თურქეთის აფთიაქებში წამლების კრიზისია - რა გახდა მიზეზი და რა მოლოდინებია ქვეყანაში

თურქეთის აფთიაქებში წამლების კრიზისია - რა გახდა მიზეზი და რა მოლოდინებია ქვეყანაში

access_time2022-12-08 23:00:35

ზამთრის დადგომასთან ერთად მოიმატა ზედა სასუნთქი გზების დაავადებების და გრიპის შემთხვევები. როგორც თურქული მედია წერს ამ დღეებში თურქეთის აფთიაქებში წამლების კრიზისი შეიქმნა.


 

ბევრი ისეთი აუცილებელი მედიკამენტი, როგორიცაა ტკივილგამაყუჩებლები, სიცხის დამწევი საშუალებები, ანტიბიოტიკები,  აფთიაქებში აღარ მოიპოვება.  იწურება წამლის რეზერვებიც.

 

მანისის ფარმაცევტთა პალატის პრეზიდენტის დევრიმ ბალის განცხადებით, თუ გადაუდებელი ზომები არ იქნა მიღებული საზოგადოებრივ ჯანდაცვას დიდი საფრთხე ელის.

 



დევრიმ ბალის ინფორმაციით, წამლების დეფიციტის გამო აფთიაქებში უკვე იყო  მომხმარებელსა და ფარმაცევტს შორის დაპირისპირების შემთხვევები. პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში კი ის ამ ინციდენტების გახშირებას ვარაუდობს.



„თუ გადაუდებელი ზომები არ მიიღება, სიტუაცია გაცილებით გაუარესდება. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მივიდნენ უახლოეს მორიგე აფთიაქში და დაინახონ ის ქაოსი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ,“- აცხადებს დევრიმ ბალი.

 

 

როგორც ზოგიერთი თურქული მედია წერს, მედიკამენტების კრიზისი დაკავშირებულია ანკარას პოლიტიკასთან ფარმაცევტულ სექტორთან დაკავშირებით, რომელიც ძლიერ არის დამოკიდებული იმპორტზე.  2004 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ შეცვალა ფასწარმოქმნის  წესები, რათა ფასები შეესაბამებოდეს ლირა/ევროს ფიქსირებულ კურსს. 2018 წლის დასაწყისში, როდესაც ევრო 3 ლირა ღირდა, ოფიციალური კურსი 2,69 ლირა იყო. თუმცა, სავალუტო არეულობის შემდეგ, რომელმაც ბოლო პერიოდში თურქეთი მოიცვა, ევროს საბაზრო ფასი გაიზარდა და დღეს დაახლოებით 5,95 ლირას შეადგენს. უზარმაზარმა უფსკრულმა საბაზრო ფასსა და ფარმაცევტული სექტორის ფიქსირებულ განაკვეთს შორის აიძულა კომპანიები შეეწყვიტათ მიწოდება, რამაც უკიდურესი კრიზისი გამოიწვია. მწარმოებლებისა და საბითუმო მოვაჭრეების ნაწილი წარმოებას და მიწოდებას ფასების ზრდის მოლოდინზე აფუძნებს და ბევრი მედიკამენტი ბაზარზე სწორედ იმის გამო არ არის ხელმისაწვდომი, რომ კომპანიები წამლების გაძვირებას ელოდებიან.

 

 

თურქული ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ანკარას დამოკიდებულებამ კრიზისის მიმართ შეიძლება გამოიწვიოს საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების მიერ თურქეთის დატოვება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up