რატომ შემცირდა „ბიუ-ბიუს“ პროდუქციაზე მოთხოვნა?

რატომ შემცირდა „ბიუ-ბიუს“ პროდუქციაზე მოთხოვნა?

access_time2020-06-05 17:00:09

„ბიუ-ბიუს“ პროდუქციაზე მოთხოვნა მცირდება. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ამის მიზეზი იმპორტირებული, დაბალი ხარისხის ქათმის პროდუქციაა, რომელიც შედარებით იაფად იყიდება.


როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, სწორედ მოთხოვნის შემცირების გამო, „ბიუ-ბიუ“ პროდუქტს ჯერჯერობით აღარ გააძვირებს.


შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარების დასრულების შემდეგ ქათმის შესაძლო გაძვირებაზე „ბიზნესპრესნიუსთან“ რევაზ ვაშაკიძე ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში საუბრობდა. მისი თქმით, პანდემიის გამო, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, კომპანიამ ყველაფერი გააკეთა, რომ ფასი შეენარჩუნებინა. თუმცა, ხორბლის გაძვირებამ და ლარის გაუფასურებამ, პროდუქტის საფასო პოლიტიკაზე შესაბამისი გავლენა იქონია.



„პროდუქციის ფასი არ გაგვიზრდია. ჯერჯერობით არც გაძვირდება. ამის მიზეზია ის, რომ მოთხოვნა ეცემა. შემოდის იმპორტირებული, დაბალხარისხიანი, წყლით სავსე პროდუქცია, ე.წ ბარკლები, სადაც 20-30% სითხეა შეყვანილი და ძალიან დაბალ ფასში იყიდება. შესაბამისად, ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა ეცემა. ამ ეტაპზე, დაახლოებით 10-15%-ით არის შემცირებული. რაც შეეხება წარმოებას, ჯერჯერობთ არ შეგვიმცირებია“,-ამბობს რევაზ ვაშაკიძე.


bpn.ge



თეგები:
ბიუ-ბიუ



სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა

სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა
access_time2021-01-15 16:00:05
დღეიდან, ლიბერთის და საქართველოს მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სოციალური ტიპის ბარათებს, რომელთა  ,,პინ კოდის” მოქმედების ვადა უკვე დასრულდა ან დასრულდება 31 მარტის ჩათვლით, პინ კოდის მოქმედების ვადა ავტომატურად  2021 წლის 15 აპრილამდე გაუგრძელდებათ.   „ჩვენ გავითვალისწინეთ როგორც ქვეყანაში მიმდინარე კოვიდსიტუაცია, ასევე ჩვენი მომხმარებლის საჭიროებები და ამ გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ გავამარტივეთ პროცედურა, შევამცირეთ მომხმარებლის სახლიდან გამოსვლისა და...

Forbes: ბაიდენმა ეკონომიკური დახმარების ახალი გეგმა წარადგინა

Forbes: ბაიდენმა ეკონომიკური დახმარების ახალი გეგმა წარადგინა
access_time2021-01-15 20:00:23
აშშ-ს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა პანდემიისგან დაზარალებული ეკონომიკის დახმარებისთვის კონგრესს 1,9 ტრლნ. დოლარის გამოყოფის თხოვნით მიმართა.   „გეგმა ამბიციურია, თუმცა, მიღწევადი. ის ამერიკის ეკონომიკას გადაარჩენს და ქვეყანას ვირუსთან გამკლავების საშუალებას მისცემს“ - ნათქვამია ბაიდენის გარდამავალი ჯგუფის განცხადებაში.   ახალი პროექტი რამდენიმე ძირითად პუნქტს შეიცავს, მათ შორისაა ხარჯები კორონავირუსთან ბრძოლის გაძლიერებაზე (400 მლრდ....

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის შემოსავლების სამსახურში მიმდინარე რეფორმების შესახებ ონლაინ შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის შემოსავლების სამსახურში მიმდინარე რეფორმების შესახებ ონლაინ შეხვედრა გაიმართა
access_time2021-01-15 14:50:43
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, მამუკა ბარათაშვილმა საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები გააცნო.     შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორი ძირითადი საკითხი, კერძოდ  დაქირავებულ პირთა შესახებ ახალი ელექტრონული რეესტრი, რეესტრში ინფორმაციის ასახვის წესი და დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის პროგრამა.  ასევე საუბარი შეეხო ზოგადად...

გვჭირდება პასუხი 1-ლი თებერვლიდან სასტუმროები იხსნება თუ არა, ჯავშნები მივიღოთ თუ არ მივიღოთ - ალავერდაშვილი

გვჭირდება პასუხი 1-ლი თებერვლიდან სასტუმროები იხსნება თუ არა, ჯავშნები მივიღოთ თუ არ მივიღოთ - ალავერდაშვილი
access_time2021-01-15 15:00:56
„ის თემა, რომ 1-ელი თებერვლიდან ცა გაიხსნება, ჩვეულებრივი ტყუილი მგონია და არ მჯერა - ტურიზმი ვერ გადავარჩინეთ და ახლა მთავარი თემაა აღვადგინოთ ტურიზმი, - ამის შესახებ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ტურიზმის სექტორს ქვეყანაში 2 კვირის განმავლობაში, მინიმუმ 10 მილიონ დოლარზე მეტის შემოტანა შეუძლია.     „ტურიზმის სექტორში ხდება აბსოლუტური გაუგებრობა. მივხვდით, რომ ჩვენი სექტორი საერთოდ აღარ...

ნორვეგიაში Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ 23 პაციენტი გარდაიცვალა

ნორვეგიაში Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ 23 პაციენტი გარდაიცვალა
access_time2021-01-15 19:00:17
ნორვეგიაში სულ მცირე 23 ადამიანი გარდაიცვალა, რომლებიც ადრე COVID 19-ის ვაქცინით აიცრნენ.  ამის შესახებ ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტოს პრესსამსახური იუწყება. „გვაქვს ინფორმაცია ვაქცინაციასთან დაკავშირებული გარდაცვალების 23 შემთხვევის შესახებ. ამჟამად, სპეციალისტების მხრიდან 13 მათგანის შესწავლა მიმდინარეობს,“ - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში. სააგენტოს მთავარი ექიმი სიგურდ ხორტემუ იტყობინება, რომ უკვე მიღებულმა...


მსგავსი სიახლეები

up