Entrepreneur : რატომ შეიძლება იყოს 2021 წელი კომპანიის შესაქმნელად საუკეთესო?!

Entrepreneur : რატომ შეიძლება იყოს 2021 წელი კომპანიის შესაქმნელად საუკეთესო?!

access_time2020-12-19 15:00:27


“2020-მა წელმა მიბიძგა შევგუებოდი იმ ფაქტს, რომ ბევრი რამ ჩვენი კონტროლიდან გამოვიდა,  ჩვენ უფრო ნათლად შეგვიძლია დანახვა, რა მუშაობს ამ სამყაროში და რა არა. ჩვენ ასევე მეტი დრო გვაქვს, რომ ჩვენი ენერგია ცხოვრების იმ სფეროებზე მივმართოთ, რომლებიც ჩვენს კონტროლს ექვემდებარება.

 

ჩემი კომპანია Ohwabisabi Media შუა პანდემიის დროს დავაფუძნე და თავში ერთი რამ მქონდა - მედიის საშუალებით გამეძლიერებინა იმ გათვითცნობიერებული ლიდერების ხმები, რომლებსაც ამ უპრეცედენტო და რთულ პერიოდებში უნდა უსმენდნენ. სწორედ ასეთ დროს იქმნება არა მხოლოდ ბიზნესის წარმოების, არამედ ლიდერობის ახალი ტალღაც.

 

Hyatt-ის ქსელის პირველი სასტუმრო 1957-1958 წლების რეცესიის დროს გაიხსნა.

 

Microsoft 1973–1975 წლებში ნავთობის ემბარგოს რეცესიის დროს დაარსდა.

 

დიდმა რეცესიამ 2007-დან 2009 წლამდე რამდენიმე სტარტაპის შექმნა განაპირობა, მათ შორის, Uber, და Airbnb - შვებულებების დროს საცხოვრებელის ფართის არენდის პოპულარული ბაზარი.

 

ქვემოთ  3 მიზეზს გაეცნობით, თუ რატომ უნდა ენდოთ თქვენს ინსტინქტებს და რატომ უნდა მოახმაროთ მთელი ძალა და ენერგია ამ საქმეს, თუ საკუთარ თავს ეკითხებით, არის თუ არა  ახლა საუკეთესო დრო კომპანიის შესაქმნელად.  ან თუ უკვე შედგით ფეხი ანტრეპრენერობის სამყაროში, მაგრამ თქვენს გადაწყვეტილებაში ეჭვი გეპარებათ.

 

ონლაინ ინფორმაციას  ადრინდელზე  მეტად ეცნობიან, რის გამოც კომპანიის შესაქმნელად შესანიშნავი დროა

 

მომხმარებელთა პრობლემები განუწყვეტლივ იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ადრინდელზე მეტ შესაძლებლობებს ეძებენ. ჩვეულებრივი ადამიანებისთვის  ახლა უფრო ადვილი და ხელმისაწვდომი გახდა ბიზნესის წამოწყება, მაგალითად,  ელექტრონული კომერცია, ვირტუალურ ასისტენტად მუშაობა, ქოუჩინგი ან უშტატო ჟურნალისტად, დიზაინერად ან დეველოპერად მუშაობა.


 

Covid-19- ის გამო, ელექტრონული კომერცია თითქმის 40% -ით გაიზარდა.

 

ტენდენციების დადგენა უფრო ადვილი იქნება, თუ  დაფიქრდებით, როგორ შეიცვალა თქვენი საკუთარი მომხმარებლური და შესყიდვების ქცევა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. კერძოდ, რა მიმართულებით  მივდივართ მოხმარებისა და ბიზნესის სამყაროში.

 

თუ იმაზე ფიქრობთ, რა ვარიანტები გინდათ რომ გქონდეთ, რომლებიც ამჟამად არ არსებობს, დიდი ალბათობაა, რომ ამ გადაწყვეტილებებს უკვე სხვები ეძებენ.

 

 

თვითანაალიზზე გატარებული მეტი დრო, ჩვენი უნიკალური შესაძლებლობებისა და ძლიერი მხარეების გაცნობიერებაში დაგვეხმარა

 

როდესაც მეტი დროის გატარება დავიწყეთ ჩვენს სახლებში, მეტი დრო გამოგვიჩნდა იმის საკეთებლად, რაც გვიყვარს. მრავალი ჩვენგანისთვის ეს კულინარიაა, წერა, ლაპარაკი და რაღაცის შექმნა ისე, როგორც მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია.

 

ჩვენ ისე ხშირად გვეპარება ეჭვი საკუთარ თავში და იმაშიც, რაც კარგად გამოგვდის, რომ  ხელსაც კი გვიშლის ჩვენი დიდი სურვილებისკენ ნაბიჯის გადადგმაში. ჩვენ გვგონია, რომ ჩვენი ნიჭი უნიკალური არ არის. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენნაირი ნიჭი ყველას აქვს, როდესაც სინამდვილეში, თქვენ წარმოუდგენლად ნიჭიერი ხართ.

 

შესაძლოა,  ზოგიერთ ადამიანსაც აქვს თქვენნაირი ნიჭი  ან სწრაფად შეუძლია სწავლა, მაგრამ თავისი საქმიანობით დიდ სიამოვნებას სულაც არ იღებს. როდესაც თქვენი საქმე მოგწონთ, თქვენი ჟინი და ენერგია თქვენს სამუშაოში აშკარად ჩანს. სამუშაო ძალდაუტანებელი და სასიამოვნო მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც იგი თქვენს სურვილებს ემთხვევა.

 

რეცესიას შეუძლია არსებული ხელმისაწვდომი სამუშაო ძალა უფრო გაზარდოს

 

პანდემიამ მილიონობით ადამიანი აიძულა სამსახური დაეტოვებინა. თუ ეს ადამიანები საკუთარი კომპანიების შექმნას არ გადაწყვეტენ, მათ შეუერთდებიან, ვინც ამას გააკეთებს და თავიანთ გამოცდილებას და ცოდნას იქ გამოიყენებენ, სადაც ყველაზე მეტად დააფასებენ.

 

რთულ პერიოდში ფინანსურადაც ვეხმარებით ვისაც სჭირდება,  და იმ მისიებთან და ახალ ბიზნეს იდეებთანაც ვაკავშირებთ, რომლებიც ნამდვილად ცვლიან ცხოვრებას.

 

თუ ასეთ დროს ვერ გადაგიწყვეტიათ ბიზნესის წამოწყება, მიზეზები მოძებნეთ, რატომ გაამართლებს იგი. იმის ძიებას ნუ დაიწყებთ, თუ რატომ არ გაამართლებს. საქმე ის არის, რომ რაზეც ყურადღებას ვამახვილებთ, ის კიდევ უფრო ძლიერი ხდება.

 

ონლაინ ბიზნესის სამყარო ახალი ნორმააა და ამ არეულობის პერიოდში ბევრი წარმატებული ლიდერი, ბიზნესი და კომპანია  ჩნდება.


entrepreneur.ge


თეგები:
2021



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up