რატომ მყარდება ლარი და როდემდე შენარჩუნდება არსებული დინამიკა - ექსპერტების პროგნოზები

რატომ მყარდება ლარი და როდემდე შენარჩუნდება არსებული დინამიკა - ექსპერტების პროგნოზები

access_time2022-02-07 15:00:02

ერთ თვეზე მეტია, ლარი დოლართან მიმართებით გამყარების ტენდენციას ინარჩუნებს. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 7 თებერვლისთვის განსაზრვული კურსით, 1 აშშ დოლარი 2.9867 ლარი ღირს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დოლარი ამ დროისთვის 2.9300 ლარი ღირს, რაც 2020 წლის ზაფხულის შემდეგ ლარის ყველაზე მყარი კურსია.


ეკონომისტi აკაკი ცომაია „კომერსანტთან“ ლარის გამყარების 2 ფუნდამენტურ ფაქტორს ასახელებს, ესენია ექსპორტის და ფულადი გზავნილების ზრდა.


„ლარის ბოლოდროინდელი გამყარების ორი მთავარი მიზეზი არსებობს, ეს არის ექსპორტის და ფულადი გზავნილების ზრდა. 2021 წელს ორივე მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც 2020 წელთან შედარებით ჩვენს ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, ასევე აისახა ლარის კურსზეც.


2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.6%-ით გაიზარდა, რაც ახლა ლარის კურსზეც აისახება. გარდა ამისა, კურსზე გავლენას მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ახდენს, მაღალ საპროცენტო განაკვეთი ხელს უწყობს ლარში დეპოზიტების მოზიდვას, დოლარში კი შემცირებას. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, ასევე, ახდენს მოთხოვნის მოთოკვას, რაც აისახება ხარჯვით ნაწილზე და იმპორტის შემცირებაზე. შედეგად, იმპორტზე ფასები უნდა შემცირდეს, რამაც ჯამში, ხელი უნდა შეუწყოს ლარის გამყარებას“
, — ამბობს აკაკი ცომაია.


ეკონომისტი ნიკა შენგელია ფიქრობს, რომ გამყარების ტენდენცია თებერვლის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება, თუმცა არც ამის შემდეგ იქნება მნიშვნელოვანი რყევები.



„ზოგადად იანვარში დოლარზე მოთხოვნა ნაკლებია. პროდუქტების, სურსათისა და სხვა იმპორტირებული პროდუქციის მარაგი დეკემბერშია გაკეთებული, რაც იმპორტის შემცირებასა და შესაბამისად დოლარზე მოთხოვნის შემცირებას განაპირობებს. თებერვლის შუა რიცხვებამდე ლარი 3.-4-3.10-ს შუალედში იქნება, შემდეგ დაიწყებს მცირედ გაუფასურებას, მაგრამ არ იქნება მნიშვნელოვანი ცვლილება. 2022 წლის პირველ კვარტალში, მაქსიმუმ, 3.13 ნიშნულს მიაღწიოს“, - განაცხადა ნიკა შენგელიამ.


TBC Capital-ში აღნიშნავენ, რომ ლარის მიმდინარე კურსი ზომიერად ოპტიმისტურია და სამომავლოდ მისი ან დაახლოებით იმავე დონეზე შენარჩუნება ან გარკვეული დასუსტებაა უფრო მოსალოდნელი, ვიდრე გამყარების ბოლო პერიოდში არსებული დინამიკის გაგრძელება.


„ბოლო პერიოდში სახეზეა უფრო მეტი ინვესტირება ლარის დეპოზიტებში და ამავდროულად მეტი სავალუტო დაკრედიტება, განსხვავებით იმ პერიოდებისაგან, როდესაც ორივე შემთხვევაში საპირისპირო ტენდენცია ლარის გაუფასურებას იწვევდა. წმინდა შემოდინებების მხრივ, აღსანიშნავია დეკემბრის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, ისევე როგორც, თიბისის წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, იანვარში ტურიზმის აღდგენის დაჩქარება. ამასთან, მართალია ჯერჯერობით არარეზიდენტების მიერ დეკემბერსა და იანვარში ლარში ინვესტირების მაჩვენებლები არაა ხელმისაწვდომი, თუმცა, როგორც ჩანს, ამ მიმართულებითაც აქტივობა მაღალი იყო. ფისკალური კომპონენტი კი, იმის გათვალისწინებით, რომ დეკემბერში დეფიციტი ტრადიციულად მაღალი იყო, ლარის გამყარების განმსაზღვრელი ფაქტორი ვერ იქნებოდა,– ნათქვამია TBC Capital–ის ეკონომისტის მიმოხილვაში.


აღსანიშნავია, რომ ლარის გამყარებას ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და დეკემბერში რეფინანსირების განაკვეთის 10.5%-მდე ზრდა უძღვოდა წინ, რომელიც სებ-მა თებერვლის დასაწყისში უცვლელად დატოვა. გარდა ამისა, 2021 წლის დეკემბერში ფულადი გზავნილები წლიურად 14.9%-ით – 711.1 მლნ ლარამდე, ხოლო ექსპორტი 28.8%-ით – 419.5 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up