რატომ შეფერხდა ბათუმში სასტუმრო

რატომ შეფერხდა ბათუმში სასტუმრო "კემპინსკის" დასრულება?

access_time2019-04-14 17:00:29

ბიზნესმენის სოსო ორჯონიკიძის განმარტებით, ბათუმში სასტუმრო "კემპინსკის" დასასრულებლად 130 მილიონი ამერიკული დოლარია საჭირო. 

როგორც ორჯონიკიძემ BM.GE-სთან შემაფერხებელ ფაქტორებზე საუბრისას აღნიშნა, პროექტის გაჭიანურება მისმა შეცვლამ გამოწვია. 

მისი განმარტებით, თავდაპირველ პროექტში გათვალისწინებული იყო, რომ სასტუმრო დატვირთული უნდა ყოფილიყო კაზინოებით, თუმცა ეს ბიზნესი "კემპინსკის" შემდგენელი ნაწილი აღარ იქნება. 

"ბათუმის "კემპინსკის" პროექტი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და დიდი პროექტია საქართველოში. ეს არის 100 ათასი კვადრატული მეტრი, რომლის დამთავრებას პრაქტიკულად სჭირდება დაახლოებით 130 მილიონი დოლარი. ამჟამად ინვესტირებულია 65 მილიონი, სადაც შედის „თიბისის“ და „საქართველოს ბანკის“ სესხები. პირველი ეტაპი რომ დავამთავრეთ, შემდეგ ვიფიქრეთ, რომ პროექტი გადაგვეყვანა თვითდაფინანსებაზე. ჯერ გაკეთდა აპარტამენტების ნაწილი. ისინი გაიყიდა და აქედან შემოსული ფულით დაფინანსდა მომდევნო ეტაპი, მაგრამ კომპლექსი ისე იყო დაპროექტებული, რომ მისი ძალიან დიდი ნაწილი არის გასართობ ინდუსტრიასთან დაკავშირებული. 

2008 წლის ომის შემდეგ ჩვენგან ინვესტორები წავიდნენ, იმიტომ რომ მათ შორის რემდენიმე იყო რუსეთიდან. შემდეგ შეიცვალა ოპერატორი, რამაც პროექტის შეცვლა გამოწვია. ამიტომ გადავწყვიტეთ პროექტი შეგვცვალა, თუმცა მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება, რომ სათამაშო ბიზნესი ჩვენი ბიზნესი არ არის. ესეც უნდა გადაკეთდეს და ეს ფუნქციაც უნდა მოსცილდეს პროექტს. ეს ბიზნესი ჩემი არ არის და არც არასდროს ყოფილა, არც მინდა", - აცხადებს ბიზნესმენი სოსო ორჯონიკიძე. 

სოსო ორჯონიკიძე BM.GE-ის სამომავლო გეგმებზეც ესაუბრა და აღნიშნა, რომ 2020 წლის ბოლოს 128–ნომრიანი სასტუმრო სრულიად დასრულებული იქნება. 

"2020 წლის ბოლოს 128–ნომრიანი სასტუმრო უნდა იყოს გაშვებული, მიმდებარე ტერიტორია და ფასადი – მთლიანად დამთავრებული, ასევე, აპარტამენტების ორივე ბლოკი ექსპლუატაციაში გაშვებული და მთელი კომუნიკაციები დამთავრებული", - ამბობს სოსო ორჯონიკიძე. 

შეგახსენებთ, რომ ბათუმში კემპინსკის კომპლექსის მშენებლობა 2009 წელს დაიწყო. მისი დასრულების თარიღმა კი რამდენჯერმე გადაიწია.


თეგები:
ბათუმი



აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო

აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო
access_time2019-07-22 20:00:40
“ვაშინგტონმა აუკრძალა ანკარას მონაწილეობა გამანადგურებლის F-35-ის შექმნის და წარმოების პროგრამაში. ამის მიზეზია თურქეთის მიერ რუსული საზენიტო კომპლექსების ს-400-ის ყიდვა,“  - ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალური განცხადებაში. დოკუმენტში წერია, რომ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების გამოყენება რუსულ სადაზვერვო ტექნიკასთან გვერდით დაუშვებელია, რადგანაც ამ ტექნიკის ერთ-ერთი ამოცანა არის სწორედ F-35-ს საბრძოლო მახასიათებლებზე ინფორმაციის...

“ავერსი“ ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამხმარი ფიჭვების მოჭრას სექტემბერში დაიწყებს - რა ჯიშის ხეებით ჩანაცვლდება “ელდარის ფიჭვები“

“ავერსი“ ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამხმარი ფიჭვების მოჭრას სექტემბერში დაიწყებს - რა ჯიშის ხეებით ჩანაცვლდება “ელდარის ფიჭვები“
access_time2019-07-22 19:00:11
ყაზბეგის გამზირზე, ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ორი წლის წინ დაავადებული და გამხმარი ფიჭვების მოჭრა სექტემბერში დაიწყება და მათ ადგილას როგორც წიწოვანი, ასევე ფოთლოვანი ხეები დაირგვება.  ამის შესახებ “კომერსანტს“  „ავერსი-ფარმას“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ განუცხადა.   როგორც ირაკლი ფურცელაძე ამბობს,  საავადმყოფოს ტერიტორიაზე ფიჭვების დაავადების შესახებ დაახლოებით...

თემურ ჭყონია: „თუ ეროვნული ბანკი არ ერევა ლარის გამყარებაში, მაშინ მისი ფუნქცია უნდა გადაიხედოს„

თემურ ჭყონია:  „თუ ეროვნული ბანკი არ ერევა ლარის გამყარებაში,  მაშინ მისი ფუნქცია უნდა გადაიხედოს„
access_time2019-07-22 16:30:05
ბიზნესმენი, „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი თემურ ჭყონია ლარის  არასტაბილურობის გამო,  ეროვნული ბანკის ფუნქციების გადახედვის საჭიროებას ხედავს. მისი განმარტებით, ლარის არასტაბილურობა ქვეყნის ეკონომიკის განმსაზღვრელია და არამარტო ბიზნესის. გარდა ამისა, არასტაბილური  ლარი მოქმედებს ყველაფერზე, მათ შორის ბიზნესზე, რადგან ქვეყანაში ყველაფერი სწორედ ბიზნესისგან...

ბანკებს მოგება თითქმის გაუნახევრდათ

ბანკებს მოგება თითქმის გაუნახევრდათ
access_time2019-07-22 15:00:41
2019 წლის ივნისში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 33,993 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით, 29,991 მლნ ლარით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13,940 მლნ ლარით ნაკლებია. კერძოდ, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის ივნისში ბანკების წმინდა მოგება/ზარალი 47,933 მლნ ლარი, ხოლო 2019 წლის მაისში - 63,984 მლნ იყო. ამასთან, მიმდინარე წლის ივნისში, ბანკების შემოსავლებმა 345,001 მილიონი ლარი,...

რატომ ურჩევს სებ-ი ბიზნესებს ფორვარდული გარიგებების დადებას

რატომ ურჩევს სებ-ი ბიზნესებს ფორვარდული გარიგებების დადებას
access_time2019-07-22 14:37:52
ქართული ბიზნესები მუდმივ რეჟიმში ცდილობენ, რომ საკუთარი სავალუტო რისკები მინიმუმამდე შეამცირონ. იმის გამო, რომ საქართველოში გაყიდული საქონლის ნახევარზე მეტი არის იმპორტირებული, საქონლის რეალიზაცია კი, ეროვნულ ვალუტაში ხდება, ბიზნესი ბუნებრივად სავალუტო რისკის წინაშე დგება. ლარის მერყეობის ზრდასთან ერთად ამ ბიზნესებისთვის ოპერირება გართულდა. მოიმატა გაურკვევლობამ იმის შესახებ, თუ რა უნდა იყოს იმპორტირებული პროდუქციის სარეალიზაციო ფასი და სადამდე შეიძლება ის...


მსგავსი სიახლეები

up