საწვავის, ხორბლის, შაქრის, კომპიუტერების იმპორტი შემცირდა - მიზეზებს დარგის სპეციალისტები “კომერსანტთან“ განმარტავენ

საწვავის, ხორბლის, შაქრის, კომპიუტერების იმპორტი შემცირდა - მიზეზებს დარგის სპეციალისტები “კომერსანტთან“ განმარტავენ

access_time2019-05-02 09:00:59

2019 წლის პირველ კვარტალში, იანვარ-მარტში, საქართველოში 2 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი შემოვიდა იმპორტით, რაც 2018 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე 4.7%-ით ნაკლებია. თანხაში გამოხატული კლება დაახლოებით 100 მლნ დოლარია. ყველაზე მაღალი შემცირება მარტში იყო - 105 მლნ დოლარი. იმპორტის შემცირება შემდეგი ძირითადი საიმპორტო პროდუქციის შემოტანის კლებამ განაპირობა: ნავთობპროდუქტები (ძირითადად საავტომობილო საწვავი) შემცირდა 37 მლნ დოლარით, კომპიუტერების და მისი ნაწილების იმპორტი 26 მლნ დოლარით, მანგანუმის მადნები და კონცეტრატები 13 მლნ დოლარით, შაქარი 8 მლნ დოლარით, სიგარეტი 7 მლნ დოლარით, ტელეფონები 6 მლნ დოლარით და ხორბალი 5 მლნ დოლარით.


რატომ შემცირდა ძირითადი საიმპორტო პროდუქციის იმპორტი და აისახება თუ არა ფასებზე, ამ საკითხზე “კომერსანტი“ დარგის სპეციალისტებს ესაუბრა.


ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილის განმარტებით, მიმდინარე წლის I კვარტალში საწვავის იმპორტის შემცირება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მოხდა დიზელის საწვავის იმპორტის შემცირების ხარჯზე.


„თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ საწვავის მოხმარებაზე მიმდინარე წელს იმოქმედებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა საქართველოში ჰიბრიდული ტიპის სატრანსპორტო საშუალებების იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდა,“-აღნიშნავს მთვრალაშვილი.


მისივე ინფორმაციით, 2017 წელს იმპორტირებულ იქნა ჰიბრიდული ტიპის სატრანსპორტო საშუალების - 16 471 ერთეული, ხოლო 2018 წელს - 25 554 ერთეული, მიმდინარე წელს ეს ციფრი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მაღალი იქნება. როგორც მთვრალაშვილი განმარტავს,  ჰიბრიდული ტიპის სატრანსპორტო საშუალებების ზრდამ უკვე მნიშვნელოვნად იმოქმედა ბუნებრივი აირის (CNG) მოხმარების შემცირებაზეც.


მთვრალაშვილის განცხადებით, საწვავის იმპორტზე და მოხმარებაზე ასევე გავლენას ახდენს პერიოდული ტექნიკური ინპექტირების შედეგები, რამაც ბევრი ავტო სატრანსპორტო საშუალების დროებით ან მუდმივად გაჩერება  გამოიწვია. 


როგორც მთვრალაშვილი აცხადებს, მიმდინარე წლის პირველი სამი თვის განმავლობაში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება  გაიარა: 249 019 ავტომობილმა, აქედან გამართული იყო  - 136 277, დახარვეზდა  - 112 068, განმეორებით პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებაზე დახარვეზდა - 4 955.



ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტის თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 69.6 ათასი ტონა, რაც გასულ თვესთან შედარებით ნაკლებია 14,9 ათასი ტონით. მათ შორის, 2019 წლის მარტის თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  37.4 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 32.2  ათასი ტონა.


სულ მიმდინარე წლის პირველი სამი თვის განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა  232.6 ათასი ტონა, რაც 9.9 ათასი (4,3%) -ით ტონით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. 2019 წლის იანვარ-მარტის თვეების განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  134,9  ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 97,6  ათასი ტონა.


საწვავის კატეგორიების მიხედვით 2019 წლის I კვარტლის განმავლობაში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 90,3 ათასი ტონა ანუ 66,9%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი - 42,9 ათასი ტონა ანუ 31,7%, A-98 სუპერი მარკის  ბენზინი - 1,8 ათასი ტონა ანუ 1,3%.


ქვეყნების მიხედვით 2019 წლის იანვარ-მარტის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა   რუსეთიდან - 69,9  ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის  30%-ს შეადგენს. შემდეგ  მოდიან: რუმინეთი - 68,8 ათასი ტონა (29,6%), აზერბაიჯანი - 39,2 ათასი ტონა (16,8%), ბულგარეთი  - 27,9 ათასი ტონა (11,9%);   თურქმენეთი - 16,4 ათასი ტონა (7,0%); საბერძნეთი -  10,3 ათასი ტონა (4,4%), შვეიცარია - 0,09 ათასი ტონა (0,03%).


„ხორბლის და ფქვილის  მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა ხორბლის იმპორტის შემცირებას პროდუქციის ტრანსპორტირების სქემის შეცვლას უკავშირებს.


„2018 წლის დეკემბერში, ხორბლის გაძვირება ქვეყანაში ხორბლის მარაგების  კრიტიკულ ნიშნულამდე დაცემამ განაპირობა. როგორც იცით, ხორბლის უდიდესი ნაწილის იმპორტი რუსეთიდან მოდის. ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტს კი არ აქვს დიდი გამტარუნარიანობა.შესაბამისად, შემცირდა მოცულობები, პროდუქცია თითქმის არ შემოდიოდა არც გემებით და არც რკინიგზით. 2019 წლის იანვრიდან შევეცადეთ  ხორბლის მარაგები გემებით და რკინიგზის საშუალებით შეგვევსო. აღსანიშნავია, რომ ეს არის მექანიზმი, რომელსაც დრო სჭირდება. რკინიგზის შემთხვევაში საჭიროა ვაგონების წინასწარ შეკვეთა, იგივე ამბავია გემებზე. ეს პროცესი არ დასრულებულა, ხდება გადაწყობა. იმპორტის შემცირების მიზეზიც ესაა,“-აცხადებს სილაგავა.


საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი „ტექნობუმის“ დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე  ტექნიკის იმპორტის შემცირებას ერთმნიშვნელოვნად საბანკო რეგულაციების ამოქმედებას უკავშირებს. მისი განმარტებით, პროდუქციის გაყიდვები დაახლოებით 40%-ით შემცირდა.


„კლება ტექნიკის ყველა სახეობაში ფიქსირდება, თუმცა, კომპიუტერების შემთხვევაში რეგულაციებს მომხმარებლის ქცევის შეცვლაც დაემატა. ანუ, დღეს კომპიუტერები სმარტფონებმა ჩაანაცვლა,“-აცხადებს ქოქოლაძე.


შაქრის იმპორტიორი კომპანია „ალფას“ დირექტორი გურამ ბროძელი განმარტავს, რომ შაქრის იმპორტის შემცირების მიზეზი სეზონურია. კერძოდ, იანვარ-მარტის პერიოდში შაქარზე მოთხოვნა ყოველთვის მცირდება, გარდა ამისა, როგორც ბროძელი განმარტავს, წინა კვარტლიდან შაქრის მარაგები დიდი რაოდენობით იყო.



სოფო ქსოვრელი 






დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-04 21:00:25
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი მეორედ გახდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა. ოლიმპიურ ოქროსთან ერთად ტალახაძემ ტოკიოში 3 მსოფლიო რეკორდიც (ატაცი 223 კგ, აკვრა 265 კგ, ორჭიდის ჯამი 488 კგ) მოხსნა.   2. სებ–მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი...

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს
access_time2021-08-04 17:00:28
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია არამარტო ერთჯერადი ეფექტი, რომელიც სჭირდება ბიუჯეტს, არამედ ის, თუ რა ინვესტიციას განახორციელებს ბიზნესი და რამდენ ადამიანს დაასაქმებს. “იმ პირობებით, რომლითაც ჩვენ დღეს ვყიდით ობიექტებს უპრეცედენტო ციფრზე გავედით 6 თვეში, თანაც პანდემიის ფონზე. ზუსტი ციფრის თქმა გამიჭირდება, რადგან ყოველდღე მიმდინარეობს აუქციონები, თუმცა უკვე 240 მლნ ლარს გადავაჭარბეთ. უამრავი შემთხვევაა აუქციონების, სადაც...

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა
access_time2021-08-04 14:00:38
ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით 10%-მდე გაიზარდა, რითაც 140 000-ზე მეტ პირს ლარში აღებული სესხი გაუძვირდა. 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი ორნიშნა არასდროს ყოფილა. ლარში გაცემული იპოთეკური სესხები ძირითადად რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. წლის დასაწყისიდან დღემდე განაკვეთი სამ ეტაპად ჯამში 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდამდე 1 დღით ადრე ცნობილი...

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია
access_time2021-08-04 20:00:48
2 აგვისტოს მონაცემებით, ლიეტუვივს მესაზღვრეებმა 3832 არალეგალი მიგრანტი აღმოაჩინეს, რომლებიც ბელარუსის საზღვართან იმპროვიზირებულ კარვების ქალაქში ცხოვრობდნენ. მათ შორის 2555  - ერაყელი იყო.   ეს ოპონენტების წამებით განთქმული მინსკელი დიქტატორის მხრიდან ევროკავშირის მიმართ შურისძიების ახალი ხერხია.   2021 წელს ერაყიდან ბელარუსის მიმართულებით ავიარეისები აღდგა, რომლებიც მოთხოვნის არარსებობის გამო გაუქმდა. მარგამ მოხდა საოცრება და ერაყელებმა...

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია
access_time2021-08-04 19:00:31
როდესაც მომავალში ისაუბრებენ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, პირველი რასაც გაიხსენებენ, იქნება ის, რომ ერთი კვირის მანძილზე ქალაქში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 217%-ით გაიზრდა და დღიურმა დაინფიცირებამ 10 000-ს გადააჭარბა.   ხელისუფლება შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ვერ უმკლავდება  - იაპონიის პრემიერ-მინისტრის ესუხიძე სუგის გამოსვლები ამ საკითხზე ნაკლებად შთამბეჭდავია, მოსაწყენი, მონოტონური და არავის არაფერში არ არწმუნებს.   პარალელურად...


მსგავსი სიახლეები

up