BUSINESSFEED: რატომ სჭირდება სტამბოლის არხი საქართველოს და რეგიონს?

BUSINESSFEED: რატომ სჭირდება სტამბოლის არხი საქართველოს და რეგიონს?

access_time2021-04-20 20:00:04

სტამბოლის არხი თურქეთის ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც შავ და მარმარილოს ზღვებს ერთმანეთთან დააკავშირებს. ბოლო მონაცემებით, მისი დასრულება 2025-2026 წლებში იგეგმება და არხის გამოყენების საშუალება ექნებათ როგორც ჩვეულებრივ, ასევე სატვირთო და სახიფათო ნივთიერებების გადამტან გემებსაც.


სტამბოლის არხს ერდოღანის „გიჟურ პროექტად“ მოიხსენიებენ. იგი თურქეთის დედაქალაქის ამჟამინდელ ევროპულ ნაწილს გაყოფს და ევროპასა და აზიას შორის წარმოქნის კუნძულს, რომელსაც გასასვლელი ექნება შავ და მარმარილოს ზღვებზე, ახალ არხსა და ბოსფორის სრუტეზე. პროექტი აგრეთვე მოიცავს პორტების, ლოგისტიკური ცენტრებისა და ხელოვნური კუნძულების მშენებლობას. 2020 წელს თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა ქაჰით თურანმა განაცხადა, რომ სტამბოლის არხიდან წელიწადში $1 მილიარდი შემოსავლის მიღება იქნება შესაძლებელი. მან ასევე აღნიშნა, რომ 2035 წლისთვის არხი წელიწადში 50 000 გემს მოემსახურება, 2050 წლისთვის – 70 000-ს, ხოლო 2070 წელს ეს რიცხვი 80 000-მდე გაიზრდება.


სტამბოლის არხს უზარმაზარი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. მისი მთავარი იდეა ის არის, რომ იგი არ დაექვემდებარება მონროს კონვენციას, რომლის გამოც ნატოს გემები შავ ზღვაში დიდხანს და დიდი რაოდენობით ვერ შემოდიან.


საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი რუხაძე Business Feed-თან საუბრისას ამბობს, რომ სტამბოლის არხის მშენებლობით შავი ზღვა ღია გახდება მსხვილი სამხედრო ძალებისთვის, როგორებიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი და ნატოს სხვა წევრი სახელმწიფოები, ეს კი დაასრულებს მასზე რუსეთის ჰეგემონობას. თუმცა, გიორგი რუხაძე ფიქრობს, რომ სტამბოლის არხის პროექტს განსაკუთრებული ეკონომიკური ეფექტი არ ექნება საქართველოზე და არც ტვირთბრუნვა გაიზრდება მნიშვნელოვნად, რადგან მათი დიდი ნაწილი სტამბოლის პორტისკენ წავა:


„იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს არც სამხედრო ფლოტი ჰყავს, ხოლო სავაჭრო ფლოტიც ძალიან მცირეა, საქართველოსთვის ერთადერთი [ხელსაყრელი ფაქტორი] აქ ის არის, რომ ამერიკის და ნატოს წევრი ქვეყნების ჩართულობა და გავლენა გაიზრდება, რაც საქართველოსთვის კარგი იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ამ ქვეყნების მოკავშირეა. ანუ, დასუსტდება რუსეთი და გაძლიერდება დასავლეთი შავ ზღვაზე. ეს იქნება ერთადერთი გეოპოლიტიკური სიკეთე, რომელსაც საქართველო მიიღებს.“




თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე და სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძეც იზიარებს მოსაზრებას, რომ, სტამბოლის არხის მშენებლობას ჩვენს ქვეყანაზე განსაკუთრებული ეკონომიკური ეფექტი არ ექნება:


„საქართველოს საზღვაო ვაჭრობა პრაქტიკულად არ აქვს განვითარებული. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის დიდი გავლენა არ ექნება და თურქეთი ყოველთვის, თუ რამე დაგვჭირდა, შეღავათიანად იყურებოდა [საქართველოსკენ] და ეს არაერთხელ ვნახეთ. დღესაც, მაგალითად, თურქეთი თვალს ხუჭავს იმაზე, რომ ბევრი ქართველი გადადის თურქეთში სამუშაოდ, პრაქტიკულად, არალეგალურად და მერე უკან გადმოდის, რასაც არ ებრძვის თურქეთი. ეს უფრო შეიძლება ევროკავშირს ადარდებდეს, რუსეთსა და სხვებს, მაგრამ საქართველოსთვის, სამწუხაროდ, იმიტომ, რომ ჩვენ აქტიურები არ ვართ არც საერთაშორისო ვაჭრობაში, არც საერთაშორისო ნაოსნობაში. ამ ეტაპზე, [არ მგონია], რომ რაიმე ეფექტი ჰქონდეს.“


ნოდარ ხარშილაძე ასევე ამბობს, რომ იგი ვერ ხედავს ვერანაირ კავშირს სტამბოლის არხსა და ანაკლიის პორტს შორის. მისი აზრით, თურქეთის გადმოსახედიდან, საქართველო არსებულ საზღვაო პოტენციალსაც ვერ იყენებს:


„ჩვენ თუ მომავალში გავაკეთეთ ანაკლიის სამხედრო ბაზა, ეს თუ იქნება ეკონომიკური, მაშინ რაღაც გავლენები შეიძლება ქონდეს, მაგრამ ისევ და ისევ მცირე. ეს თუ სამხედრო იქნება, მაშინ ეს სხვა საუბარია. თუმცა, სამხედროს შემთხვევაში, „მონრო“ ისევ ძალაში რჩება და აქ არაფერი არ შეიცვლება.“


სტამბოლის არხის პროექტი ჯერ ისევ განვითარების ადრეულ ფაზაზეა და ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. ახალი არხის აშენებას არ ემხრობა სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ, რომელიც მას „სიკვდილის პროექტსა“ და „სტამბოლის ღალატს“ უწოდებს. წინააღმდეგობის ორი უმთავრესი მიზეზია: პროექტის მაღალი ბიუჯეტი და მისი პოტენციური უარყოფითი ეკოლოგიური გავლენა ქალაქზე. ამჟამინდელი გათვლებით, პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი $10-12 მილიარდია, მაგრამ ექსპერტები ფიქრობენ, რომ იგი ბევრად ძვირი დაჯდება. მიუხედავად ამისა, ერდოღანი ძალებს არ იშურებს მისი, როგორც თავად წლებია აცხადებს, „ოცნების პროექტის“ განსახორციელებლად და ამბობს, რომ ვერ ჩაერთვება ოპოზიციასთან ბრძოლაში, რადგან დასაკარგი დრო არ არის.


მასალა წარმოადგენს ონლაინჟურნალი — Business Feed-ის საკუთრებას. ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულებით უფრო მეტი სტატიის სანახავად, ეწვიეთ გამოცემის ვებსაიტს www.businessfeed.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up