რატომ შეიცვალა ბიძინა ივანიშვილის თითქმის ყველა პროექტის გახნის თარიღი - „თანაინვესტირების ფონდის“ განმარტება

რატომ შეიცვალა ბიძინა ივანიშვილის თითქმის ყველა პროექტის გახნის თარიღი - „თანაინვესტირების ფონდის“ განმარტება

access_time2020-12-07 11:00:29

5- ვარსკვლავიანი სასტუმრო მწვანე კონცხზე, მარიოტის უმაღლესი კლასის ბრენდის „Luxury Collection  თავისუფლების მოედანთან, სასტუმრო და გოლფ კლუბი თაბორის მთაზე,  5 - ვარკვლავიანი სასტუმრო განმუხურში, „თანაინვესტირების ფონდმა“ ბიძინა ივანიშვილის თითქმის ყველა პროექტის გახნის თარიღი გადავადდა. „კომერსანტი“ დაინტერესდა რამ განაპირობა მრავალმილიონიანი პროექტების გახსნის თარიღების ცვლილება.



„თანაინვესტირების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი, ცოტნე ებრალიძე აცხადებს, რომ რამდენიმე სასტუმროს გახსნის თარიღის ცვლილება, განპირობებულია იმ ფაქტით, რომ უცხოელი ტურისტების ნაკადმა საგრძნობლად იკლო რაც მისი თქმით, პირველ რიგში სასტუმრო ინდუსტრიაზე აისახა. ცოტნე ებრალიძეს იმედი აქვს, რომ საერთაშორისო ავიარეისები 2021 წელს ამოქმედდება და ტურიზმის სექტორი კვლავ გააგრძელებს ზრდას.



„სასტუმროების მშენებლობის დასრულება, რომელთა გახსნაც 2020 წელს იგეგმებოდა, დროში გადავადდა, ვინაიდან დღეს საერთაშორისო ტურიზმი დაკეტილია და მოთხოვნა ბაზარზე არ არის. გახსნა კი ნიშნავს კადრების აყვანას, საბრუნავი საშუალებების შეძენას და ა.შ. რაც მნიშვნელოვან ფინანსურ ვალდებულებებთანაა დაკავშირებული და ამიტომ, სანამ მდგომარეობა არ დასტაბილურდება და ავიარეისები არ აღდგება, ამ პროცესის დაწყება ჩვენი მხრიდან გაუმართლებელი ნაბიჯი იქნება. როგორც კი მდგომარეობა დასტაბილურებას დაიწყებს და ავიარეისების აღდგენის ნიშნები იქნება, ჩვენ გახსნისათვის მზადებას დავიწყებთ და ეს პროცესი 4-6 თვეზე მეტს არ წაიღებს, უბრალოდ პირველ რიგში მდგომარეობის გამოსწორება უნდა დავინახოთ, რომ ზემოთ აღნიშნული დამატებითი ფინანსური ვალდებულებების აღება გამართლებული იყოს“, - განმარტავს ცოტნე ებრალიძე.



 

ცოტნე ებრალიძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ პანდემიასთან დაკავშრებული მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, „თანაინვესტირების ფონდი“ 2021 წელს მიზნად ისახავს, თავისუფლების მოედანზე, მარიოტის უმაღლესი კლასის ბრენდის „Luxury Collection“ სასტუმროს გახსნას, ხოლო აქსის თაუერსში სასტუმრო „პულმანი“-ს და საფეხმავლო ქუჩის გახსნას, რომელიც ჭავჭავაძის გამზირს აბულაძის ქუჩასთან დააკავშირებს და მომხმარებლს მრავალფეროვან კაფეებსა და რესტორნებს შესთავაზებს. მისივე თქმით, 2021 წელსვე იგეგმება სიღნაღში  სასტუმროს მშენებლობის დასრულებაც, ხოლო ენერგეტიკის მიმართულებით ებრალიძის განმარტებით, 2021 წლის ბოლოსთვის - მტკვარი ჰესზე ძირითადი სამუშაოების დასრულება. ებრალიძე იმ პროექტებზე საუბრობს, რომელიც ფონდმა 2020 წელს სოფლის მეურნეობის, უძრავი ქონების, მრეწველობის და ენერგეტიკის მიმართულებით განახორციელა:


„როგორც მოგეხსენებათ სოფლის მეურნეობის მიმართულებით ჩვენ გვაქვს სამი პროექტი, კერძოდ: „საქართველოს სათბურის კორპორაცია“, „გეოაგრო“ და „ქართული აგრო სახლი“. უძრავი ქონების მიმართულებით საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტების ნუსხაში წარმოდგენილია 2 პროექტი: „ აქსის თაუერსი“ და „გალერია თბილისი“, მრეწველობის მიმართულებით ფონდი წარმოდგენილია 1 პროექტის სახით, კერძოდ: „ჰაიდელბერგ ცემენტით“, ხოლო ენერგეტიკის მიმართულებით ჩვენ ვახორციელებთ სამ მსხვილ პროექტს, კერძოდ: „მტკვარი ჰესი“, „ონი 1“ და „ლენტეხი ჰესი“. ამასთანავე, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი 10-მდე პროექტს ახორციელებს, რომლებიც განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა. 2020 წელს ჩვენი მიზანი იყო აქტიურად გაგრძელებულიყო  ყველა  ის სამუშაო, რაც დაგეგმილი იყო თითოეულ პროექტთან მიმართებაში“, - განაცხადა ცოტნე ებრალიძემ.

 

ცოტნე ებრალიძემ საქართველოს უმსხვილესი საინვესტიციო ფონდის წლევანდელი მუშაობის შედეგები შეაფასა და განაცხადა, რომ „თანაინვესტირების ფონდმა“ 2020 წელს მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა.

 

„მსოფლიოში არსებული პანდემიიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა 2020 წელი ყველა სექტორისთვის გამოწვევა იყო. ჩვენც შევეცადეთ მაქსიმალურად მოვრგებოდით არსებულ ვითარებას და გვემოქმედა შესაბამისი რეგულაციების თანახმად. შედეგად, კი შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ როგორც საქართველოს თანაინვეტირების, ასევე ტურიზმის განვითარების ფონდმა მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა  შემდეგი სექტორებში : ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა, ტურიზმი და უძრავი ქონება, სოფლის მეურნეობა და ლოჯისტიკა, წარმოება.  ჯამურად,, 2020 წელს  18-მდე პროექტში  60 მლნ აშშ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელდა“, - განუცხადა კომერსანტს ცოტნე ებრალიძემ.

 

 

ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up