რატომ „მიაგდო“ მთავრობამ საკლუბო სექტორი და რა მოთხოვნები აქვს კლუბ “ხიდს“

რატომ „მიაგდო“ მთავრობამ საკლუბო სექტორი და რა მოთხოვნები აქვს კლუბ “ხიდს“

access_time2021-11-24 12:00:43

1- ლი დეკემბრიდან ქვეყანაში მწვანე პასპორტები ამოქმედდება, თუმცა საკლუბო სექტორი ვერც ამ რეგულაციებში მოხვდა და მათთვის მუშაობა კვლავ აკრძალულია. კლუბები ერთადერთია, რომლებსაც უკვე 21 თვეა მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევათ.



კლუბ “ხიდის“ დამფუძნებელი თამუნა აქსანდერი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, საცდელად, მხოლოდ 2 საპილოტე ღონისძიება ჩაატარეს, პარალელურად მათ ინფექციის გავრცელებაზეც ჩაატარეს კვლევა და კლუბში ინფიცირების შემთხვევა მხოლოდ 0,5% იყო, რაც სხვა სივრცეში ინფიცირების მაჩვენებელზე 20-ჯერ ნაკლებია. აქსანდერი ამბობს, რომ ყველაფრის მიუხედავად 3 დეკემბერს მუშაობას განაახლებს, რადგან ახალ წლამდე დარჩენილი ერთი თვე „ხიდის“ გადარჩენისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 


“როგორც გაირკვა, ამ “მწვანე პასპორტების“ ზონაში ვერ მოვხვდით, აგვისტოდან ჩვენ ორი საპილოტე ღონისძიება გვქონდა, რომელსაც ვირუსის 0.5%-იანი გავრცელება აჩვენა, ანუ სულ 4 კაცზეა საუბარი. ჩვენ როგორც კი გავიგეთ, რომ 1-ლი დეკემბრიდან მწვანე საშვი ძალაში შედის, გვქონდა იმის გათვლა, რომ ჩვენც ვიხსნებოდით, ერთადერთი სექტორი ვართ, ვინც გააკეთა კვლევა და ეს კვლევა დადო, ამიტომ ჩვენ სამი დეკემბრიდან მაინც გავიხსნებით, ჩვენთვის ეს ერთი თვე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იანვრის შუა რიცხვებიდან თებერვლის ჩათვლით კლუბისთვის ყოველთვის ცუდი პერიოდია და ეს გადარჩენის ერთადერთი გზაა, ძალიან ცუდ ფინანსურ მდგომარეობაში ვართ და მოთმინების დრო ნამდვილად არ გვაქვს.

 

ჩვენი ბიზნესი ძალიან დიდია, ასე არ არის, რომ 21 თვე დახურო და არანაირი ხარჯი არ გქონდეს, „ხიდს“ რჩენა უნდა, კომუნალურებს ვიხდით, დაცვას ხელფასს ვუხდით, თანამშრომლები შესანარჩუნებელი გვყავს, ტექნიკური პერსონალი გვყავს, ეს ყველაფერი ძალიან დიდი თანხა გვიჯდება და ყოველთვე ბანკის პროცენტი მემატება, რაც თვეში რამდენიმე ათას ევროს უდრის. ჩვენი სფეროს ასე მიგდება, მაშინ როცა სხვა 2000 კაციანი ივენთები ყველანაირი წესების დარღვევით ტარდება, წარმოუდგენელია. 21 თვეა გაჩერებულები ვართ და ლოდინის დრო უბრალოდ აღარ გვაქვს“, - აღნიშნა თამუნა აქსანდერმა.

 

 

აქსანდერი ამბობს, რომ მთავრობას წარმოდგენა არ აქვს, თუ როგორ ტარდება ღონისძიებები კლუბებში, არტისტებთან წინასწარ შეთანხმება, მათი მომზადება და ჩამოყვანაა საჭირო. შესაბამისად საკლუბო ღონისძიებები ისე არ იგეგმება, როგორც ჩვეულებრივი ივენთები, რომლებსაც ჩატარების უფლება უკვე მიეცათ.

 



რაც შეეხება მთავრობის მხრიდან კომუნიკაციას, აქსანდერი ამბობს, რომ ბარების და კლუბების ასოციაციას მთავრობასთან კომუნიკაცია აქვს, თუმცა, მისივე ვარაუდით, მთავრობა პროცესს წელავს და მუშაობის განახლების უფლებას არ აძლევს.



„კლუბების და ბარების ასოციაციას მთავრობასთან მოლაპარაკებები აქვს, ჩვენ ვთხოვეთ სახელმწიფოს მოეცათ კლუბის გახსნის ნებართვა, თუნდაც უფრო გართულებული რეგულაციები დაეწესებინათ, ჩვენ ანტიგენზე დაფუძნებული ტესტით მომხმარებლებს არ შემოვუშვებთ, მხოლოდ გატესტილებს და პსრ ტესტის უარყოფითი პასუხით, იმაზეც თანახმა ვიყავით რომ მომხმარებლისთვის 72 ნაცვლად 48 საათის წინ ჩატარებული ტესტის პასუხი მოგვეთხოვა. მაგაზეც წელავენ დროს, ახალი app ხომ არ იქნება დასაწერიო, ამ ახალ აპლიკაციასაც დრო უნდა. მე ვფიქრობ, რომ ცდილობენ დრო გაწელონ და ალბათ უნდათ რომ საერთოდ აღარ გაიხსნას ის ერთადერთი სექტორი, რომელსაც ერთი დღე არ უმუშავია, არანაირ ფინანსურ დახმარებას ადგილი არ ჰქონია, თან რომ გავიხსნებით ისედაც გაღატაკებულ ეკონომიკაში ამდენი არტისტი ჩამოვა რა და როგორ უნდა გადავუხადოთ მითუმეტეს ევროში ამაზე არავინ ფიქრობს, ალბათ ის დონე აწყობთ დღეს რა ივენთებიც ქვეყანაში ტარდება.

 

ასოციაცია ამბობს, რომ განხილვა იქნება, კარის წესები უნდა გვქონდეს, ჩვენ ისედაც ვიცით ეს წესები, გავაკეთეთ ეს საპილოტე ღონისძიებები, პირველი გაკეთდა აგვისტოში, მეორე გაიწელა არჩევნების გამო და გავაკეთეთ რვა ოქტომბერს და ახლა დეკემბერი მოდის და სამ დეკემბერსაც გავაკეთებთ“, - აღნიშნა თამუნა აქსანდერმა.

 


კითხვაზე, თუ რა ნაბიჯებს ისურვებდა მთავრობის მხრიდან, თამუნა აქსანდერი ამბობს, მუშაობის ნებართვას და როგორც მთელ მსოფლიოში საკლუბო სექტორს დაეხმარა სახელმწიფო, იმავეს ისურვებდა საქართველოშიც.

 


„ამ ეტაპზე გვინდა, რომ ნორმალურად გახსნის საშუალება მოგვეცეს და ვალები რაც შპს-ბეს და ბიზნესს დაუგროვდა ცოტა შეღავათი გაგვიწიონ, მთელმა მსოფლიომ დააფინანსა კულტურის ეს სექტორი, ჩვენ ქვეყანაში ერთი საკლუბო სფეროა განვითარებული და ამაზეც ხელი ჩაიქნიეს. უკვე ორი წელია ასე გაყინული და მიგდებული ვართ თითქმის ყველანაირი დახმარების გარეშე, მცირედი დახმარება, რაც მივიღეთ, ჩვენ რომ გადავთვლით ჩვენი ხარჯები იმის 20% -იც არ არის. ძალიან საწყენია, როდესაც ქვეყანაში ამდენი ღონისძიება ტარდება, ზოგი რეგულაციების დარღვევით და არავის აჯარიმებენ, ზუსტად ვიცი რა ხდება, ზოგი ჩაწყობით გადის ფონს, ახალგახსნილ კომპანიას თუ დააჯარიმებენ აუქმებს მერე ამ კომპანიას და ასე. ძალიან არასერიოზული რაც ჩვენ მიმართ ხდება.


ერთადერთი მესიჯი ჩვენ მიმართ რაც სახელმწიფოს მხრიდან იყო რამდენიმე თვის წინ, მერიის ინიციატივით ღამის ეკონომიკის ფონდი შეიქმნა, მაგრამ ეს მიზერია იმასთან შედარებით, რაც ამ 21 თვის განმავლობაში დაგვიგროვდა, ერთი თვის გადასახადსაც ვერ ფარავს.


მგონია რომ არ უნდათ ეს სფერო ძლიერი იყოს და ამდენი მიმდევარი ჰყავდეს და ასეთი ძლიერი იყოს. მე ჩუმად არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ, ჩვენ დავდებთ ღონისძიებებს, იმიტომ რომ რაღაც ღონისძიებები იქნება მაინც ა კოვიდიც გავრცელდება და მერე ალბათ ისევ ჩვენ დაგვაბრალებენ. ამ სისტემით კლუბების გახსნა დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო, მითუმეტეს როცა სახელმწიფო ვერაფრით ეხმარება სექტორს“, - აღნიშნა თამუნა აქსანდერმა.



თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up