რატომ ტოვებენ მეიჯარეები მცირე სავაჭრო ცენტრებს?!

რატომ ტოვებენ მეიჯარეები მცირე სავაჭრო ცენტრებს?!

access_time2020-01-14 11:30:59

თბილისში ყოველდღიურად მატულობს იმ მაღაზიების რაოდენობა, რომლებიც მუშაობას აჩერებენ. ამის მიზეზი კი გაძვირებული პროდუქცია და შემცირებული მყიდველია. მცირე მეწარმეები ახალი საქონლის შემოტანაზე აღარ ფიქრობენ. ამ ეტაპზე ისინი არსებული პროდუქციის რეალიზაციაზე ზრუნავენ.

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა როგორ მუშაობენ თბილისში განთავსებული მცირე სავაჭრო ცენტრები და  განვითარების რა პერსპექტივას ხედავენ? 


 როგორც აღმოჩნდა, საახალწლო პერიოდის მიუხედავად მათ საქონლის რეალიზაცია გაუჭირდათ. სავაჭრო ცენტრ „პასაჟი 2000“-ში დასაქმებული მოვაჭრეები ამბობენ, რომ  ბოლო წლებია  საქონლის რეალიზაცია და რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალიც მნიშვნელოვნად შეუმცირდათ . თუმცა,  ყველაზე რთული პერიოდი წელს ჰქონდათ,  რადგან მოვაჭრეების დიდი ნაწილი იჯარით აღებული ფართის გადასახადს ვერ იხდის. ნაწილი კი სავაჭრო ცენტრს ტოვებს.

 

მაღაზიებში არსებულ საქონელზე მომატებულ ფასებს, მოვაჭრეები იმ მიზეზით ხსნიან, რომ პროდუქციას დოლარში ყიდულობენ  და ლარში  ყიდიან . სავალუტო კრიზისის გამო კი მოგებას ვეღარ ნახულობენ. 



სავაჭრი ცენტრ „პასაჟში“ მოვაჭრე თეა სეფიაშვილი ამბობს, რომ ბაზრობებსა და მოცულობით პატარა სავაჭრო ცენტრებში ყოველწელს უარესდება მდგომარეობა. „შარშანწინდელთან შედარებით შარშან უფრო ნაკლები მყიდველი გვყავდა, წელს კიდევ უფრო ნაკლები და მომდევნო თვეებში რა იქნება არ მინდა წარმოვიდგინო. უამრავი  ფინანსური ვალდებულება გვაქვს, როგორც საბანკო, ასევე იჯარის სახით.  გადახდას კი ვერ ვახერხებთ. ახალი წლის პერიოდს რაც შეეხება, საერთოდ არ გვიგრძვნია, რადგან მყიდველი არ გვყავდა. რაც შეეხება  ქირას, რომელსაც ფართში ვიხდით  არ გაგვზრდია, დირექცია შედის ჩვენს მდოგომარეობაში და ყველანაირად ცდილობს რომ არსებული იჯარა შეინარჩუნოს.“


ანალოგიურ მდგომარეობაზე საუბრობს, „პასაჟის“ კიდევ ერთი მოვაჭრე დალი სანაია. მისი თქმით,სარეალიზაციოდ საქონელი  უმეტეს შემთხვევაში უცხოეთიდან შემოაქვთ და შესაბამისად,დოლარს იხდიან. ფასებს ვერ ზრდიან, რადგან კლიენტი არ ჰყავთ. სანაიას თქმით, მისი კოლეგების დიდმა ნაწილმა ამ მიზეზის გამო სავაჭრო ცენტრი უკვე დატოვა.

 

„მიუხედავად იმისა, რომ იჯარის თანხა არ გაგვზრდია, იმასაც ვერ ვიხდი რაც დაწესებული გვაქვს. მიზეზი უმუშევრობაა, ახალი წლის დღეებშიც კი არ გვიმუშავია რომ სხვა დღეები გადაეწონა. გაუფასურებული ლარის პირობებში ვერც მყიდველი ახერხებს საჭირო ნივთის შეძენას და ვერც ჩვენ გაყიდვას. ამას ემატება დიდი სავაჭრო ცენტრები, კონკურენციის გამო მყიდველთა რაოდენობა შეგვიმცირდა. ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში  რამდენიმე თანამშრომელმა საერთოდ დაკეტა სავაჭრო ობიექტი“-ამბობს ლილი სანაია.


„კომერსანტი“ სავაჭრო ცენტრ „პასაჟი 2000“-ის დირექტორს დაუკავშირდა იმის გასარკვევად,ახერხებენ თუ არა მეიჯარეები იჯარის გადახდას და ლარის გაუფასურების გამო, გაეზრდებათ თუ არა ქირის ფასი. „პასაჟი 2000“-ის დირექტორი ნიკოლოზ საღარაძე გვპასუხობს, რომ მეიჯარეებს ყველანაირად ხელს უწყობენ. მისი თქმით, არ გაზრდიათ ქირის ხარჯი და არც სამომავლოდ იგეგმება, რადგან, მოვაჭრეებს არსებული იჯარის დაფარვაც უჭირთ.


ნათია ლომიძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up