რატომ ტოვებენ თანამშრომლები ჯეფ ბეზოსის კოსმოსურ კომპანიას

რატომ ტოვებენ თანამშრომლები ჯეფ ბეზოსის კოსმოსურ კომპანიას

access_time2021-10-09 18:00:17

2021 წელს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, Amazon-ის დამაარსებლის, ჯეფ ბეზოსის, აეროკოსმოსური კომპანია თანამშრომელთა 20%-მა დატოვა. ეს უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელია. როგორც წესი, ბეზოსის კომპანიებიდან კადრების გადინება წელიწადში 8-9%-ს შეადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ Blue Origin-ში 4000 ადამიანი მუშაობს, გამოდის, რომ კომპანია ასეულობით თანამშრომელ მადატოვა. წასულებს შორის არიან ტექნიკური სპეციალისტები და ტოპ-მენეჯერები, რომელთა ნაწილი კონკურენტ კომპანიაში, ილონ მასკის SpaceX-ში, დასაქმდნენ.

 Blue Origin-დან კადრების გადინების პირველი ეტაპი დაკავშირებული იყო მთვარეზე გასაფრენი პილოტირებადი აპარატის შექმნასთან. პროექტი NASA-მ არა Blue Origin-ს, არამედ SpaceX-ს შეუკვეთა, რასაც ბეზოსი არ დაეთანხმა და აეროკოსმოსურ სააგენტოს სასამართლოში უჩივლა. საჩივრის შეტანიდან 3 დღეში კომპანია 17 მთავარმა თანამშრომელ მადატოვა, მათ შორის იყვნენ ინჟინრები და მეცნიერები, რომლებიც უშუალოდ საფრენი აპარატების შექმნაზე იყვნენ პასუხისმგებლები. მათ კომპანიის დატოვების მიზეზები არ ახსნეს, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, ისინი უკმაყოფილოები იყვნენ კომპანიაში ნელი მუშაობით და ბიუროკრატიული ბარიერებით.

 

დღეს აეროკოსმოსურ დარგში ძალიან მწვავე კონკურენციაა და ნიჭიერ სპეციალისტებზე მოთხოვნა მაღალია. თუ გავითვალისწინებთ, რომ Blue Origin კადრების შერჩევის უფროსმა დირექტორმა, კრისტალ ფრიონდმაც დატოვა,  ახალი კადრების მოძიებაც შესაძლოა პრობლემა გახდეს.

 

მაღალკონკურენტული ბაზარი არაა ბეზოსის კოსმოსური პროექტის ერთად-ერთიპ რობლემა.

 

30 სექტემბერს ქსელში გავრცელდა კოლექტიური წერილი, რომელსაც ღიად ხელი მოაწერა კომპანიის თანამშრომლებთან ურთიერთობათა განყოფილების ყოფილმა უფროსმა ალექსანრდა აბრამსმა, ანონიმურობის პირობებზე კი Blue Origin-ის 20-მ თანამშრომელმა.

 


„ბეზოსს სურს უკეთესი მომავლის შექმნა კოსმოსში, თუმცა, აქ, დედამიწაზე, მისი კომპანია ტოქსიკურ წარსულშია გაჭედილი“ - ნათქვამია განცხადებაში.

 

წერილში მოთხრობილია კომპანიაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, იმაზე, რომ განყოფილებების უფროსები ქალებს დასცინიან და მათ „თოჯინებს“ ეძახიან, რომ კომპანიაში ქალები სექსუალური შევიწროების მსხვერპლები ხდებიან, რომ კომპანიის მენეჯმენტი არანაირად არ ცდილობს ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გამოყოფის შემცირებას. წერილის ავტორთა აზრით, Blue Origin-ის კოსმოსური ხომალდები საშიშია და მათი ექსპლუატაცია უნდა აიკრძალოს. კომპანიაში შექმნილ მდგომარეობას ისინი აფასებენ, როგორც „ტოქსიკურ კულტურას“, რომელიც პერსონალს შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობას აიძულებს და მათ ფსიქიკას ზიანს აყენებს. მათ ასევე შეაფასეს კომპანიაში მუშაობის გამოცდილება, როგორც არაადამიანური დამონური.

 

„მილიარდერებს მოსწონთ საკუთარი თავის ალტრუისტებად და ქველმოქმედებად წარმოჩენა. თუმცა ეს არის მათი გუნდების მიერ შექმნილი ილუზია,“ - ნათქვამია წერილში.

 

Blue Origin-ის მენეჯმენტმა ეს წერილი ცილისწამებად შეაფასა და საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ ღია წერილის მთავარი ავტორი ალექსანდრ ააბრამსი სამსახურიდან დაითხოვეს საექსპორტო კონტროლის ფედერალური ნორმების მრავალგზის უხეში დარღვევის გამო.

 

პასუხში ასევე ნათქვამია, რომ ქალების შევიწროება კომპანიაში არ ხდება, ხოლო Blue Origin-ის მიერ შექმნილი კოსმოსური ხომალდები სრულიად უსაფრთხო და მაღალხარისხიანია.

 

ეს არ არის ჯეფ ბეზოსის ბიზნესის კრიტიკის ერთად-ერთი შემთხვევა. ჯერ კიდეც 2019 წლის მარტამდე მუშაობის აუტანელი პირობების შესახებ Amazon-ის ყოფილმა თანამშრომლებმა აღწერეს კომპანიაში მუშაობის პირობები, როგორც „შოკისმომღვრელად მტრული, და თანამშრომელთა ფსიქიკისთვის დამანგრეველი“.

 

ავტორი: თენგიზ აბლოთია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up