რატომ სურთ აზიურ ქვეყნებს ოლიმპიადის მასპინძლობა?

რატომ სურთ აზიურ ქვეყნებს ოლიმპიადის მასპინძლობა?

person access_time2016-08-27 18:30:44

ოლიმპიურმა თამაშებმა აზიაში გადაინაცვლა: სპორტის მოყვარულებს წინ ფიონგჩანგი (სამხრ. კორეა) 2018, ტოკიო 2020 და პეკინი 2022 ელის. 


ფიონგჩანგი სამჯერ იყო ზამთრის ოლიმპიური თამაშების კანდიდატი. იაპონიამ განაცხადი ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ინციდენტიდან ორ წელიწადში გააკეთა, ჩინეთმა 2022 წლის ოლიმპიადის მასპინძლობისათვის კი ისეთი მეტოქეები ჩამოიცილა, როგორებიც გერმანია, პოლონეთი, ნორვეგია და ყაზახეთი არიან. საინტერესოა, რატომ გადაინაცვლა ოლიმპიადამ აზიაში და რა ინტერესი ამოძრავებს თავად აზიას აღნიშნულთან დაკავშირებით?


 აზია ოლიმპიურ თამაშებში გვიან ჩაერთო. თანამედროვე პირველი ოლიმპიური თამაშები 1896 წელს გაიმართა, თუმცა მან აზიამდე პირველად დაახლოებით 50 წლის წინ ჩააღწია. ყოველთვის, როდესაც ოლიმპიადა აზიაში იმართებოდა, ეს მასპინძელი ქვეყნისთვის ერთგვარი თავის წარმოჩენის შესაძლებლობა იყო. მაგალითად, 1964 წლის ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე იაპონიამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თავი მეგობრულ, ტექნოლოგიურ ქვეყნად წარმოაჩინა. 1988 წლის სეულის ზაფხულის ოლიმპიადაზე კორეამ არამარტო ეკონომიკური შესაძლებლობები დაგვანახა, არამედ ამ პერიოდს ქვეყნის საპარლამენტო დემოკრატიისკენ ტრანსფორმაცია დაემთხვა. ხოლო ყველაზე ექსტრავაგანტულმა, 2008 წლის ოლიმპიადამ პეკინს ეკონომიკური სუპერძალის მქონე ქალაქის სტატუსი მიანიჭა. 



აზიაში ძვირადღირებული ინფრასტრუქტურა (მაღალსიჩქარიანი მატარებლები, სტადიონები, ა.შ.) შეიქმნება. მთავარი კითხვაა - გამოადგება თუ არა აშენებული ინფრასტრუქტურა აზიას თამაშების შემდეგ? ჩინეთსა და სამხრეთ კორეას მსოფლიო რუკაზე სურთ საერთაშორისო ზამთრის კურორტებად იყვნენ წარმოდგენილები. თუმცა ეკონომისტები, რობერთ ბაადე და ვიქტორ მატენსონი მიიჩნევენ, რომ ოლიმპიადა, განსაკუთრებით კი ზამთრის, მხოლოდ მოკლევადიან ტურისტულ ბრუში აისახება. მაგალითისთვის მათ მოჰყავთ 1994 წლის ნორვეგიის ზამთრის ოლიმპიადა, როდესაც ლილეჰამერში სასტუმროების 40% ოლიმპიადის დასრულების შემდეგ გაკოტრდა. რუსეთმა კი 2014 წლის სოჭის ოლიმპიადისთვის $50 მილიარდზე მეტი დახარჯა, თუმცა იმედები, რომ სოჭი პოპულარულ ზამთრის კურორტად იქცეოდა, არ გამართლებულა. თუმცა არსებობს საპირისპირო შემთხვევები. მაგალითად, სოლტ ლეიკ სითი 2002 წლის თამაშების შემდეგ გაცილებით პოპულარული სათხილამურო კურორტი გახდა. ბაადე და მატინსონი აღნიშნულს იმით ხსნიან, რომ სოლტ ლეიკ სითის მანამდე მძლავრ კონკურენციას კოლორადოში არსებული კურორტები უწევდნენ. ალპები და ჩრდ. 


ამერიკა ყოველწლიურად მოთხილამურეთა ორ მესამედს მასპინძლობს, აზია - წყნარი ოკეანეთი კი 15%-ს. შესაბამისად ბაადე და მატინსონი მიიჩნევენ, რომ ფიონგჩანგი მოკლევადიან ინტერესს გამოიწვევს, თუმცა იგი მდგრადი არ იქნება. რაც შეეხება პეკინის 2022 წლის ოლიმპიადას - ჩინელებს კლიმატთან დაკავშირებული, კონკრეტულად კი თოვლის პრობლემა აქვთ. 2022 წლისთვის გარკვეულ ზონებში სპორტსმენები ერთმანეთს ხელოვნურ თოვლზე შეეჯიბრებიან. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ოლიმპიადა ყოველთვის არის ეროვნულ სიამაყესთან გადაჯაჭვული, თუმცა მისი ეკონომიკური ლოგიკა ყოველთვის განხილვის საგნად რჩება.

 



საქართველოს რადიომაუწყებლების გაერთიანება პრემიერ-მინისტრს მიმართავს

საქართველოს რადიომაუწყებლების გაერთიანება პრემიერ-მინისტრს მიმართავს
access_time2021-01-24 09:30:35
საქართველოს რადიომაუწყებლების გაერთიანება პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას მიმართავს. მიმართავაში ნათქვამია, რომ უნდა გადაიხედოს შპს „საქართველოს ტელე-რადიო ცენტრის“ სატარიფო...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 16 267 ტესტი ჩატარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 16 267 ტესტი ჩატარდა
access_time2021-01-23 10:59:33
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 267 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 855 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 412 PCR ტესტით. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 998 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 252...

სილქფესტი უქმეებზე ულიმიტო ინტერნეტ და უსასრულო სასაუბრო პაკეტების გააქტიურებას თავაზობს მომხმარებლებს

სილქფესტი  უქმეებზე  ულიმიტო  ინტერნეტ და უსასრულო სასაუბრო პაკეტების გააქტიურებას თავაზობს მომხმარებლებს
access_time2021-01-23 09:45:41
„სილქფესტი“ ორი დღით, 23 და 24 იანვარს, მობილური ქსელის მომხმარებლებს ულიმიტო ინტერნეტ და უსასრულო სასაუბრო პირობების 4 აქციას შეთავაზებს: • ულიმიტო ინტერნეტი 30 დღით - 19 ლარად - კომბინაციით *019# • ულიმიტო ინტერნეტი 14 დღით - 10 ლარად - კომბინაციით *019# • ულიმიტო სასაუბრო - 10 ლარად - 30 დღით- კომბინაციით *202# • პაკეტი „მეტი უსასრულო+“ 35 ლარის...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-01-22 21:00:57
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა მარტიდან იგეგმება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში...

“დღეს ფაქტობრივად შიმშილისთვის გაგვწირეს“ - მთის კურორტების სასტუმროები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

“დღეს ფაქტობრივად  შიმშილისთვის გაგვწირეს“ - მთის კურორტების სასტუმროები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ
access_time2021-01-22 16:00:04
„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ  თითქოს როგორც ინდიელები ჰყავდათ რეზერვაციაში, ასე ვართ  მოქცეული, ოღონდ  იქ  ყველანაირად სოციალურად უზრუნველყოფილები იყვნენ. დღეს  ფაქტობრივად  გაგვწირეს  შიმშილისთვის,...


მსგავსი სიახლეები

up