კომპანია TrendForce-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მსოფლიოში ახლად წარმოებული სმარტფონების რაოდენობა შემცირდა.
ირკვევა, რომ მეორე კვარტალში 292 მილიონი ერთეული მობილური მოწყობილობა გამოვიდა, რაც 6%-ით ნაკლებია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეს კი გამოწვეულია იმითაც კი, რომ სმარტფონების მწარმოებელი კომპანიების საწყობები გაუყიდავი პროდუქტებითაა სავსე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას iTechua ავრცელებს.
თავის მხრივ, წარმოების შემცირებას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს, რომელთა შორისაა პანდემია - მან შეაფერხა მიწოდების ჯაჭვები.
ცნობილია, რომ მეორე კვარტალში Samsung-მა, მაგალითად, 61,8 მილიონი სმარტფონი გამოუშვა, რაც 16,3%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით. Oppo-მ სმარტფონების წარმოება 4.2%-ით შეამცირა, Xiaomi-მ კი 14.6%-ით.