენ ყოველთვის ვთანამშრომლობთ პარტნიორებთან და მათ ტექნიკურ მხარდაჭერას ვუზრუნველყოფთ. ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, ცოდნას, იმისთვის, რომ თქვენ რეგიონში „დიომ" ჩვენი პროდუქციის საუკეთესო მხარეები გამოიყენოს.

 


- ინარჩუნებს თუ არა თერმოიზოლაციას თქვენი ფანჯრები?

 

– დღევანდელი საერთაშორისო გამოცდილების, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ელექტროენერგიის დაზოგვა, რესურსების ეკონომია და გარემოს ნაკლები დაბინძურებაა. ეს ის სამი მთავარი მიმართულებაა, რომელზეც უნდა კონცენტრირდებოდეს ნებისმიერი კომპანია, რომელიც ამ ბაზარზე მუშაობს. სწორედ ამიტომ, ჩვენი კომპანია ერთ-ერთი პირველია, რომელიც აწარმოებს აბსოლუტურად ახალი ტიპის ნაწარმს, რომელშიც არ გამოიყენება მეტალის გამაგრება. ის ხის კონსტრუქციებთან შედარებით მეტად ინარჩუნებს სითბოს. ვცდილობთ, მხოლოდ ის პროდუქტი გამოვიყენოთ, რომელიც არ აბინძურებს გარემოს და უტილიზაციას ექვემდებარება.

 


 

- თუ საჭიროებს ფანჯრები სპეციალურ მოვლას?

 

– რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მომხმარებელს ზუსტად ავუხსნათ და ვასწავლოთ, რა არის საჭირო ფანჯრების მოვლისთვის. მათ სჭირდებათ დროული გაწმენდა, შეზეთვა და ყველა ის დამატებითი ფუნქცია, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ფანჯარამ დიდხანს იყოს კარგ მდგომარეობაში.

 

 

- ბაზარი გაჯერებულია უხარისხო მეტალოპლასტმასის პროდუქციით და მომხმარებელი ხშირად უკმაყოფილო რჩება. თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა გერმანული კომპანია „Aluplast"-ის ეს პროდუქტი?

 

 

– ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, ყურადღება მივაქციოთ, იმას თუ როგორ არის დამზადებული ნაწარმი. სწორედ ამიტომ ჩვენ მომხმარებლებს, რომლებიც ჩვენი პროდუქციის მწარმოებელთან, „დიოში" მოდიან, უხსნიან, რა შედის აღნიშნულ პროდუქტში, რატომ უნდა აირჩიონ ეს პროდუქტი. ეს არის საუკეთესო მინა-პაკეტი, საუკეთესო დამატებითი მოწყობილობები. უამრავი კომპანია, ცდილობს შედარებით იაფფასიანი პროდუქტი დაამზადონ და სწორედ ამიტომ უხარისხო კომპონენტებს იყენებენ. ჩვენ ამ ყველაფერს გამოვრიცხავთ. მომხმარებელს ყოველთვის ვუხსნით, რომ ჩვენი ფანჯრები მყარი მეტალისგან მზადდება. ჩვენი მინა-პაკეტი უფრო მეტად ინარჩუნებს სითბოს. გვაქვს უფრო საიმედო ფურნიტურა. სწორედ ეს არის ის შემადგენელი ელემენტები, რომლებიც აქცევს ჩვენს ფანჯრებს უფრო გამძლეს, საიმედოს და ხარისხიანს.

 

 

- რამდენი წელია, რაც „დიოსთან" თანამშრომლობთ?

 


– „დიოსთან" თანამშრომლობა კი 2007 წლიდან დავიწყეთ. მათი იდეოლოგია და ხედვა ბიზნესის კეთების და მომხმარებელთან ურთიერთობის, ძალიან ახლოს არის ჩვენს იდეოლოგიასთან და მუშაობის სტილთან. სწორედ ამიტომ ვთანამშრომლობთ უკვე რამდენიმე წელი.

 

თავად კომპანია Aluplast 1982 წელს დაფუძნდა. გვაქვს დიდი გამოცდილება. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს კომპანია საოჯახო ბიზნესია და სწორედ ამიტომ გადაწყვეტილებების მიღება სწრაფად და მარტივად ხდება. ვცდილობთ, ყოველთვის დავეხმაროთ ჩვენ კლიენტებს და მათი სურვილები დავაკმაყოფილოთ. ამ სფეროში ჩვენი კომპანია ევროპის მასშტაბით მესამეა, ხოლო მსოფლიოში მეხუთე. 1982 წლიდან ჩვენი შემოსავალი 2 მილიონი ევროდან 350 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ჩავატაროთ კვლევები, დავიწყოთ ინოვაციური პროექტები და ყველაფერი ეს ჩვენ მომხმარებელს შევთავაზოთ.

 

კომპანია "დიო"-ს წარმომადგენელი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ 20 წელი ბაზარზე ყოფნას და ლიდერობას ამ სფეროში, პროდუქციის უნაკლო ხარისხი და სერვისი განაპირობებს. „დიო"-ს ძირითადად ევროპელი მომწოდებლები ჰყავს. მასალა სწორედ ევროპიდან ჩამოაქვთ და ადგილზე უმაღლესი ხარისხის უახლესი ურბანის ტიპის დანადგარებით მზადდება. საწარმოს არსებობა „დიოს" აძლევს საშუალებას, რომ სტაბილური ფასები და პროდუქციის ხარისხი შეინარჩუნოს. კომპანიაში პროდუქციის ფართო არჩევანია, სწორედ ამიტომ მომხმარებელს პროდუქციის ასარჩევად სხვადასხვა ადგილზე სიარული არ სჭირდება.

 

 

„დიო"-ში მოსულ მომხარებელს შეუძლია ფანჯარასთან ერთად შეარჩიოს თავისი სახლისათვის მრავალფეროვანი პროდუქცია და ისარგებლოს დახვეწილი და ხარისხიანი მომსახურებით.

 

 

 

(R) 



არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“

არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“
access_time2020-02-24 20:00:17
მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისი“ 4 000 ლარით დააჯარიმა, მიზეზი ის სამშენებლო სამართალდარღვევებია, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრში აღმოაჩინა.   სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მუნიციპალურმა ინსპექციამ გასული წლის 19 ნოემბერს დაიწყო. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-24 21:30:50
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ვასილ ურუშაძე: ქვეყნის ლოგისტიკური ეფექტიანობა ფსკერზეა, გამართული სატრანსპორტო სისტემის გარეშე ბიზნესის კეთება აბსურდია ლოგისტიკური მაჩვენებლების გაუარესების ფონზე არის თუ არა შესაძლებელი საქართველო ბიზნესის საკეთებლად...

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ
access_time2020-02-24 14:30:17
ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და English Book Education-ის ორგანიზებით “ნეთვორქინგ” ღონისძიება გაიმართება, რომელსაც 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. საქართველოში დღითიდღე აქტუალური ხდება TOEIC ტესტი, რომლის ჩაბარებაც 1979 წლიდან აუცილებელი მოთხოვნაა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლების მისაღებად. ღონისძიების მიზანია, მონაწილეებმა მიიღებენ ინფორმაცია თავიანთი ბიზნეს საქმიანობის სტანდარტების გაუმჯობესების...

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს
access_time2020-02-24 18:30:23
რუსეთის დუმის დეპუტატი,განათლების კომიტეტის მდივანი   გენადი ონიშნეკო  რუსულ რადიოსთან ინტერვიუში სვირინგების საშიშროებაზე ალაპარაკდა. ონიშენკო მიიჩნევს, რომ სვირინგების მიმართ სიყვარული სქესობრივი ჰორმონების სიჭარბეს უკავშირდება. „ეს უფრო მძიმე გამოვლინებაა იმ სულიერი ინტელექტუალური კრიზისის, რომელსაც საზოგადოება გაინცდის. საერთოდაც, ეს სვირინგები უნდა აიკრძალოს.“ - განაცხადა პარლამენტარმა. მისი თქმით, სვირინგებით სხეულის...

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით სასტუმროს აშენება გვინდა“

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით   სასტუმროს აშენება გვინდა“
access_time2020-02-24 16:30:04
„არ ვეძებდი მცირე და უმნიშვნელო კლუბებს, მინდოდა საუკეთესო. ქუთაისის „ტორპედო“  არაერთი თასის მფლობელი გახდა, ორი წლის წინ ასევე დიდი გამარჯვება მოიპოვა, შესაბამისად ჩავთვალე, რომ ეს საუკეთესო ვარიანტი იყო ჩემთვის“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში  ქუთაისის „ტორპედოს“ ახალმა მფლობელმა,იტალიელმა ბიზნესმენმა ფაბიო მანინიმ...


მსგავსი სიახლეები

up