რატომ შემცირდა ინფლაციის მაჩვენებელი - “ფასები შემცირებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, სწორედ ამან განაპირობა ფასების საერთო დონის „შემცირება“

რატომ შემცირდა ინფლაციის მაჩვენებელი - “ფასები შემცირებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, სწორედ ამან განაპირობა ფასების საერთო დონის „შემცირება“

access_time2019-07-03 15:30:24

საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -1.0 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.3 პროცენტი შეადგინა. თუ რამ გამოიწვია ინფლაციის შემცირება, საკითხზე განმარტებას აფბას ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე აკეთებს.


კომერსანტი პაატა ბაირახტარის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


გამოქვეყნდა ივნისის ინფლაცია, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ფასები წინა თვესთან შედარებით შემცირებულია. უნდა გაგვიხარდეს ხო, ფასები შემცირდა, ცენტრალური ბანკი მიზნობრივ მაჩვენებელს უფრო მიუახლოვდა, საზოგადოების მსყიდველობითმა უნარმა მოიმატა, ცუდი რა არის ამაში.



ახლა რა ხდება სინამდვილეში, წინა თვეში ინფლაცია დაფიქსირდა 4.7 %, რაც საკმაო გადახრაა თარგეთიდან. თუ გავითვალისწინებთ, ივნისში მიმდინარე პროცესებს, კურსის მნიშვნელოვან დაცემას, საწვავის ფასის ისტორიულ მატებას, სავსებით ლოგიკურად ჩვენი ინფლაციის მაჩვენებელი, კიდევ უფრო უნდა გადახრილიყო მიზნობრივიდან, მით უფრო, რომ ჩვენი სამომხმარებლო კალათა მნიშვნელოვან წილად იმპორტული პროდუქციით ივსება. მაგრამ არა, საქსტატმა გვამცნო, რომ ივნისის ინფლაცია 4.3% ფარგლებში მერყეობს.


ჩნდება კითხვა, ეს როგორ ?! როგორ და ასე, მართალია ფასები გაიზარდა კვერცხზე, შაქარზე, რძეზე, ყველზე ტკბილეულზე, სხვა პირველადი მოხმარების საქონელზე, ასევე ფასების მატება გვაქვს ტრანსპორტზე და ჯანდაცვაზე, მაგრამ ფასები შემცირებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე. სწორედ ამ უკანასკნელმა განაპირობა ფასების საერთო დონის „შემცირება“ ქვეყანაში,-წერს პაატა ბაირახტარი.





ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-30 21:00:51
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ივნისშიც გაგრძელდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გრძელდება. ივნისში მშპ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18.7%-ით გაიზარდა.   2. ქართული არქიტექტურული პროექტი...

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება
access_time2021-07-30 17:00:16
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იურიდიულ პირებს შეგახსენებს, რომ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები.  დღეის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, ...

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება
access_time2021-07-30 16:00:51
თბილისში სპორტული მედიცინის ცენტრის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ jandacva.ge-ს სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა ხათუნა საგანელიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი სპორტული რეაბილიტაციის ცენტრს ააშენებს. მისი ინფორმაციით, დაწყებულია კონკრეტული მოლაპარაკებები სპორტული მედიცინის ცენტრების მშენებლობაზე, აღჭურვაზე, ექიმების და რეაბილიტოგების გადამზადებაზე. საგანელიძის განმარტებით, ამისთვის საჭიროა საკმაოდ დიდი...

პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ეკონომიკური ზრდა 6,4%-ის დონეზეა

პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ეკონომიკური ზრდა 6,4%-ის დონეზეა
access_time2021-07-31 10:00:13
ივნისში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა არა მხოლოდ პანდემიური 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან, არამედ 2019 წელთან შეადრებითაც.  ბიზნესგარემოს საგარეო ეკონომიკური კონიუნქტურის გაუმჯობესება,  წარმოების ზრდა და  რეკორდული ფინანსური ტრანზაქციები  უცხოეთიდან - ეს ის ფაქტორებია, რამაც წინა თვეში ეკონომიკა მაღალი ორნიშნა მაჩვენებლით გაზარდა.  2019 წელთან შედარებით, ზრდა 6,4%-ის დონეზეა. როგორც  სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ,,კომერსანტთან“...


მსგავსი სიახლეები

up