რატომ მყარდება ლარი?- „ბიზნესმა კორონავირუსის გამო თანხები გააჩერა“

რატომ მყარდება ლარი?- „ბიზნესმა კორონავირუსის გამო თანხები გააჩერა“

access_time2020-03-04 16:00:14

ეროვნული ვალუტა ბოლო 7  თვის მანძილზე მინიმუმზეა, მიმდინარე კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით მკვეთრად გამყარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა 3 მარტის ვაჭრობის შედეგად 2.7835 ლარი შეადგინა. bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში,15:30 საათისთვის 1 აშშ დოლარი 2.7771 ლარად ივაჭრება. 


„კომერსანტი“ დაინტერსდა რა ფაქტორებმა გამოიწვია ლარის კურსის გამყარება. საკითხზე ეკონომიკის ექსპერტი კონსტანტინე მოსიძე საუბრობს:

 

„ეროვნული ვალუტის გამყარების ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც გასათვალისწინებელია არის ის, რომ ბიზნესმენები, რომლებიც ქვეყნის გარეთ მაგალითად ჩინეთში, თურქეთში და ა.შ. თანხების რიცხავდნენ ,გადარიცხვები აქვთ შეჩერებული. ბევრი ბიზნესმენი ვიცი, რომელმაც კორონავირუსის გამო დიდ წილად თანხები გააჩერა და შესაბამისად, ქვეყნიდან დოლარის გადინება შეჩერებულია. ჩინეთიდან ვისაც ჩამოჰქონდა გარკვეული სახის პროდუქტი, ყველა ადამიანს საქმიანობა შეჩერებული აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ ლარის მოცულობა არ არის გაზრდილი, რაც თავისთავად მოქმედებს კურსზე“-აცხადებს კონსტანტინე მოსიძე.


 

„კომერსანტის“ კითხვაზე შენარჩუნდება თუ არა დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის არსებული კურსი კონსტანტინე მოსიძე გვპასუხობს:

 

„სამომავლოდ კონკრეტულ შეფასებას, ვერ გეტყვით, ეს დამოკიდებულია ბევრ რამეზე, მაგალითად, ისევ და ისევ კორონავიურსზე, რამდენად სწრაფად განაახლებენ ბიზნესმენები საქმიანობას და რამდენად სწრაფად გაუშვებენ დოვლათს ქვეყნის გარეთ. ასევე დამოკიდებულია ლარის მოცულობაზე, როგორ იმოქმედებს ეროვნული ბანკი თუ რამდენ ლარს ჩაუშვებს მიმოქცევაში და ა.შ. კურსის შენარჩუნება რა თქმა უნდა შესაძლებელია, ეს დამოკიდებულია ლარის რაოდენობაზე ეკონომიკაში. ეროვნულ ბანკს ნებისმიერ დროს შეეძლო მოხმარებიდან ამოეღო გარკვეული მასა. რამდენად გააკეთებენ ამას, ამის პროგნოზირება ძალიან რთულია“  განმარტავს კონსტანტინე მოსიძე.

 

ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up